საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

წმინდა იოანე შავთელი
თემო სახურია

 XII-XIII საუკუნეების საქართველოში მოღვაწეობდა გამორჩეული ფილოსოფოსი, რიტორი და სასულიერო მოღვაწე იოანე შავთელი. წმინდა იოანე შავთელის შესახებ ძალიან მცირე ცნობები მოიპოვება, მისი ზუსტი ბიორაფული მონაცემები ჩვენთვის უცნობია თუმცა ზაქარია ჭიჭინაძის მიერ შედგენილ ბიოგრაფიაში რომელსაც კ.კეკელიძემ “ფანტასტიკური ბიოგრაფია“ უწოდა გვხვდება საინტერესო მონაცემები, ზ. ჭიჭინაძის მოსაზრებით იაონეს დაბადების ადგილის უნდა აღნიშნავდეს მისი სახელწოდება შავთელი, სწორედ ამ მოსაზრებაზე დაყრნობით მან მიიჩნია იოანე შავთელის დაბადების ადგილად სოფელი შავთა. 


კ. კეკელიძის მოსაზრებით “სახელწოდება შავთელი უნდა იყოს შემოკლებული შავშეთელი, ეს კი ეთანხმება იმ ცნობას, რომელიც პლ.იოსელიანს “აბდულ მესიანის“ ძველ ხელნაწერში ამოუკითხავს, რომ ის იყო “ადგილთაგან საათაბაგოსთა“. imageიოანე შავთელს მოიხსენიებს “ქართლის ცხოვრება“ როგორც „ლექსთა გამომთქმელს და მოღუაწებათა შინა განთქმულს“.ასევე ზ.ჭიჭინაძის მიერ შედგენილი ბიოგრაფიიდან ირკვევა რომ იოანეს უსწავლია ჯერ შიომღვიმში, მერე ათენში და ათონის აკადემიაში.სწავლის დამთავრების შემდეგ მას უმოგზაურია ეგვიპტე_ფინიკიაში რის შემდეგ ის სამშობლოში დაბრუნებულა.ასევე სხვა ცნობით მან საქართველოშიც მიიღო უმაღლესი განათლება გელათის მონასტერთან არსებულ აკადემიაში, სადაც შეისწავლა წმიდა მამათა თხზულებები, ანტიკური და არაბული ისტორია, ფოლოსოფია, ლიტერატურა, შემდეგ ბერად აღიკვეცა და დიდხანს მოღვაწეობდა ვარძიის მონასტერში.



ზუსტი დრო იოანე შავთელი მოღვაწეობის უცნობია თუმცა მკვლევარები სხვადასხვა წყაროებზე დაყრნობით მას თამარ მეფის თანამედროვედ მიიჩნევენ, თუმცა მათგან განსხვავებული თეორია წამოაყენა პროფესორმა ნიკო მარმა, რომლის მოსაზრებითაც იოანე შავთელი დავით აღმაშენებლის თანამედროვე და შემამკობელია“. ნიკო მარის ამ მოსაზრებას არ იზიარებდა კ.კეკელიძე მისი მოსაზრებით “არგუმენტაცია ნიკო მარისა, რომელიც მას აბდულმესიანის შინაარსიდან მოჰყავს, მთლად დამაჯერებელი ვერაა, ასე რომ ტრადიციული შეხედულება ჯერჯერობით შეურყეველი რჩება“ . 


პლ. იოსელიანის მოსაზრებით “ შავთელი იყო მდივანი თამარ მეფისა, ხოლო “შემდგომ იქმნა მონაზონ და უწოდეს სახელი იოანე, რომელმან მოიგო ცხოვრება თვისი გელათისა მონასტერსა შინა“.იოანე შავთელი სასულიერო პირი ჩანს, რაზეც მიუთითებს მის თხზულებებში გამოვლენილი ღრმა საღვთისმეტყველო განათლება. ზოგ წყაროში მოხსენებულია “ნეტარად”, “წმინდანად”. “აბდულმესიანში” იგი თავის თავს “მწირსა” და “მსხმებს” უწოდებს.ამ მოსაზრებას იზიარებს ასევე კ.კეკელიძე “მართლაც, შავთელი თვითონ უწოდებს თავისთავს “მწირად და მსხმედ“ მაშასადამე, ის მართლაც ბერი ყოფილა“.


