1964 წელს, თბილისი და სრულიად საქართველო შეძრა მოვლენამ, რომელიც იმდროინდელი საქართველოსთვის ყველა დასაშვებ ფარგლებს სცილდებოდა – უნივერსიტეტის სცენიდან ახალგაზრდა ქართველმა პოეტმა წაიკითხა სამშობლოსადმი მიძღვნილი ლექსი, რომელიც ქვეყნის თავისუფლებისადმი მოწოდებით თავდებოდა! საბჭოური წნეხით დათრგუნულ, ხრუშჩოვის მიერ ახლად ნარეპრესიებ, ტყვიის სეტყვაგადავლილ საქართველოს – სადაც ქართველი ერის თვითგამოხატულების აპოთეოზი თბილისის „დინამოსა“ და ნონა გაფრინდაშვილის ჩემპიონობა, ხოლო გაბედულების მაქსიმუმი თანამოაზრეთა წრეში მოყოლილი ანეგდოტი იყო – მოულოდნელად თავისუფლებაზე ოცნების დაკარგული სხივი გამოუბრწყინდა. მერე ის იყო, რომ ვიღაც მადლიანმა, უნივერსიტეტში წაკითხული მუხრანის ლექსი მისივე კიდევ ერთი ლექსით განავრცო, ამ ლექსს გალაკტიონის გამოუქვეყნებელი ლექსი მიუმატა და ასე ერთმანეთზე გადაბმული ტექსტით, დაიწყო მსვლელობა მრავალგზის გადაწერილმა არაერთმა ხელნაწერმა. ერთი ასეთი ხელნაწერი, უფროსებისგან საგანგებოდ უადგილო ადგილას „დაუდევრად გადამალული“, ბავშვების ყოვლისმაძიებელი თვალისთვის „შემთხვევით“ გადასაწყდომად და მთელი ცხოვრების საგზურად( „რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის“), ამ წერილის ავტორის ახლად გაღვიძებულ ეროვნულ ცნობიე რებაში მტკიცედ აღიბეჭდა. და როგორი სიმყარითაც შეიძლება აღბეჭდოს მეოთხე კლასელის ცნობიერებამ, თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, ზუსტად იმავე სახით გონებაში აღდგენილს, შევთავაზებ მკითხველს, ცხადია, ხელიდან ხელში გადასვლით უკვე სახეშეცვლილი და გახალხურებული ფურცლიდან: „ ხომ არ გგონიათ, დადუმდეს ენა – ვერ მოესწრებით, არა და ვერა! ერეკლე მეფე ხომ არ გგონიათ, თანხმობა მოგცეთ… –არა და ვერა! შოთა რომ არა! ვაჟა რომ არა! ტატო რომ არა! კიდევ – ხო, მარა… &n bsp; ესენი ხოა! ესენი როა, ესენი როა! – ახლა კი დროა! – ახლა კი დროა! – სოლომან რომა, კვლავ დაიქუხოს საქართველომა! *** „გათენდება…დილა მოვა კრიალა, – ტოროლა ცას შეასკდება…ხმიანა!.. მიწიანა, ჩირგვიანა, ტყიანა, – ნაკუწ–ნაკუწ–ნაკუწ–ნაკუწ კი არა! – საქართველოს გაუმარჯოს მთლიანად, საქართველოს მოთმინების ფიალას! *** რაა მასზე გულდამწყვეტი, მეტეხო და დიღმის ველო,
 | სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | მიდიოდე და ფიქრობდე, ეს არ არი საქართველო. ესე იგი, მუხრანის, უკვე ხალხურად ქცეულ ზედა ორ ლექსს სულ ბოლოს გალაკტიონის გამოუქვეყნებელი პატარა ლექსის ფრაგმენტი ჰქონდა მიბმული – ძნელი სათქმელია, თუ რას ნიშნავდა ეს ჩანაფიქრი – კლასიკოსის ჩანგის ღირსეული შთამომავლის ხელში გადასვლას, ეროვნული თავისუფლების პოეზიის ენით გამოხატვის პერმანენტულ ერთიანობას,თუ ახალგაზრდა პოეტის სიმამაცეს, რომელიც კლასიკოსის ფარულ ტკივილებს ღიად აცხადებდა! ფაქტია, რომ საქართველომ დაინახა, რომ ახალი პოეტური სიტყვით მას ნამდვილი და ღირსეული ჭირისუფალი მოევლინა! მუხრან მაჭავარიანის ლექსი, ნუგეშთან ერთად, ორასწლოვანი მონობით გათანგულ ხალხს, იმის იმედსაც შთაუნერგავდა, რომ ქვეყნად ყველა მონობას აქვს და
 | სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | სასრული და საქართველოც, ადრე თუ გვიან, გადაიგდებდა მძიმედ სატარებელ უღელს! ეს იყო მუხრანის პირველი წინასწარმეტყველება, რომელიც სამი ათეული წლის შემდეგ კეთილად აუხდა ქვეყანას. მაგრამ, რათა პირნათელი ყოფილიყო თავისი ხალხის წინაშე, პოეტს ისიც გულმართლად უნდა ეთქვა, თუ რა სიძნელეების გადალახვა დასჭირდებოდა მას ამ დიადი მიზნის მისაღწევად. რადგან პოეტმა იცოდა, რომ თავისუფლება დიდ მსხვერპლს მოითხოვდა, წინდაწინ აფრთხილებდა და აიარაღებდა თანამემამულეებს და არ ერიდებოდა, მათთვის გულახდილად გაემხილა საკუთარი გუმანი:„სისხლზე გოდებენ სხვები დაღვრილზე, მე დასაღვრელი მედარდვის სისხლი“ – რაკი ლექსში „გოდება“ იყო ნახსენები, დღევანდელი გადასახედიდან ძნელი არ უნდა იყოს მიხვედრა, რომ აქ ის ეროვნული ტრაგედია იგულისხმებოდა, რომელიც „ 9 აპრილის“ სახელით შევიდა ისტორიაში – დამპყრობელი რუსის ჯარის მიერ სასანგრე ნიჩბებით უიარაღო ქართველების ხოცვა, და დაღვრილი სისხლი, რომელმაც გზა გაუკვალა ეროვნულ თავისუფლებას. მაგრამ მუხრანმა ისიც იცოდა, რომ რუსი აგრე იოლად არ დათმობდა დაპყრობილ ქვეყანას და კიდევ ერთ წინასწარმეტყველურ ლექსში თავად დაიტირა მომავლის გმირები, რომლებიც არა მარტო დუშმანის ხელით იქნებოდნენ მოკლულნი, არამედ იმავე რუსების მიერ გადაბირებული და მოსყიდული ქართველების მიერ: „იმდენი კარგი ვაჟკაცი მოკვდა,
 | სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | იმათზე კარგი ვინ უნდა მოკვდეს!მაგრამ მე მაინც სევდას მგვრის ახლა – არც ისე იგი, რაც უკვე მოხდა, როგორც ის – აწი რაც უნდა მოხდეს!“ თავის პოეზიაში მუხრანი ოდენ სამშობლო ქვეყნის მომავალზე კი არ წინასწარმეტყველებდა, მან თვით ამ ქვეყნის მომავალი ეროვნული მედროშეც დაასახელა – როდესაც პოეტი მომავლის თავისუფლებას ქადაგებდა და ამ თავისუფლებისათვის შეწირულთა სისხლზე წუხდა, ამავე დროს, იმასაც ზუსტად ამცნობდა ხალხს, ვისგან მიიღებდა ერი თავისუფლებას: „წუთისოფელი ამნაირად იმიტომ მიდის, – კაი ხანია, კაცი არ ჩანს ნამდვილად დიდი! წესი და რიგი, – დღეს როა ირგვლივ, – მყის დაიმსხვრევა, – გამოჩნდება როგორც კი იგი!