საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ნოდარ დუმბაძე – “მიხეილ ჯავახიშვილი”
ნოდარ დუმბაძე


ორი დიდი პიროვნების – კონსტანტინე გამსახურდიას და გერონტი ქიქოძის საუბარს შევესწარი მწერალთა კავშირის ბაღში.

ბატონი კონსტანტინე ეუბნებოდა ბატონ გერონტის:

პრომეთეოსმა იმიტომ კი არ მოპარა ღმერთს ცეცხლი, რომ შემდგომ ადამის გაბრიყვებულ მოდგმას გოეთესა და ჰაინეს წიგნები დაეწვა ამ ცეცხლში, პირიქით, დღე თუ არ ეყოფოდა საკითხავად, ამ ცეცხლის შუქზე ღამითაც ეკითხა ეს ღვთაებრივი ლექსებიო…

ამ წუთში ჩემი და გამახსენდა, ღუმელში დასაწვავად გადადებული წიგნებიდან რამდენიმე რომ მოიპარა და შემდეგ ღამღამობით უჩუმრად კითხულობდა, კითხულობდა და მალავდა, იმ დამალულ წიგნებს შემდეგ მე ვიპარავდი და სახლის სხვენზე ვკითხულობდი, ჩემი და 12 წლისა იყო მაშინ, მე კი ცხრა წლისა. ასეთ ასაკში შეიძლება ადრეც კი იყო ჩვენთვის ჯავახიშვილის დიდებული რომანებისა და მოთხრობების კითხვა, მაგრამ მაშინ ასაკს ვინ დაგიდევდა, ყველაფერი მოსწრებაზე იყო, ქვეყნიერება თავდაყირა იდგა და ყველაფერი უკუღმა იკითხებოდა…

მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ ორმოცდაოთხი წლის შემდეგ, სახლის სხვენზე კია არა, ამ მზის გულზე საკითხავი წიგნების ავტორის იუბილეს მოვესწრებოდი და განგება ამ საღამოზე სიტყვის წარმოთქმასაც მაღირსებდა…

ჯავახიშვილი შიშით, პარვით, ალიყურით, წყევლითა და კრულვით შეძენილი მწერალია ჩემთვის, ამიტომ მიყვარს იგი ასერიგად, ამიტომ განვიცდი მას დღემდე ყმაწვილივით, ამიტომ მიმაჩნია თავი მის შეგირდად, რითაც უსაზღვროდ ვამაყობ და ვიამაყებ ყოველთვის.

ვაი, რა ვიწრო ნაოჭი, ღარი და ხნული ჰქონია ტვინში იმას, ვისაც ეგონა, რომ მის სახელს წაშლიდა ქვეყნიერებაზე.

ტკივილი ტკივილად დარჩა. თორემ ჯავახიშვილი იმ პატიოსან თვალსა ჰგავს, ერის საგანძურის სეიფში რომ დევს, რომელსაც ვერც მოიპარავ, ვერც გაყიდი და ვერც იყიდი, რადგან ერთადერთია, უნიკალური და ფასდაუდებელი.

ახლა ჯავახიშვილის წიგნები ყველა ოჯახში აწყვია, როგორც განძი, როგორც გაფრთხილება, გამოფხიზლება, სიმართლე, აღიარება, სიყვარული, თავდავიწყება, ინტერნაციონალიზმიც და პატრიოტიზმიც, ყველაფერი ის, რითაც სუნთქავს ქართველი ხალხი.

იგი ილიას პირდაპირი მემკვიდრე იყო, ამოღებული ხმალივით შიშველი და სამშობლოს საკურთხეველზე ზვარაკად მიტანილი.

ჯავახიშვილისნაირი მწერლები საერთოდ არ კვდებიან, და თუ კვდებიან, ხელმეორედ იბადებიან. ესე იგი, ერსა და მის მშობელ ხალხს არ ძალუძთ მის გარეშე სიცოცხლე. ასე იბადება უკვდავება ქვეყნიერებაზე და ასე დაიბადა საქართველოში მიხეილ ჯავახიშვილი

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე ზოსიმე მხედარი
19 ივნისი (2 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე ზოსიმე მხედრის (II) ხსენების დღეს.
წმიდა მოციქული იუდა, ხორციელად ძმა უფლისა
19 ივნისი (2 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა იუდა მოციქულის, ხორციელად ძმისა უფლისა (+დაახლ. 80) ხსენების დღეს.
gaq