საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

სამშობლო რაფიელ ერისთავისა
გია მამალაძე

1824 წლის 9 (ახალი სტილით 21) აპრილს სოფელ ქვემო ჭალაში (ახლანდელი კასპის რაიონი)  დაიბადა  ცნობილი ქართველი პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი და საზოგადო მოღვაწე რაფიელ დავითის ძე ერისთავი.  

. ის ეკუთვნოდა კახეთში გადასახლებულ არაგვის ერისთავების შტოს. ბავშვობა გაატარა კახეთში, სოფელ ქისტაურში. წერა-კითხვა დედამ ასწავლა. რუსული ენის შესასწავლად საგანგებოდ მოუწვევიათ მასწავლებელი.

 

7 წლისა თელავის სამაზრო სასწავლებელში მიაბარეს. მაგრამ მამას არ მოეწონა, რომ იქ ქართულ ენას უგულებელყოფდნენ და 1831 წელს რაფიელი შუამთის მონასტრის წინამძღვრისათვის, ფილადელფოს კიკნაძისთვის მიუბარებია.

 

საქართველოს თავისუფლების იდეისადმი ფილადელფოს კიკნაძეს როგორი დამიკიდებულება ჰქონდა, ყველამ იცის. დავით ერისთავმა, ალბათ, საგანგებოდ ფილადელფოს ბერზე გააკეთა არჩევანი.

 

1832 წელს რუსებმა მამა ფილადელფოსი დააპატიმრეს შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით. 1833 წელს რაფიელ ერისთავი მშობლებმა გორში, ხოლო 1836 თბილისში გადაიყვანეს სასწავლებლად. 1845 წელს წარმატებით დაამთავრა გიმნაზია.

 

ოჯახის ხელმოკლეობის გამო სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო და თარჯიმნად დაიწყო მუშაობა თუშეთ_ფშავ-ხევსურეთში. 1849 წელს ამიერკავკასიის მთავარ სამმართველოში გადმოიყვანეს კანცელარიაში სამუშაოდ. 1852 წელს მაგიდის უფროსის თანაშემწედ დანიშნეს.

 

საზოგადოებრივ საქმიანობაში გიმნაზიის დამთავრებისთანავე ჩაება. დაახლოებული იყო ცნობილ ქართველოლოგთან, აკადემიკოს მარი ბროსესთან. მათი მიმოწერა წარმოგვიდგენს იმდროინდელი საქართველოს საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
რების მიმდინარეობას.

 

1852 წელს ჟურნალ "ცისკარში" დაიბეჭდა ახალგაზრდა რაფიელ ერისთავის ლექსები: "დარიგება" და "ყვავილს". გაზეთ "კავკაზში" იბეჭდებოდა მისი ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილები.

 

1855 წელს გადაიყვანეს ქუთაისში სამუშაოდ. 1857-1867 წლებში მუშაობდა ზუგდიდის მაზრის უფროსად.   1889 წლიდან 1996 წლამდე კავკასიის საცენზურო კომიტეტში მუშაობდა ცენზორის თანამდებობაზე. შემდეგ თავი დაანება მუშაობას და კახეთში დასახლდა.

 

რაფიელ ერისთავი იყო დიდი პატრიოტი. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პატრიოტულ თემატიკას. მისმა ლექსმა "სამშობლო ხევსურისა" დიდი პოპულარობა მოიპოვა. რაფიელ ერისთავი ზრუნავდა სოფელ ქისტაურზე. აქვე წერა-კითხის გამავრცელებელ საზოგადოებას დაარსებინა დაწყებითი სკოლა.  

 

მისი სახლი სოფელ ქისტაურში ლიტერატურის მოყვარულთა თავშეყრის ადგილი იყო. პოეტს სტუმრობდნენ მთელი საქართველოდან, მათ შორის, ილია, ვაჟა-ფშაველა და სხვები.

 

რაფიელ ერისთავის დამსახურებების შესახებ ბევრი რამის თქმა შეიძლება. როგორც მოღვაწემ, დრამატურგმა, ლექსიკოლოგმა, ისტორიკოსმა, ეთნოგრაფმა დიდი სამსახური გაუწია სამშობლოს.