“ ამ ლექსის შემდეგ, რომელიც 1973 წელს დაიწერა, არ გასულა ორი ათეული წელი და ახდა წინასწარმეტყველება – ზვიად გამსახურდიამ, მუხრან მაჭავარიანის დასახელებულმა გმირმა მოუტანა ქართველებს ნანატრი თავისუფლება. მოვიდა ზვიადი და მერაბთან ერთად თავისუფლების ერა დაამყარა საქართველოში. ეს იყო ერის ზეობის წლები, 80–იანი წლების ბოლოსა და 90–იანი წლების დასაწყისში. მუხრან მაჭავარიანი კი თვით იყო ის ადამიანი, ვინც შეამზადა საქართველო ამ ბედნიერი დღისათვის, ვინც 60–70–იან წლებში საფუძველი ჩაუყარა მომავლის თავისუფალ საქართველოს – ვინც დაურაზმა ერი ზვიად გამსახურდიას დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისაკენ ეკლიან გზაზე სასიარულოდ! 1964 წლის საუნივერსიტეტო გამოსვლიდან 1989 წლის 9 აპრილამდე, ანუ ქართველი ერის გამოღვიძებიდან უშუალოდ ეროვნული ბრძოლის დაწყებამდე, მთელი მეოთხედი საუკუნე – ეს არის მუხრან მაჭავარიანის ეპოქა ქართულ ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობაში! მაგრამ, რადგან ცა ნიშნავდა და ერი ზრდიდა, სამომავლო იმედთან ერთად, მუხრანი იმ ავბედით სნებასაც ხედავდა, რომელსაც მისი ხალხის სხეულში ორი საუკუნის მანძილზე დაებუდებინა და მონობაში დაჩიავებული ერის წიაღიდან მომდინარე ადამიანური სულმოკლეობა აშინებდა – ამიტომ, როდესაც ხედავდა მათ ქვეგამხედურობას, ვინც სიტყვით სამშობლოს და მოყვასს ფიცულობდა, ხოლო ფარულად ძირს უთხრიდა ქვეყანას, ამ თვალსაზრისითაც აფრთხილებდა თანამემამულეებს: & nbsp; „ღირსებას სხვისას კვლავაც რომ ვერ ვგრძნობთ, ძმას ცოცხალს საფლავს რომ ვუთხრით ახლაც… რეგვენი თუა, – ის რომ გვსურს მაღლა… ეს გზა რას გვიზამს, – იმასაც ნახავთ.“ ხოლო კაენის შთამომავალ საკუთარი გვარტომის შვილს სრულიად დაუფარავად, ღიად და აშკარად მიმართავდა: „ვიდრე ღმერთი შენთვის სიკვდილს გაიმეტებს, – ხომ უნდა შეიქციო თავი რაიმეთი! ხოდა, ან გამყიდე, ან ცოლი წამგვარე, ან დანა დამარტყი, ან… რაღაც ამგვარი.“ და ეს წინასწარმეტყველებაც ახდა – რაინდსა და ჯომარდს ცოლზე ვინ რას გაუბედავდა, მაგრამ თავად არაერთგზის გახდა ფარული გამყიდველობისა და ზურგში დარტყმული დანის მსხვერპლი! თუმცა, ყველაზე დიდი უბედურება პოეტისათვის იყო არა ეს პირადი, არამედ ქვეყნის უღირსი შვილებისაგან სამშობლოს გამყიდველობა და სამშობლოს ზურგში ჩარტყმული მახვილი და აქაც აუხდა წინასწარმეტყველება – ის ხალხი, ვისაც ზემოთ, ფრაგმენტებად წარმოდგენილ ლექსებში, ჭაბუკობაში ანამუსებდა, ოდეს სამშობლოს ყოფნა–არყოფნის დღეები დაუდგა, მთლად მტრის ბანაკში აღმოჩნდა! დადგა ბედკრული 1992 წელი – დაემხო რუდუნებით ნაგები ეროვნული შენობა და ამ წელიწადს დაწერილ ლექსებში გამოჩნდა წარსულის ვარაუდები, ვაგლახად შეთანადებული სავალალო რეალობასთან! ვინ იცის, რას არ მისცემდა პოეტი, ოღონდაც არ ახდენოდა ეს ბედნავსი წინასწარმეტყველება, მაგრამ ვაი, რომ ერის სამომავლო გზაგასაყართან ცოტანი აღმოჩნდნენ თავისი ქვეყნის თავისუფლების ჯარისკაცები – უმეტესნი განუდგნენ ქვეყნის სატკივარს და საკუთარი მუცლის კეთილდღეობას ანაცვალეს ქვეყნის კეთილდღეობა: ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა! – ცოდვის კითხვაა…ჰოდა! – ყველა ისეთი აღმოჩნდა, – რა წარმოდგენაც მქონდა!