საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

გიორგი წერეთლის "პირველი" და მომდევნო "ნაბიჯები"
გაიოზ მამალაძე
1842 წლის 14 (26 მაისს) დაიბადა ცნობილი ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი.

 
სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 1860 წელს. 1861 წელს სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. მონაწილეობას იღებდა იმპერიის ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებში, რისთვისაც დაპატიმრებულიც იყო. 
 
1863 წელს დაბრუნდა საქართველოში და შეუდგა მამულიშვილურ მოღვაწეობას. ჟურნალ "საქართველოს მოამბეში" იმ წელს ახალგაზრდა გიორგი წერეთელი წერდა: "მწერალი არის ერთი თავის საზოგადოების წევრთაგანი, ერთი იმ პირთაგანი, რომლების კრებაც შეადგენს საზოგადოებას. ეს არის საზოგადოების ტანჯვის და შვების თანამგრძნობელი. რაში მდგომარეობს მისი ღვაწლი საზოგადოების წინ? - აჩვენოს საზოგადოებას თავისი აზრი იმ ნაკლულევანების შესახებ, უჩვენოს იმგვარი საშუალებანი, რომლებიც მისი ფიქრით საუკეთესონი არიან ამ ნაკლულევანების მოსასპობელად". 
 
1866 წელს დააარსა პოლიტიკურ-ლიტერატურული გაზეთი "დროება". გაზეთს 1869 წლამდე თავად რედაქტორობდა. 1868 წელს გამოსცა გაზეთი "სასოფლო გაზეთი". 1871-1873 წლებში იყო ჟურნალ "კრებულის" რედაქტორი. თანამშრომლობდა გაზეთ ,,ტიფლისსკი ვესტნიკთან” და სხვა გაზეთებთან. ასევე იყო გაზეთ "კვალის" რედაქტორი. გიორგი წერეთელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა "თერგდალეულთა" შორის. მისი დამსახურება ძალიან დიდია ქართული ჟურნალისტიკის განვითარების საქმეში. გარდა ამისა, ის იყო პუბლიცისტი, ბელეტრისტი, კრიტიკოსი, დრამატურგი, პოეტი, ფილოლოგი, ისტორიკოსი, არქეოლოგი, ბუნებისმეტყველი, საზოგადო მოღვაწე. გიორგი წერეთელი აქტიურად მოღვაწეობდა ქართველთა შორის წერა-კ
ითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობაში. მას დიდი წვლილი მიუძღვის ქართული თეატრის განვითარებაში და სხვა.
 
მაგრამ, რაც მთავარია, დიდ აკაკის მასზე უთქვამს, რომ "მისი პირდაპირი დანიშნულება პროზაიკოსობა იყოო". მისი შემოქმედება დაფასებულია ქართველ კრიტიკოსთა შორის. თუმცა არც ისე, როგორც ეკუთვნის. 
 
თავის ყველაზე ცნობილ რომენში, რომელიც სკოლაშიც ისწავლებოდა ("პირველი ნაბიჯი"), როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები, ის გვიხატავს საქართველოში კაპიტალიზმის შემოსვლისა და დამკვიდრების ხანას, ეს არის ქართული რეალისტური ლიტერატურის ერთ-ერთი პირველი რომანი. "ნამდვილი, შერუფარავი რეალიზმისათვის" (როგორც თვითონ ამბობდა) მას უწოდეს "დოკუმენტალური პროზის" ოსტატი. 
 
