საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

,,მაინც ჩემი საქართველო მიყვარს'' (დაბადების დღე)
ლელა ჩხარტიშვილი

უკვე რამდენიმე წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მცხეთის უწმინდესმა მიწამ თავის თბილ და გამძლე უბეში გოდერძი ჩოხელის ნატანჯი, ნაავადმყოფარი სხეული მიიბარა.

,,მწერთათვისაც ასე დაუწესებია ღმერთს: ზოგი ფუტკრად და ჭიანჭველად გააჩინა, ზოგი წურბელად და ზოგი ობობად. ერთნი სულ ჯაფაში არიან, მეორენი სხვის სისხლს სწოვენ, სხვანი კი ერთთავად მახეს აგებენ. ზოგი კი პატარა ციცინათელად გაუჩენია,

იწვის,

ანათებს,

თავისთვის იწვის, ცეცხლი უკიდია, არაფერს კი არ სწვავს თავის თავის მეტს. მთელ ღამეს კი ათბობს იმისი შუქი. ასეა, ასე დაუწესებია დამბადებელს''.  (,,მგელი'').

გოდერძი ჩოხელს კი დამბადებელმა ,,ლექსის ამოთქმა'' დაუწესა, რაც მისთვის მოყვასისა და ღვთის წინაშე ლოცვის ტოლფასი იყო: ,,ამ ლოცვის დროს პოეტები სულსა და გულს ანთებენ სანთლად  და ამ ,,სანთლის'' ალთან წარმოთქმული ,,ლოცვა'' იმდენად ანათებს, რამდენადაც მოყვასისა და ღმერთის წინაშე მსხვერპლად შემწირველთა მთქმელის სული და გული''.

საქართველოს ,,მწუხრის ჟამს'' გოდერძი ჩოხელი სანთელივით იწვოდა და ანათებდა, ღვთისაგან ბოძებული ნიჭი მოსვენებას არ აძლევდა. ნიჭი, რომლის წინაშეც არჩევანი არ არსებობს. ,,განკვდეს ყოველი ძვალნი ჩემნი ღაღადებითა ჩემითა მარადღე. რამეთუ დღე და ღამე დამძიმდა ჩემზედა ხელი შენი, უფალო...'' (ფს.31). უხილავი მოკარნახე ავალებდა ბევრი რამ ეთქვა ,,ერის ტკივილზე, სიყვარულზე, მოლოდინზე...'' ეგრძნობინებინა ადამიანებისთვის, რომ ამ ცოდვაბრალიან წუთისოფელში, ამ განუკითხაობასა და სიბეჩავეში სიკეთე და სიყვარული მაინც მოძრაობს (გორია ამბობს: ,,დედამიწა სიყვარულს უჭირავსო''). შემოქმედის მხრებს უნდა ეტვირთა კაცად ყოფნის მძიმე და საპატიო ტვირთი, სევდა რწმენისა და სიკეთის გაქრობაზე, ღმერთის დაშრეტილ, მივიწყებულ წილზე ადამიანის არსებაში. იგი უნდა ყოფილიყო დანგრეული მამულის გულმოკლული ჭირისუფალი და კრწანისის ომში ,,ალალად ჩაჩეხილი'' არაგველებისთვისაც მას უნდა მოეხმო კვლავ საბრძოლველად, ანდა ამ ზნეობრივი უჰაერობის ატმოსფეროში მოკლული სიყვარულის (ქეთინოს) ახალგათხრილ საფლავთან ,,შერეკილი'' გალილეისავით (,,ადამიანთა სევდა'') ხმის ჩახლეჩამდე ეღრიალა: ,,რას შვრებით, ხალხო, ვის აყრით მიწას?!''

