საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

პარმენ ცახელი - „ჩემს შვილს თამარს“
გია მამალაძე
1866 წლის 9 ივნისს რაჭაში, სოფელ ცახში დაიბადა პოეტი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე პარმენ ცახელი.

ცახელი ფსევდონიმია, მისი მშობლიური სოფლის სახელწოდებიდან ნაწარმოები. მწერლის ნამდვილი გვარია თვალჭრელიძე. პარმენის მამა მღვდელი იყო და წერა-კითხვა შინ ასწავლა შვილს. მომავალი პოეტი ცხრა წლის ასაკიდან სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. ერთი წლის მერე უფროსმა ძმამ, ანტონმა სტავროპოლში წაიყვანა. სადაც ექვსკლასიანი სამოქალაქო სასწავლებელი დაამთავრა.

შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ სოფელში, 1883 წელს კი ტფილისში გაემგზავრა საცხოვრებლად. იმავე წელს, საბავშვო ჟურნალ "ნობათში", გამოაქვეყნა თავისი პირველი ლექსი "მარინე". მისი ნაწარმოები, რომელიც ხალხური ლეგენდის საფუძველზე შექმნა, შეაქო იაკობ გოგებაშვილმა: "ღირსეულ ლეგენდას ღირსეული ავტორი შეხვედრია და მშვენიერი ნაწარმოები შეუმატნია ჩვენი ლიტერატურისათვისო".

გაემგზავრა სტავროპოლში და მიიღო მასწავლებლობის უფლება. შემდეგ მოსკოვში წავიდა, სადაც დაიწყო სწავლა პეტროვ-რაზუმუნოვის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში, უმაღლესი აგრონომიული განათლების მიღების მიზნით. თუმცა სწავლისთვის ფინანსები არ ეყო…

დაბრუნდა სამშობლოში და დაიწყო პედაგოგობა. ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას, ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში და წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში. წერდა ლექსებს, თარგმნა კრილოვის იგავ-არაკები. მონაწილეობდა ცარიზმის წინააღმდეგ პოლი

ტიკურ პროცესებში.

როგორც ვთქვით, პარმენ ცახელი 1919 წლის 31 აგვისტოს მოკლეს ქუთაისში.

მკითხველს ვთავაზობთ პარმენ ცახელის მშვენიერ ლექსს  „ჩემს შვილს თამარს“. ამ ლექსში კარგად ჩანს პოეტის პატრიოტიზმი, კეთილშობილება. ეს ერთგვარად ანდერძია შვილისადმი.

ჩემს შვილს თამარს

ხალხის მწარე ბედ-იღბალზე
ცრემლი ვღვარე მრავალი,
მაგრამ ცრემლი ცრემლად დამრჩა,
ვერ დავძლიე მტარვალი.

გული გატყდა, დაცხრა სულიც,
თმა შეჭრელდა ჭაღარით.
ხალხის ბედის აყვავება
აღარ ძალმიძს აღარრით.

ჩემი სულის მისწრაფებას
შენღა გიძღვნი, თამარო,
მინდა ჩემი იდეალი
აწ შენ ააკამარო!

ბედთან ბრძოლამ დამიდუნა
უღვთოდ გული და ხელი;
წინანდელის აღმაფრენით
ვერ ცახელობს ცახელი.

აწ ასპარეზს შენ დაგითმობ,
შენ გადმოგცემ აზრს და სულს
გულსა სჯერა, რომ შეავსებ
შეუვსებელ ჩემ წარსულს…

ერში აზრის სათესველად
აწ შენ გზრდი და გამზადებ,
და მჯერა, რომ ქვეყნისათვის
წმინდა მსხვერპლად თავს დადებ…

გულს ჩაშუქდა რაღაც ფიქრი
და იმის აზრს მივხვდი მე;
ვგრძნობ, რომ წელში იმართება
ჩაგრული და ტვირთმძიმე.

ჩქარა ქვეყნად გაიმარჯვებს,
ვინც დღეს არის ტანჯული,
ავს ავობა არ შერჩება,-
დროა მისი მსაჯული.

და იქამდე თუ მოგიკვდე,
დამფლა, დამასამარო:
ქვეყნის ბედზე საფლავში რამ
ჩამომძახე, თამარო!

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა დიდებულნი, ყოვლადქებულნი თავნი მოციქულნი პეტრე და პავლე
29 ივნისი (12 ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა დიდებულთა, ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი (+67)
gaq