ნიკო ნიკოლაძე გიორგი წერეთლის შესახებ იხსენებდა: "როცა ამ ოც-და-ხუთი წლის წინათ "დროებამ" პირველი ხანების ბეჭდვა დაიწყო ბ-ნ წერეთლის "მგზავრის წიგნებისა", მკითხველებში თითქმის იმგვარივე მოძრაობა შეიქმნა, როგორც ცოტათი უწინ ბ-ნ ილია ჭავჭავაძის "კაცია-ადამიანმა?!" მოახდინა. მგონია, ცოტა არ არის ამით ნათქვამი. მთელმა საზოგადოებამ მიაქცია ყურადღება დამწყები ავტორის ნიჭს. მისი ცხოველი სურათები, მისი იუმორი, მისი ტიპები ყველას მოსწონდა, თვალწინ უდგა, "უცნობი რამ გაგვაცნო ამ კაცმაო", ამბობდა და გრძნობდა მკითხველი. დიდი იმედებიც დაბადა ყველაში ამ ბედნიერმა დასაწყისმა. ყველა ელოდა, აი ახალი ბელეტრისტი გაუჩნდა ჩვენ მწერლობასო, ფხიზლად და ცხოვლად მხატველი ჩვენი ქვეყნის და ცხოვრების უცნობ მხარეებისაო და სხვა... მით უფრო საამო შეიქმნა ქვეყნისათვის ამ ახალი ტალანტის ასპარეზზე გამოსვლა. ყოველი ახალი ხანა მისი "მგზავრის წიგნისა" ახალ აღტაცებას, ახალ უმაღლეს ლოდინ
ს და იმედებს ჰბადებდა".
 
მთელი თავისი შეგნებით იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი. ამ საქმეს მიუძღვნა არა ერთი პუბლიცისტური წერილი და თავისი მრავალმხრივი მოღვაწეობა. საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სოციალური და იდეოლოგიური მოძრაობების პერიოდიზაცია ეკუთვნის გიორგი წერეთელს. მან სამ ეტაპად დაყო საქართველოს ისტორიის ეს ხანა და უწოდა მათ დასები. მისი თქმით პირველი დასი ეწოდება საზოგადოებრივ-ლიტერატურულ მიმდინარეობას და იგი იყო ,,ღუმანიტარულ-ლიტერატურული მიმართულებისა ილია ჭავჭავაძის მეთაურობით”. გიორგი წერეთლის აზრით, მეორე დასი გახლდათ პროგრესულ-დემოკრატიული მიმართულებისა, რომელიც შემოკრებილი იყო ,,დროებასა” და ,,კრებულის” გარშემო. მესამე დასის მოღვაწეობა, მისი აზრით, იწყება გაზეთ ,,კვალთან” შეკრებილი ახალგაზრდა მარქსისტების მიერ.
 
გიორგი წერეთელი "მგზავრის წიგნებში" წერდა: "ჩვენ არ უნდა ვამცირებდეთ უმაღლესს ჩვენს ამ სოფლად მოვლენასა ეგრეთის გულის განაზებითა და სისუსტით. რათ დავივიწყეთ ჩვენი მოვალეობა და მიზანი ჩვენისა სიცოცხლისა? განა ისეთი დრო არის, რომ ჩვენისთანა ახალგაზრდამ ეძიოს ბედნიერება თბილ საწოლში? ჯერ ხომ ერთი ნაბიჯი წინ არ წაგვიდგამს საწინააღმდეგოთ ქვეყნის დამაბრკოლებელ მიზნისათვის? ჩვენ მხოლოდ ჯერ უნდა ვიბრძოდეთ პირისპირ ყოვლისა სიბოროტისა, უსამართლობისა და დაჩაგვრისა, ვიდრემდის არ ამოვთხრით ქვეყნათ ყოველსა ამა უწმინდურებასა ძირიანად. ვიდრემდის არ მოვჰფენთ მთლად საქართველოსა სწავლის ნათელსა, არ განვაბნევთ ბნელსა და არ აღვადგენთ ჩვენს საზოგადოებასა, ესრეთ მწარეთ დაცემულსა".
 
გიორგი წერეთელი გარდაიცვალა 1900 წელს, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამე
15 (28) მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამის (+303) ხსენების დღეს.
22 მარტი - ხსენება წმიდა მოწამე ურპასიანესი (+295)
მაქსიმიანემ ბრძანა, ხეზე მიებათ ურპასიანე და ხარის გამხმარი ძარღვებით ეცემათ. შემდეგ წმიდანი რკინის გალიაში ჩასვეს და ცეცხლი შეუნთეს. წმიდა ურპასიანემ აუტანელი ტკივილები ლოცვით დაითმინა.
gaq