საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ფრანგი ლიტერატორი - მარკიზ დე კიუსტინი რუსეთის შესახებ
გია მამალაძე

"სიცრუისადმი ზიზღმა აღმიძრა სურვილი და გაბედულება – აღვწერო ეს მოგზაურობა.” წერდა მთელ ევროპაში პროგრესული შეხედულებებით და აღწერის ნიჭით ცნობილი ლიტერატორი, მწერალი და მოგზაური მარკიზ დე კიუსტინი.

მან რუსეთში იმოგზაურა 1839 წელს და ეს მოგზაურობა აღწერა წიგნში "ნიკოლოზ I-ის დროინდელი რუსეთი”. მისი ნაწარმოები მრავალ ევროპულ ენაზე არის თარგმნილი და გამოცემული.

როცა ნიკოლოზ I-მა წაიკითხა აღნიშნული წიგნი, გაბრაზებულმა მიწაზე დაახეთქა თურმე. დე კიუსტინის საპასუხოდ რუსეთის იმპერიამ არაერთ ავტორს შეუკვეთა ნაწარმოების დაწერა, მაგრამ დე კიუსტინის მიერ აღწერილ რუსი ხალხის ჩაგვრას, ოპონენტებმა არგუნენტები ვერ დაუპირისპირეს. ყველგან, სადაც ის რუსებს აკრიტიკებს, გულისხმობს რუსეთის ზედაფენას, რომელიც დაუნდობლად ჩაგრავს თავისავე ხალხს და პრობლემებს უქმნის ევროპას.

"მძიმე გრძნობა, რომელიც არ მშორდება მას შემდეგ, რაც მე რუსეთში ვცხოვრობ, ძლიერდება უფრო იმის გამო, რომ ყველაფერი მოწმობს რუსის ხალხის ბუნებრივ ნიჭს. მე ბრაზი მომდის, როცა ვფიქრობ, რომ ეს ხალხი ბევრს მიაღწევდა თავისუფალი რომ ყოფილიყო” (იქვე. გვ. 170. თბილისი, 1990).

"მთელი რუსეთი იგივე ციხეა, მით უფრო საშინელი ციხე, რომ იგი ვეებერთელაა და ძნელია მისი საზღვრების მიღწევა და გადალახვა” (იქვე. გვ. 220). “დილის 5 საათიდან დაწყებული საღამომდე როზგებით სცემენ ყმებს” (იქვე. გვ. 352).

"მე რუსებს არ ვკიცხავ იმისთვის, რაც ნამდვილად არიან, მაგრამ ვგმობ მათ სურვილს თავი ევროპიელებად მოგვაჩვენონ. ისინი ჯერ კიდევ სრულიად უკულტურონი არიან. მაგრამ, შეიძლებოდა იმედი არ დაგვეკარგა მათ მიერ კულტურის შეთვისებისა, ისინი რომ მაიმუნებივით არ ბაძავდნენ სხვა ერებს და ამავე დროს არ დასცინოდნენ მათვე, ვისაც ჰბაძავენ. კაცი ძალაუნებურად იფიქრებს, რომ ეს ხალხი დაკარგულია პირველყოფილი მდგომარეობისათვის და უვარგისია ცივილიზაციისათვის” (იქვე. გვ. 85).

"მე ასე მეუბნებიან (რუსები): "ჩვენი სურვილია, რომ ძალმომრეობა არ იყოს, მაშინ ჩვენ უფრო მდიდრები და ძლიერები ვიქნებოდით. მაგრამ, საუბედუროდ საქმე აზიურ ხალხთან გვაქვს”... რუსები “იმდენად დახელოვნებულნი არიან პირმოთნეობის ხელოვნებაში, ისეთი უმანკო და გულწრფელი სახით სტყუიან, რომ პირდაპირ შიშს მგვრიან”. რუსეთში “შიში სცვლის, უფრო უკეთ, ახშობს აზრს. როდესაც შიშის გრძნობა უაღრესადაა გამეფებული, მას შეუძლიან მხოლოდ მოჩვენებითი ცივილიზაცია შექმნას”...  "რუსეთი უსიცოცხლო სხეულია ანუ უკეთ – ბუმბერაზი, რომელიც მხოლოდ თავით ცოცხლობს. ყველა მისი სხეულის ასოები მოკლებულნი არიან ძალას და თანდათან კვდებიან”... “რუსეთი ერთად-ერთი ქვეყანაა, სადაც ხალხს წარმოდგენა არა აქვს ბედნიერებაზე. საფრანგეთშიც არ ვგრძნობთ თავს ბედნიერად, მაგრამ ვიცით, რომ ბედნიერება ჩვენზეა დამოკიდებული; რუსეთში ეს შეუძლებელია”. “რუსეთი – ადუღებული წყლით სავსე ქვაბია, მაგრამ დახურული და დადგმული ცეცხლზე, რომელიც თანდათან უფრო ძლიერდება. მე მეშინიან აფეთქების, და არა მარტო მე”. (იქვე. გვ. 160-161).