არის წამები, როცა ერთდროულად ტრაგიკულისა და ამაღლებულის პირისპირ ვდგებით. გოდერძი ჩოხელის გარდაცვალებამ ყველაზე სათუთი და მტკივნეული სიმი შეურხია სულში ადამიანებს. ქაშვეთის ტაძარში უამრავი ადამიანი მოვიდა, გულწრფელი ცრემლით დასტიროდნენ საქართველოს ერთგულ ჭირისუფალს. გოდერძის სიკვდილით თითქოს წამიერად განიწმინდა, ამაღლდა ქართველი ერი, რაღაც მონანიების მსგავსი შეიგრძნო, სიკეთის ძიებისკენ ახალი ძალით რომ განაწყობს კაცს. გოდერძი ჩოხელმა თავისი შემოქმედებითაც შეძლო, ხალხის გულამდე მიეტანა თავისი ხედვა, ფილოსოფია; პირველყოფილი სიწმინდით აღსავსე ის საოცარი სამყარო, რომელთან ზიარებაც სულის განწმენდის, ,,სულის გაფხავების'' საწინდარია: ,,სული ნამგალსა ჰგავს, ჩაჟანგება იცის ადვილად, სულს ეკიდება შენი წარსული. ხანდახან სულიც ისევე უნდა გააფხავო, როგორც მახვილს აფხავებენ ქასურით''.

რაც უფრო შორდება ადამიანი მშობლიურ წიაღს – დედას, დედამიწას, ბუნებას, სამყაროს, მით უფრო მტკივნეულ მონატრებად წარმოჩნდება ის ,,მოშორებული''. ეს კი ზოგადეპოქალური ტკივილია, რომელსაც გოდერძი ჩოხელმა ,

,გუდამაყრული სამოსი'' მოარგო.

შესაქმის წახდენა, სილამაზის დასახიჩრება, სიწმინდის შებღალვა შემოქმედ ადამიანში სინდისის, მორალური პასუხისმგებლობის, ცოდვის შეგრძნების უკიდურეს გამძაფრებას იწვევს. ,,მოხევის სადღეგრძელოში'' გლეხის პირით ეს ყველაფერი ძალიან უბრალოდ, ცოცხალი ქართულითაა ნათქვამი: ,,...ბალღები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული. თანდათან ცოდვებით მღვრიე ცხოვრებას ვუერთდებით და იმადა. იმ ხდის წყალივით მეტი გზა არა გვაქვს... მანამ სული სუფთა გვაქვს, გული სუფთა გვაქვს, სუფთა საქმეებს ვაკეთებთ და ისე არ ავიმღვრევით, რომ ვეღარ ვგებულობთ, საით მივდივართ, რატომ და რისთვის მივდივართ, მანამდე გაგვიმარჯვას!''

გოდერძი ჩოხელი მთის მიამიტი და ალალმართალი შვილი იყო და მრავალ სატკივართან ერთად ეს ,,ამღვრევაც'' ადარდებდა, ადარდებდა ისიც, რომ მოსწყდა იმ სამყაროს, რომელსაც ,,ეფერებოდა და თავისებურად, თავისი ფილოსოფიით აღიქვამდა''. ჯავრობდა იმაზე, რომ კაცობრიობა მოსწყდა ბუნებას (ბუნებრიობას): ,,ქალაქში, მით უმეტეს, ისე ჩაივლის გაზაფხული, ერთს ვერ იგრძნობენ, ბალახზე დაკიდებულ ნამს ვერ ნახავენ, შიგ ვერ ჩაიხედავენ და ვერ იხილავენ იმ სამყაროს, რომელიც ნამში მართლა ჩანს''. ქალაქებში ვარსკვლავიან ცასაც იშვიათად ახედავენ ხოლმე, გუდამაყარში კი ,,მაღალი მთებიდან უამრავი ვარსკვლავის წვრილი ზარებივით რეკვა მესმისო''. ალბათ ამ მიზეზით უნდა აიხსნას სხვაგან გამოთქმული დარდი: ,,ასეთ სამყაროში სიყვარულს არსებობა არ უწერია. აქ მხოლოდ ცოდვის ყვავილი ხარობს''.

გოდერძი ჩოხელი დაეხმარა ადამიანებს ზეცაში აეხედათ, რადგან ,,მეტ-ნაკლებად ყველას აქვს ცაში წასვლის სურვილი. პოეტები ვარსკვლავებს უმღერიან, ხეები ზეცას შეჰღაღადებენ, დამშეული მგლებიც ცას შეჰყმუიან'' (,,ცასწავალა'')...