 

ხალხის მხრიდან რაფიელ ერისთავის პოეზიის დიდი სიყვარულის სათავე ხალხურ პოეზიასთან მისი შემოქმედების სიახლოვე და ხალხური პოეზიის მელოდიური რიტმების გათავისება უნდა იყოს. მანამდეც ჩანს ამგვარი ტენდენცია ქართულ პოეზიაში, მაგრამ რაფიელ ერისთავის პოეზიის საყოველთაო დაფასება, ალბათ, ამიტომაც მოხდა. ის ითვლება ე. წ. მთის კილოს შემომტანად ქართულ პოეზიაში. ვაჟა წერდა: "რაფიელის ლექსებმა, როგორც საერო კილოთი ნაწერმა და ისიც ჩ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ვენებურის მთის კილოთი, სხვანაირად ააჩქროლა ჩემი გული. სხვანაირად შესძრა იგი. ჩვენმა სახელოვანმა მხცოვანმა მგოსანმა რაკი საერო კილო დაუმკვიდრა ლექსებს და ჟურნალმა "ივერიამაც" გზა დაუთმო, მეც გაბედულება შემემატაო".

 

იაკობ გოგებაშვილთან ერთად, რაფიელ ერისთავი ითვლება ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებლად. აღსანიშნავია მისი, პოემები, თარგმანები...

 

1995 წლის ოქტომბერში, დიდი ზეიმით აღინიშნა მისი მოღვაწეობის 50 წლის იუბილე.

 

1999 წლიდან ავადმყოფობდა. 1901 წლის იანვარში რაფიელ ერისთავის  ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და 4 მარტს იგი გარდაიცვალა.

 

რაფიელ ერისთავის დაკრძალვას ზღვა ხალხი დაეწრო. ერისკაცის ნეშტი თელავიდან სოფელ ქისტაურში წაასვენეს. პროცესიას წინ მიუძღოდნენ ძაძებით მოსილი ხევსური ცხენოსნები. მთელი გზა მოფენილი იყო ღვიით, დაფნითა და სუროთი. შუამთაში, იყალთოში, ალავერდში ზარები რეკდნენ. პოეტი უკანასკნელად დაიტირეს ქისტაურში და იქვე დაკრძალეს.

 

1911 წელს რაფიელ ერისთავის საფლავი მოინახულა აკაკიმ და პანაშვიდიც გადაახდევინა. სოფელ ქისტაურში მოქმედებს პოეტის სახლ-მუზეუმი.

 

კაცი ის არის

 

კაცი ის არის, ვინც მამულს

გამოადგება შვილადა,

ვისაც სამშობლო ტაძრად აქვს,

თავი - სამსხვერპლო წილადა,

ქვეყნისა ცრემლი ჭირად უჩნს,

მისი ღიმილი ლხინადა,

ვინც მისთვის თავსა შესწირავს,

მას შემოავლებს ფთილადა!

კაცი ის არის, ვინც მამულს

ეტრფის და ეთაყვანება,

ვისაც ვერ დასძლევს მტრის ოქრო,

ვერც მისი მკაცრი ბრძანება.

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ვისაც სამშობლოს ოხრისთვის

ლომ-გული მოეფხანება,

ვინც დასთხევს მისთვის წმინდა სისხლს,

მოწამეს დაემგვანება!

 

სამშობლო ხევსურისა

 

სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი,

სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი,

სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ, _ ჩემი სამშობლო ის არი.

არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,

არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყვის სამოთხეზედა!..

მე მირჩევნია შავი კლდე, თოვლიან-ყინულიანი,

ორბი რომ ბუდობს, ჩაჩქარით გადმოჰქუხს ბროლიწყლიანი,

ჯიხვი და არჩვი მეყოფა, ხორცი აქვს მარილიანი...

არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,

არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!...

ბარად რომ ვიყო ლაღადა, სული მთისაკენ იხარის,

სალი კლდე ანდამატივით გულს სულ იქითკენ იხარის,

იქ მიშობს შავი სიკვდილი, ბარში სიცოცხლეც იმწარის!..

არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,

არ გავცვლი მე ჩემს სამშობლის სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

ბარად რომ მომცე დიდება, ქონება უთვალავია,

სასახლე ოქროს ტახტითა, ჯარი და ზღვაზე ნავია,

არა ვინდომო ეგენი, არ მოკვდეს ჩემი თავია...

არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,

არ გავცვლი მე ჩემს სამშობლის სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

სამშობლო დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა,

ორივ ტკბილია, ძმობილო, მირჩევის ორსავ თვალზედა,

როგორც უფალი, სამშობლოც, ერთია ქვეყანაზედა...

არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,

არ გავცვლი მე ჩემს სამშობლის სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამე
15 (28) მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამის (+303) ხსენების დღეს.
22 მარტი - ხსენება წმიდა მოწამე ურპასიანესი (+295)
მაქსიმიანემ ბრძანა, ხეზე მიებათ ურპასიანე და ხარის გამხმარი ძარღვებით ეცემათ. შემდეგ წმიდანი რკინის გალიაში ჩასვეს და ცეცხლი შეუნთეს. წმიდა ურპასიანემ აუტანელი ტკივილები ლოცვით დაითმინა.
gaq