"რუსეთში ადამიანმა არ იცის არც კულტურული ცხოვრების მაღალი სიამოვნება, არც ველურის სრული და უხეში თავისუფლება და არც ბარბაროსის დამოუკიდებლობა და უპასუხისმგებლობა. ვისაც წილად ხვდა უბედურება ამ ქვეყანაში დაბადებულიყო, მხოლოდ ისღა დარჩენია, რომ თავი ინუგეშოს ამაყი ოცნებით და მთელ ქვეყანაზე გაბატონების იმედით... რუსეთი ცოცხლობს და აზროვნებს, როგორც დამპყრობელი არმიის ჯარისკაცი. ხოლო ყოველი ქვეყნის ნამდვილი ჯარისკაცი მოქალაქე კი არ არის, არამედ მუდმივი ტუსაღია, რომელიც განწირულია თავის ამხანაგებს უდარაჯოს უბედურებაში – ისევე ტუსაღთ, როგორც თვითონაა” (იქვე. გვ. 166).

“მე ვნახე, რომ ერთმა კურიერმა, რომელიღაც მინისტრის შიკრიკმა თუ იმპერატორის ადიუტანტის ლაქიამ, გადმოათრია კოფოდან ახალგაზრდა მეეტლე და სცემა ვიდრე სახე არ გაუსისხლიანა. ამ მხეცურმა საქციელმა არავითარი შთაბეჭდილება არ მოახდენა გამვლელებზე, ხოლო ნაცემის ერთმა ამხანაგთაგანმა,... მიირბინა ბრაზმორეული ფელდეგერის დაძახებაზე და აღვირით ამ უკანასკნელის ცხენი ეჭირა იმ დრომდე, ვიდრე მან არ ინება ეკზეკუციის გათავება. აბა სცადეთ და სხვა რომელიმე ქვეყანაში ვისმეს დახმარება სთხოვეთ მისი ამხანაგის საცემად (იქვე. გვ. 191).

“სულ ას წელზე მეტი არც-კი გასულა, რაც ისინი ნამდვილი თათრები იყვნენ. და ევროპიული ელეგანტობის ნიღაბ ქვეშ ცივილიზაციის ამ მეტიჩრების უმრავლესობას შეუნარჩუნებია დათვის ქურქი, მხოლოდ ბეწვი მოუქცევია შიგნით. მაგრამ საკმარისია ოდნავ ააფხიკო ზემოდან და გარედ გამოჩრილ ბალანს დაინახავ”. “რუსებს იმდენად არ სურთ რომ მართლა განათლებულნი იყვნენ, რამდენადაც ცდილობენ, რომ თავი მოგვაჩვენონ განათლებულად. არსებითად კი ისინი ბარბაროსებად რჩებიან. საუბედუროდ ამ ბარბაროსებმა თოფის ხმარება იციან” (იქვე. გვ. 195).

“ჯარისკაცების ნაცრისფერი და გამხდარი სახე ამტკიცებს მათ შიმშილს და გაჭირვებას, რადგანაც ინტენდანტები უმოწყალოდ სძარცვავენ ამ უბედურებს. ოსმალეთის ორმა ლაშქრობამ საკმაოდ ცხადად გვაჩვენა ამ კოლოსის სისუსტე. ერთი სიტყვით, სახელმწიფოს, რომელსაც დღიდან დაბადებისა არ უგემია თავისუფლება და სადაც ყველა სერიოზული პოლიტიკური კრიზისი გამოწვეული იყო უცხოეთის გავლენით, – ასეთ სახელმწიფოს მომავალი არ აქვს... რუსეთი მრისხანეა იმდენად, რამდენადაც იგი აზიურ ხალხს ეომება, დამარცხებული იქნება იმ დღეს, რა დღესაც ნიღაბს ჩამოიხსნის და ევროპიულ სახელმწიფოებთან დაიწყებს ომს” (იქვე. გვ. 201).

რუსეთში “პოლიტიკური რწმენა უფრო ძლიერია და მტკიცე, ვიდრე რელიგიური. მართლმადიდებლური ეკლესიის მთლიანობა მოჩვენებითია” (იქვე. გვ. 227).

“იოანე მრისხანე მტარვალის იდეალია, კრემლი სასახლის იდეალია მტარვალისათვის” (იქვე. გვ. 258).