“ ვისი იმედიც არ ჰქონდა, ხომ თავისთავად, მაგრამ, განსაკუთრებულად მტკივნეული იყო იმ რეალობის განცდა, რასაც ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა, არათუ იწინასწარმეტყველებდა – ის, რაც მისი უახლოესი გარემოცვიდან, მისი სამეგობრო წრიდან ჩაიდინეს, როდესაც იმან „უკვანტა“, „ვინც რომ უყვარდა“ და დარჩა მარტო, სულ მარტო, თავისი სევდისა და დარდის ამარა: „ყველამ გამწირა, – მეგობრისა ვინც იყო მსგავსი: მიწაზე ყოფნას ზოგმა ყოფნა არჩია ცაში. ზოგ ი მათგანიქვეყნის დამქცევს ჩაუჯდა ნავში: ტყე აიჩეხა, – ტყის ადგილას ერთი ხე დავრჩი.“ მაგრამ ამ პირველ ტკივილს – საკუთარი სამეგობრო წრიდან, სამშობლოს მიმართ ჩადენილ ღალატს და იმ კაცის ლაშქარში ჩაწერას, ვინც ნახევარი საუკუნის განმავლობაში ბეჯითად უთხრიდა ძირს საკუთარ ქვეყანას, პოეტისთვის მოჰყვა მეორე – ის, რაც, ერთი შეხედვით, ღირსეულმა ხალხმა, ქვეყნის გამოჩენილმა შვილებმა ჩაიდინეს – არათუ მხოლოდ ქვეყნის დამქცევის ნავში ჯდომით, არამედ ნებაყოფლობით ნაკისრი მენიჩბეობით! თავისი არსით ეს ისეთი გამაოგნებელი მოვლენა იყო, რომ, რა გასაკვირია, თვით მრავლის მნახველ პოეტსაც კი დანანებით აღმოხდენოდა: „ვაჰმე! – რა ხალხმა! (ყველამ ჰა და ჰა!) – ვაჰმე! – რა ხალხმა იჩონჩორიკა!“ ამ „ჩონჩორიკებს“ შორის, სამწუხაროდ, მრავალი შემოქმედიც მოხვდა – და მათ შორის მწერლები, რომელთა ნაწარმოებებიც, თავის დროზე, დიადი ეროვნული გზნებით აღანთებდნენ მკითხველს, მაგრამ, როდესაც სამშობლოს მათი ნაწერების გარდა, მათი პირადი მაგალითიც დასჭირდა, უმრავლესობის სიტყვა და საქმე გაიყო. სამაგიეროდ დღეს ისინი ვალმოხდილი მამულიშვილებივით ირჯებიან სოფელ–ქვეყანაში – იშნოვებენ მეორე უძველესი პროფესიის წარმომადგენლებისაგან ქება–დიდებას და „ კლასიკოსის“ სერიებში ბეჭდავენ საკუთარ ტომეულებს. მაგრამ ისინი რა მოსატანნი არიან, როდესაც, იმ ჭეშმარიტად დიდ შემოქმედთა და მოაზროვნეთაგან, რომელთაც ერმა სულ ახლო წარსულში მთაწმინდასა თუ დიდუბეში მიუჩინა ბინა შემოქმედებითი ღვაწლის მიხედვით, თუნდაც ერთი რომ დამდგარიყო მუხრანის გვერდზე ყოფილი სიუზერენის ბოროტ ზრახვათა წინააღმდეგ, შეიძლებოდა გადავრჩენილიყავით საშვილიშვილო ეროვნულ ტრაგედიას და ქვეყნის დაქცევას! აი, ამ უნაპირო უსაშველობამ ათქმევინა მუხრანს: „ზიზღის ანთია ჭიაკოკონა, – გამჭვარტლულია მისგან ცარგვალი! საქართველოა ახლა როგორიც! – მე საქართველო არ მსურს ამგვარი!