საინტერესო ცნობას ვკითხულობთ წიგნში “წმინდათა ცხოვრება“ როდესაც ქართველთა სპა დავით სოსლანის წინამძღოლობით ბასიანისკენ გაეშურა იკონიის სულთნის, რუქნადინის წინააღმდეგ საბრძოლველად, წმიდა კეთილმსახური მეფე თამარი ოძრხეში წავიდა სალოცავად. მას თან ახლდა ქართლის კათალიკოსი თევდორე, კაცი წმიდა და სახიერი, მრავალ ეპისკოპოსთან და მონაზონთან ერთად, რომელთა შორის ბრწყინავდა „იოანე შავთელი, კაცი ყოვლად განთქმული და საკჳრველი მოღუაწებათა შინა და ლექსთა გამომთქმელი“. აქ ერთი სასწაული აღსრულდა: ღვთისაგან წინასწარმცნობელობის მადლით დაჯილდოებული ევლოგი სალოსი წირვის დროს სამგზის დაეცა მიწაზე, შემდეგ ხელები აღაპყრო და დაიძახა: „აჰა დიდება ღმერთსა! ქრისტე ძლიერ არს. ხელნო ევლოგისნო, სპარსთაგან არა გეშინით, განუტევეთ, რათა ვიდოდის მშვიდობით. წყალობა ღვთისა სახლსა ზედა თამარისსა მოიწია“. ყველა მიხვდა, რომ ევლოგიმ საღვთო გამოცხადება მიიღო. ღირსმა იოანე შავთელმა მეფეს უთხრა: „უწყოდე, მეფეო, რომელ ჩვენება იხილა სულელსაგონებელმან, გარნა ჩვენებასა კეთილსა ვჰგონებ!“ ევლოგი სალოსმა იოანე შავთელს განუცხადა საიდუმლო. ღვთის შეწევნით, ქართველებმა ბასიანში დაამარცხეს მტერი და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს.


იოანე შავთელი გახლდათ ავტორი რამოდენიმე თხუზულებისა მისი სახელით ჩვენამდე მოღწეულია ორი თხზულება: „ გალობანი ვარძიის ღვთისმშობლისანი“ და „ საძიებელი და მასწავლებელი“ ე.წ. „ ასურული კვინკლოსისა“ მასვე ეკუთვნის ცნობილი ოდა „აბდულ-მესიანი“ (ქრისტეს, მესიის მონა)..ამათგან განსაკუთრებულით საყურადღებოა „ გალობანი ვარძიის ღვთისმშობლისანი“, ღვთისმშობლის სამადლობელი იამბიკო, შექმნილი ბასიანის ომში ქართველთა გამარჯვების გამო.კ.კეკელიძის მოსაზრებით “გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი“ ეს არის ლიტურგიკული კანონის სახით

დაწერილი სამადლობელი იამბიკო ღვთისმშობლის პატივად იმ გამარჯვების გამო, რომელიც წილად ხვდა ქართველებს ბოლოსტიკის ომში. ეს იამბიკო შენახულია გელათის ხელნაწერწი № 22, რომლის ზანდუკში ან სარჩევში ის იოანე შავთელის ნაწარმოებადაა აღნიშნული“ იამბიკოს აკროსტიქი აქვს, რომელიც ამბობს: “ზესთა დიდებისა აღმატებულო და ანგელოზთა და კაცთა დიდებად შენდა ვითარ შობისა და ქალწულებისა შემაერთებელო ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ვარძიისა მოსახესა ტაძარსა შენსა შინა[9] მგალობელი ვინმე შენი მაცხოვნე და მიჴსენ მე სულიერისა ტყუეობისაგან” (ფ. 209 – 212). იამბიკო მეტად ორიგინალური ფორმითაა დაწერილი. ის, როგორც ლიტურგიკული კანონი, გაყოფილია რვა “გალობად I, III, IV, V, VI, VII, VIII, IX. თითოეულ “გალობაში” მოცემულია ოთხი სტროფი, სტროფში ხუთი სტრიქონი; სტრიქონი შეიცავს 12 მარცვალს, მაგრამ არა ყველა: ზოგი სტრიქონი გატეხილია ორად (5 – 7, ან 2 – 10), ზოგი სამად (7 – 10 – 7 = 2 სტრიქონი), ზოგი ოთხად (5 – 3 – 7 – 9 = 2 სტრიქონი). ასეთი დამტვრევა სტრიქონებისა გამოწვეულია საჭიროებით – იამბიკოში იმდენი სტრიქონი ყოფილიყო, რამდენი ასოც არის იმის აკროსტიქში. ასე რომ, სტროფში ყოველთვის 5 სტრიქონი კი არ გვაქვს, არამედ მეტიც: 5, 6, 7, 8, 9. კანონზომიერება დაცულია მხოლოდ იმ მხრით, რომ თითოეული “გალობის”სტროფს ახასიათებს ყოველთვის ერთი და იგივე რაოდენობა სტრიქონებისა“.