“რუსეთის უდიდესი სიამოვნება ლოთობაა, ე. ი. – თავდავიწყება. უბედური ხალხი! იგი ბოდვას და დავიწყებას უნდა მიეცეს, რათა ბედნიერად იგრძნოს თავი. მაგრამ აი რა ახასიათებს რუსის ხალხის გულკეთილობას: სიმთვრალის დროს "მუჟიკები" ძალიან მგრძნობიერი ხდებიან და იმის მაგიერ, რომ მუშტები უთავაზონ ერთმანეთს, როგორც ამას ლოთები სჩადიან, ისინი სტირიან და ერთმანეთს ჰკოცნიან. საყურადღებო და უცნაური ერია! იგი უკეთესი ბედის ღირსია” (იქვე. გვ. 263-264).

მარკიზ დე კიუსტინს თავისი დამოკიდებულება ჰქონდა პუშკინთან მიმართებაში. იგი წერს: პუშკინს “სტილს უქებენ, – მაგრამ ეს დამსახურება არც თუ ისე დიდია მწერლისთვის, რომელიც დაბადებულია უკულტურო ხალხში, მაგრამ მაღალი ცივილიზაციის ხანაში. მას შეუძლიან გადმოიღოს გრძნობები და აზრები მეზობელ ერებისაგან, და მაინც თავი ორიგინალურად მოაჩვენოს თავის თანამემამულეებს. ენა მთლად მის განკარგულებაშია, რადგანაც ეს ენა სრულიად ახალია. იმისთვის, რომ ეპოქა შექმნა უვიცი ხალხის ცხოვრებაში, რომლის ირგვლივ განათლებული ერები ცხოვრობენ, საკმარისია მხოლოდ თარგმნა, დიდი გონებრივი შრომის გაუღებლად. მიმბაძავი აქ შემოქმედის სახელს დაიმსახურებს”...

“დუელი რუსეთში  – საშინელი საქმეა. მას არამცთუ კანონი კრძალავს, არამედ აგრეთვე საზოგადოებრივი აზრი ჰკიცხავს. დანტესმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ამბავი არ გაეხმაურებინა. კვალდაკვალ დევნილი თავგზააბნეული პოეტის მიერ, იგი ღირსეულად უარს ეუბნება დუელზე, მაგრამ განაგრძობს ყურადღებით მოპყრობას პუშკინის ცოლისადმი და ბოლოს ირთავს მის დას. პუშკინი თითქმის ჭკუაზე შეშლილა. აუცილებელი დაახლოვება იმ ადამიანთან, რომლის სიკვდილიც მას სწყურია, პირდაპირ შეურაცხყოფად მიაჩნია. იგი ყველაფრისათვის მზად არის, რომ დანტესი თავის სახლიდან გააძევოს. საქმე იქამდე მიდის, რომ დუელი აუცილებელი ხდება. ისინი ბარიერთან ხვდებიან ერთმანეთს და დანტესი ჰკლავს პუშკინს. ის, ვისაც საზოგადოებრივი აზრი ჰკიცხავს, გამარჯვებული გამოვიდა, ხოლო შეურაცხყოფილი მეუღლე, სახალხო პოეტი და უდანაშაულო მსხვერპლი დაიღუპა”...  

“გუშინ გადავიკითხე პუშკინის რამდენიმე თარგმანი. ამან დაადასტურა ჩემი შეხედულება მასზე, რომელიც მე მივიღე პირველი გაცნობის შემდეგ მის მუზასთან. მან თავისი ფერადები ახალი ევროპიული სკოლიდან გადმოიღო. ამიტომ არ შემიძლია იგი რუს ეროვნულ პოეტად ჩავთვალო” (იქვე. გვ. 206-209).

დე კიუსტინი ამ სიტყვებით ასრულებს თავის წიგნს: “როდესაც თქვენი შვილები დაიწყებენ საფრანგეთის გაკიცხვას, გთხოვთ ისარგებლოთ ჩემი რეცეპტით და უთხრათ მათ: წადით რუსეთში! ყველას, ვინც ახლოს გაიცნობს მეფის რუსეთს, მოხარული იქნება იცხოვროს სხვა მხარეში, სადაც არ უნდა იყოს იგი. მუდამ სასარგებლოა იცოდე, რომ არსებობს ქვეყნად ისეთი სახელმწიფო, სადაც შეუძლებელია ბედნიერება, რადგანაც ადამიანი თავისი ბუნებით არ შეიძლება ბედნიერი იყოს თავისუფლების გარეშე” (იქვე. გვ. 361.).

მიუხედავად იმისა, რომ დე კიუსტინი ტენდენციურობას ამჟღავნებს ზოგიერთ შედარებაში, მაინც, სამწუხაროდ, როგორი მსგავსებაა დე კიუსტინის დროინდელ და დღევანდელ რუსეთს შორის.


მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა იოანე ოქროპირი - კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+407)
13 (26) ნოემბერი
წმიდა მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე - სამოცდაათთაგანნი (I)
5 (18) ნოემბერი
gaq