| მარჯვნიდან: არტემ ახნაზაროვი, ვალერიან გუნია, ივანე ახალშენიშვილი და მაკო საფაროვა-აბაშიძე. 20 მარტი 1890 | არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვი (დ. 1 ოქტომბერი/14 ოქტომბერი, 1866, თბილისი — გ. 28 მარტი, 1942, იქვე), ქართველი მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.
პირველი მოთხრობა „კაკაბაძე“ გამოაქვეყნა 1885 ჟურნალ „ნობათში“. ამ დროიდან მოყოლებული ქართულ ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად იბეჭდებოდა მისი მოთხრობები, ლექსები, სცენები, ფელეტონები „ორანის“, „ჩიორას“, „მანოელიძის“, „ალფას“, „დუშიკოს“ და სხვა ფსევდონიმებით. 1896—1902 წლებში თანამშრომლობდა ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“. თარგმნა ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვის, ლევ ტოლსტოის, მაქსიმ გორკის, ჯერომ კ. ჯერომის, ემილ ზოლას, გი დე მოპასანისა და სხვათა ნაწარმოებები. ფსევდონიმები: "ორ–ანი", "ჩიორა", "მანოელიძე", "ალფა", "დუშიკო", "კენტი", "დიოგენი", "ფარნაოზი", "კენჭოსანი", "პატრიციუსი", "ნიორი"; თარგმნა ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვის, ლევ ტოლსტოის, მაქსიმ გორკის, ემილ ზოლას, გი დე მოპასანის ნაწარმოებები. საზოგადო მოღვაწე. |