იოანე შავთელის მთავარი ნაშრომი აბდულმესიანი, ძველი ქართული ლიტერატურის კლასიკური ეპოქის ძეგლი და სახოტბო ოდების კრებულია.იგი შექმნილი უნდა იყოს XIII საუკუნის პირველ ათწლეულში. თხზულებაში თამარ მეფესთან ერთად შექებულია მისი მეუღლე დავით სოსლანი, რასაც ადასტურებს იგივე ისტორიული რეალიები, ნაწარმოების იდეოლოგიური მიმართულება და მისი ზოგი ხელნაწერის სათაურიც. ნ. მარს სხვა მკვლევარებსგან განსხვავებით “აბდულმესიანი” დავით აღმაშენებლის ქებად მიაჩნდა.თუმცა მიგან განსხვავებულ მოსაზრებას იზიარებდნენ მთელი რიგი მკვლევარებისა კ. კეკელიძეს მიაჩნდა, რომ თხზულებაში დავით აღმაშენებელთან ერთად შექებულია თამარ მეფე, ამასთან იზიარებდა ძველ ქართველ მეცნიერთა (იოანე და თეიმურაზ ბაგრატიონების და სხვა) შეხედულებას, რომ “აბდულმესიანი” სხვა, დაკარგული ნაწარმოების სახელწოდებაა და არა ამ თხზულებისა. შ. ნუცუბიძის აზრით კი, სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ორი შავთელი, რომელთაგან პირველმა დავით აღმაშენებლის ქება შეთხზა, მეორემ კი – თამარ მეფისა და დავით სოსლანის ქება. ამ ორი თხზულების შერწზმის შედეგად წარმოიშვა “აბდულმესიანის” სახელით ცნობილი, ჩვენამდე მოღწეული კრებული. საკითხის საბოლოო გადაწყვეტას ართულებს ისიც, რომ ხოტბათა ტექსტმა გვიანდელი (XVIII-XIX სს.) და საგრძნობლად შებღალული ხელნაწერებით მოაღწია. ა. ბარამიძის თვალსაზრისით, „აბდულმესიანი“ წარმოადგენს თამარისა და მისი მეუღლის დავით სოსლანის ქებას..თხზულებასთან დაკავშირებული ლიტერატურულ-ისტორიულ საკითხთა გარკვევა ერთობ რთული საქმეა, რადგან ძეგლი ძალზე დამახინჯებული სახით არის მოღწეული – სულ მცირე, ორგზის განუცდია გადამუშავება. მეთვრამეტე საუკუნეში დავით დუმბაძემ ეს ხოტბა გადააკეთა და არჩილ მეფეს მიუძღვნა. XVIII – XIX საუკუნეების მიჯნაზე ქართველმა მწიგნობრებმა, განსაკუთრებით დავით რექტორმა, სცადეს ტექსტის რესტავრაცია. ამიტომ ძნელი სათქმელია, რა არის ამ თხზულების ტექსტში თავდაპირველი, რა – მერმინდელი და რა ამოღებული და დაკარგული. დღემდე მოღწეულ ჰიმნში აღარ ჩანს სახელი „ აბდულმესია“, რაც ზოგიერთ მკვლევარს აფიქრებინებს, რომ ამ თხზულებას „ აბდულმესიანი“ ან „ აბდულმესია“ არ უნდა რქმეოდა.


მიუხედავად იმისა რომ წმინდა იოანე შავთელის მოღვაწეობის შესახება ჩვენამდე მხოლოდ მცირედი ცნობებია მოღწეული, ეს მცირედი ცნობებიც კი იძლევა იმის საშუალებას რომ მცირე ანალიზის შედეგად ნათელი გახდეს ამ ადამიანის სიდიადე, მისი განსწავლულობა სამშობლოს სიყვარული და რწმენაში ძლიერება. ღირსი იოანე შავთელი ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა და გარდაცვალებისთანავე შერაცხილ იქნა წმიდანთა დასში.


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირს იოანე შავთელს იხსენიებს ორჯერ: 1 აპრილს, ევლოგი სალოსთან ერთად და 9 ივნისს.


გამოყენებული ლიტერატურა

1.კ.კეკელიძე “ქართული ლიტერატურის ისტორია“ ძველი მწერლობა ტ I 1941 წ.


2.აბდულმესია გამოცემა 1838 წ.გვ.6


3. ცაიშვილი ს., ქსე, ტ. 1, გვ. 23-24, თბ., 1975


4. „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ 5. იოანე შავთელი : pencenter.ge

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა იოანე ოქროპირი - კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+407)
13 (26) ნოემბერი
წმიდა მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე - სამოცდაათთაგანნი (I)
5 (18) ნოემბერი
gaq