საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

მისტერიებში გადასული კნუტ ჰამსუნი
გაიოზ მამალაძე

1952 წლის 19 თებერვალს, ნორჰოლდში გარდაიცვალა დიდი ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი...

... XX საუკუნის დასაწყისში საქართველოს დედაქალაქი (მაშინ ის მხოლოდ გუბერნიის ცენტრი იყო) «მეტისმეტად უჩვეულო ამბების ასპარეზად გადაიქცა. უეცრად ჩამოვიდა უცნობი კაცი», თავისი გმირის, ვინმე ნაგელის მსგავსად, უცნაური (და არა თვალთმაქცი), "რომელმაც საოცარი ამბები დაატრიალა". "ჩვენ თბილისს ვუახლოვდებით, გზა მდინარე მტკვრის ნაპირს მიჰყვება, მტკვარი დიდებული და ლამაზი მდინარეა"...

"წუთით ბავშვად ვიგრძენი თავი, ვიყურები შორს და მესმის ჩემი გულისცემა". 
მერე ბათუმშიც სტუმრობდა, ზღვისპირა ქალაქში, როგორც ნაგელი.

დიახ, "უცნაური" ამბები დაატრიალა – საქართველოში მოგზაურობას მიუძღვნა წიგნი "ზღაპრულ მხარეში" და დრამა "თამარ მეფე"...

თუმცა, უნდა ითქვას, რომ უკეთესი იყო უკეთ შეესწავლა საქართველოს წარსული და გაცნობოდა დიდ ქართველებს, მაგრამ ეს სამწუხაროდ არ მოხდა...

 ბევრჯერ უფიქრია, ალბათ, მკითხველს, რატომ ჰქვია «მისტერიები» მის ერთ-ერთ უმშვენიერეს ნაწარმოებს...

ფაქტი ერთია, მისტერიების ქვეყანა, საქართველო ისე შეიყვარა, რომ კვლავ უნდოდა აქ დაბრუნება...
კნუტ ჰამსუნი, რომლის ნამდვილი გვარი გახლდათ პედერსენი, დაიბადა 1859 წლის 4 აგვისტოს ნორვეგიაში. მისი ოჯახი საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო და მამას უჭირდა ოჯახის რჩენა. მშობლებმა ფეხსაცმლის მკერავს მიაბარეს შ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ეგირდად. 14 წლისამ მიატოვა ფეხსაცმლების კერვის შესწავლა და ბედის საძიებლად დაიწყო მოგზაურობა. მუშაობდა მიწის მთხრელად, მტვირთავად, ქვის მჭრელად და სხვა. შემოიარა თითქმის მთელი ნორვეგია. 1881 წელს გაემგზავრა ამერიკაში, მაგრამ იქაც ვერაფერს გახდა ცხოვრებასთან ჭიდილში. 1886 წელს საბოლოოდ დაბრუნდა სამშობლოში.

წერა სიყმაწვილეში დაიწყო. 17 წლისამ გამოაქვეყნა რამდენიმე ლექსი და მოთხრობა. წარმატებას ვერ მიაღწია და 12 წელი აღარაფერი გამოუქვეყნებია, რაც დაწერა ამ პერიოდში, გაანადგურა, თურმე.

1888 წელს გამოქვეყნდა მისი მოთხრობა "შიმშილი", რომელიც საკუთარი გამოცდილებით, ფაქტიურად საკუთარი თავის შესახებ დაწერა. ამ მოთხრობამ პოპულარობა მოუტანა ნორვეგიაში.

სხვადასხვა ქვეყანაში ეს ნაწარმოები ახალი სალიტერატურო ეპოქის დასაწყისად აღიქვეს. მისი მიტოვებული, დაუცველი, შიმშილისგან ფიზიკური ტკივილით შეწუხებული გმირი ბევრი ქვეყნის გაღატაკებულ ყოფილ გლეხებს თუ წვრილ მეწარმეებს მცხოვრებლებს ჰგავდა, რომლებსაც უჭირდათ ახალ დროსთან ადაპტაცია, რომელმაც მათ საყრდენი გამოაცალა და სამაგიეროდ არაფერი მისცა.

სულიერად ობოლი გმირების ხასიათი, მათი ფსიქოლოგიურ-სულიერი განცდები. ეს იყო კნუტ ჰამსუნის ამ პერიოდის ნაწარმოებებისათვის დამახასიათებელი. ბუნების სიყვარულით და ადამიანური გრძნობებით გაჟღენთილია მისი შემოქმედება. თუმცა მისი გმირები ბედნიერებას ვერ აღწევენ. სიყვარული ილუზიაა, რომელიც ნების

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ყოფასა და ლოგიკას არ ემორჩილება, თუმცა, რომელიც ბუნებას გვაკავშირებს.

შემდეგ დიდი მწერალი გამოსავალსაც ეძებს. ის სოციალური პრობლემების გადაწყვეტაზეც ფიქრობს და წარმოადგენს კიდეც თავის შემოქმედებაში.