“ აკი ეთქმევინებოდა კიდევაც – მისი პლეადის და მისი რანგის მწერლებიდან მუხრანი ერთად–ერთი იყო, ვისი სიტყვა და საქმე, შემოქმედება და ცხოვრების წესი არ დასცილდა ერთმანეთს და ვინც გვერდზე ედგა ეროვნულ –განმათავისუფლებელ მოძრაობას მთელი უთანასწორო ბრძოლის მანძილზე! იმიტომ, რომ მუხრანი იყო: მუხრანი ერქვა – ტანადაც მუხასავით ტანბრგე იყო – და მუხასავით იდგა! …და მუხასავითაც წაიქცა! მერე როგორ წაიქცა – საქართველოზე ლექსი ს კითხვისას; ახლა კიდევ ის, თუ სად კითხულობდა ამ ლექსს – ყველაზე ნატანჯი ქართული მიწის მკვიდრის – აჭარელი მგოსნის საიუბილეო საღამოზე და როგორ წაიქცა – „საქართველო“ იყო მისი უკანასკნელი სიტყვა! პოეტი იყო, პოეტურად ზეზეურად მოკვდა და ამ სიკვდილის სახალხო თავზარდამცავობაც ჭაბუკობაშივე, თავად იწინასწარმეტყველა:„ქვეყანა შეძრა სიკვდილმა მისმა, თხემით ტერფამდე იგრძნო ხალხმა დაკარგვა მისი.“ და მოვიდა ხალხი, მთელი მისი ხალხი მოვიდა, სრულიად საქართველო მოვიდა – მამულიშვილის ცხედართან დაიჩოქა და ატირდა, რადგან პირველად ახლა იგრძნო „დაკარგვა მისი“! ხოლო გულდამწვარ მამულიშვილებთან ერთად, როგორც სჩვევიათ, რაღა თქმა უნდა, „ჩონჩორიკებიც“ მოგროვდნენ. გარდაცვალების შემდეგ – სცენიდან, საბანკეტო დარბაზებიდან და სამარადისო განსასვენებელთან – გამოსათხოვარი სეფე–სიტყვებით უმეტესად სწორედ ისინი ენამჭევრობდნენ! დღეს პოეტისადმი ქათინაურებს არ იშურებდნენ გუშინ მისი სამშობლოს თავისუფლების მკვლელები, და ქება –დიდებას უძღვნიდნენ სულ ცოტა ხნის წინ მათგან მარტოდმარტო მიტოვებულ ერისკაცს; ამ დღეს არცერთ მათგანს არ ეტყობოდა „ჩონჩორიკობა“, რადგან მჭექარე სიტყვების თქმა ადვილია – საქმეა ძნელი, როცა შენს ერს ბეწვის ხიდი აქვს გასავლელი უფსკრულის თავზე! & nbsp; დიდება მას, ვინც ღირსეულად ატარებს ტვირთს, რომელიც ერისაგან აბარია! ასე ებარათ ერის ტვირთი საუკუნის წინ, მე–19 საუკუნიდან მე–20–საკენ გადაბიჯებულ დიდ ერისკაცებს –ილიას, აკაკის და ვაჟას, თუმცა ისინი მაინც მე–19 საუკუნის მოღვაწეებად დარჩნენ ქართულ ისტორიას. როცა მე–19 საუკუნეზე ვლაპარაკობთ, ვუწყით, რომ მე–19 საუკუნეა ილია, აკაკი, ვაჟა! მე–20 საუკუნის დიდი მამულიშვილებიდან, ოდენ მუხრანი გადასცდა მე–20 საუკუნეს. მისი აღსრულებით დამთავრდა მე–20 საუკუნის ეპოქა. და თუ მე–19 საუკუნეს აგვირგვინებდა დიადი სამება – ილია, აკაკი, ვაჟა, მე–20 საუკუნეს წერტილი დაუსვა მუხრანმა. და როგორც დღეს ვამბობთ მე–19 საუკუნეზე – ილია, აკაკი, ვაჟა – მე–20 საუკუნესაც დარჩება სამება: ზვიადი, მერაბი, მუხრანი! და ერის იმედად, მომავლის ქართველთა დამხსნელად ყველა განსაცდელისაგან, საუკუნეებს გადასწვდება მუხრანის ხმა: „კუბოს კარს მიღმაც! – (იქაც კი, – ვით აქ)! – ჩემი ზარს დასცემს ხმა მოძალადეს!“ საბა იბერი, 2010 წლის 25 ივნისი, „იბერიანასთვის“ |