ძალიან უყვარდა ბუნების სილამაზე და ადამიანების მომხიბვლელობა. საქართველოზე წერდა: «ეს ქვეყანა არც ერთ სხვა ქვეყანას არ ჰგავს, რომელსაც მე ვიცნობ" და იმ გრძნობით ვარ შეპყრობილი, რომ მთელი სიცოცხლე აქ ვიცხოვრებდი."

დიდი მწერალი ორჯერ დაქორწინდა. პირველმა ქორწინებამ რვა წელი გასტანა. მეორე მეუღლემ, მხასიობმა მარი ანდერსონმა მიატოვა კარიერა და სიცოცხლის ბოლომდე ქმარს არ მოშორებია.
დაშინებული იყო პროლეტარიატით და ამერიკით. მისი სიმპატიები წვრილი მეწარმებისაკენ იყო მიმართული. სძაგდა გახრწნილი ინტილიგენცია და დრომოჭმული არისტოკრატია. ამან მწერლის პოლიტიკურ მსოფლმხედველობაზეც იქონია გავლენა.

რაღაც აკავშირებს კნუტ ჰამსუნის ნიცშესთანო, წერენ. იქნებ ადამიანებისადმი დიდი სიყვარულიც? ნიცშეს ნუ წარმოვიდგენთ მხოლოდ კრიტიკოსად, ნურც მხოლოდ ზეკაცის მაქებრად, ნურც მხოლოდ დაუნდობლად. მის გულს დიდი სიყვარული აფორიაქებს. ასევეა ჰამსუნიც, მიუხედავად ყველაფრისა, რაც შეიძლება მას დააბრალო, პოლიტიკურად, სოციალურად, ის ადამიანების დიდი მოყვარულია და სძულს ისინი, ვინც მათ ჩაგრავს.

კნუტ ჰამსუნს დიდ პატივს სცემდნენ მოდერნისტები და დეკადანსის მიმდევრები. შესანიშნავად ხატავს ფსიქოლო

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
გიურ პორტრეტებს, ირეალურ თუ ირაციონალურ აზროვნებას, ექსტაზს, ეროტიულ გზნებას. ზოგიერთი ნეო-რეალისტად მიიჩნევს, ზოგი რომანტიზმის შტრიხებს ხედავს მის შემოქმედებაში. ყველას თავისიანი ეგონა. მისი თხრობა ისეთია, რომ მოგეწონება, თუნდაც ვერ გაუგო ბოლომდე. 
1920 წელს მიანიჭეს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში. 1928 წელს მაქსიმ გორკიმ კნუტ ჰამსუნი ასე დაახასიათა: "თანამედროვე ლიტერატურაში არ ჩანს არავინ, ვინც მას შეედრება ორიგინალურობითო".

გერმანული კულტურის დიდი მოყვარული იყო ყოველთვის, გერმანოფილი. ალბათ, ნორდიული განწყობა ჰქონდა. ამიტომ, ჰიტლერისადმი სიმპატიას გამოხატავდა. ამის გამო 1945 წელს სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს. თუმცა მერე გაათავისუფლეს მოხუცებულობის გამო და ფულადი ჯარიმა აკმარეს. შვილმაც კი დაგმო მისი საქციელი. ალბათ, რა მწარე განცდებში იყო შერისხული და საკუთარი შვილისგანაც განსჯილი... მაგრამ, მისი შემოქმედება არავის დაუგმია. დღესაც აღფთოვანებულია მილიონობით ადამიანი მისი ნაწარმოებებით.

... როცა საქართველოდან მიემგზავრებოდა, დიდ ნორვეგიელ მწერალს აღმოხდა: "მალე დავტოვებთ ამ ქვეყანას. მთელი ჩემი სიცოცხლე არ დავკარგავ იმედს მასთან კიდევ შეხვედრისა, მე ხომ მტკვრის წყალი დამილევია. ვისაც ერთხელ მაინც დაულევია მტკვრის წყალი, ყოველთვის გაჰყვება კავკასიაში დაბრუნების წყურვილი".

კნუტ ჰამსუნის საქართველოში მოგზაურობიდან გავიდა 100 წელი და თბილისში

გამოიცა მისი წიგნი "ზღაპრულ ქვეყანაში", როგორც ის ოცნებობდა, საქართველოს მშვენიერების ამსახველი ფოტოსურათებით.

მანამდე, მისი 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციაც ჩატარდა თბილისში, სახელწოდებით: "დაბრუნება ზღაპრულ ქვეყანაში" – მისმა შვილიშვილმა, ლაიფ ჰამსუნმა კი მტკვრის წყალი დალია... მართლაც უცნაური ამბები დაატრიალა...

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე ლუკია
13 (26) დეკემბერს აღინიშნება წმიდა მოწამე ლუკიას (+304) ხსენების დღე.
წმიდა ანა წინასწარმეტყველი - დედა სამოელ წინასწარმეტყველისა (1100 ქრისტეს შობამდე)
9 (22) დეკემბერს აღინიშნება წმიდა ანა წინასწარმეტყველის - სამოელ წინასწარმეტყველის დედის (1100 ქრისტეს შობამდე) ხსენების დღე.
gaq