გოდერძიც ზეცაში ასამაღლებლად ემზადებოდა. აწვალებდა ,,ქვეყნად არყოფნის სევდაც''. გარდაცვალებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე ვინახულე. ყოველთვის დიდ შვებასა და სიხარულს მგვრიდა მასთან შეხვედრა. ჩუმი, მოხათრებული, მეტად თავაზიანი და ფაქიზი იყო, თავის დიდ და შეუცნობელ სამყაროში გარინდებული. როგორც რუსთველი იტყოდა: ,,სხვაგან არის, სხვაგან დაფრენს, გონება უჩნს, ვითა ტრედი''. თუმცა ურთიერთობაში საოცრად უბრალო და მახლობელი იყო. დაკვირვებული მზერა, ალალი და თბილი გაღიმება იცოდა. ტელევიზიით ნოემბერში ჩვენთან განვითარებულ მოვლენებზე საუბრობდნენ, პოლიტიკური ვნებათა ღელვა არ ცხრებოდა. სამშობლოს დარდით ,,გაუმაძღარი'' და გულდაწყლულებული მამულიშვილი ვერაფრით ეგუებოდა ქართველთა დაპირისპირებას, საზოგადოების შუაზე გახლეჩას, მტრობას, ურთიერთსიძულვილს.

ერთხელ სასოწარკვეთილმა თქვა: ,,აბსოლუტურ უიმედობაში ვარ, დღეს ჩემს ქვეყანას ვხედავ უიმედოდ და იმიტომ. ვერც ერთი კაცის ნებას ვერ ვხედავ. ყველას, დიდიან-პატარიანა, ნიღაბი აქვს აფარებული, თეატრალურ საქართველოს თამაშობენ, მასკარადი აქვთ გამართული...

სულ მეგონა, ქართველები გაერთიანებული ვიყავით, შეგნებული გვქონდა ჩვენი ისტორია და ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, წინაპრებს ალმაცერადაც კი ვუყურებდით: ხედავთ, როგორ იქცეოდნენო? და უცებ გაოცებული დავრჩი, როცა ათასჯერ იმაზე ცუდი გავაკეთეთ, შევჭამეთ, ძვლები გამოვხარით საქართველოს, წინაპრების ძვლები, ჩვენი ძვლები და იმ ქართველების, ჯერ რომ არ დაბადებულან! ნუთუ ესა ვართ ქართველები?!''

შპს მრავალპროფილური საკონსულტაციო - დიაგნოსტიკური ცენტრი „ნინო მედი ქლაბი“ ს/კ 405215627 მის: 0160 თბილისი; სულხან ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს ქუჩა) № 49 ტელეფონი: (+995 32) 2 230 233 დირექტორი: ნინო ნადიბაიძე მობ: 599 576 531 კლინიკაში შესაძლებელია ექსპრეს რეჟიმში ლაბორატორიული კვლევების ჩატარება: სისხლის საერთო ანალიზის განსაზღვრა ( Sysmex XS500i ჰემატოლოგიური ანალიზატორი 5-მაგიდიფერენცირებით, იაპონია), შარდის საერთო ანალიზის განსაზღვრა (Urisys 1100 როშე დიაგნოსტიკის, გერმანია) და გლუკოზის განსაზღვრა (ACCU-CHEK PERFORMA) ასევე გთავაზობთ ბიოქიმიურ, იმუნოლოგიურ და ციტოლოგიურ კვლევებს. არ ვართ შეზღუდულები ქვეყნის გარეთ ჩასატარებელი კვლევების სპექტრში. ცენტრში შესაძლებელი არის კვალიფიციური, მულტიპროფილური ექოსკოპიური კვლევების ჩატარება. (GE -კომპანიის LOGIQ V3/V5 Expert მოდელზე, აშშ). კლინიკაში მოგემსახურებიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები: ანგიოლოგი - პროფესორი კახა ქუნთელია, უროლოგი - პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, კარდიოექოსკოპისტი-პროფესორი გერა ლომთათიძე, დერმატოლოგი - პროფესორი მაია დათუაშვილი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, კარდიოლოგი, გასტროენტეროლოგი, თერაპევტი(პულმონოლოგი), გინეკოლოგი, ბავშვთა ორთოპედი, ალერგოლოგი, ნეფროლოგი, რევმატოლოგი, ტრავმატოლოგ - ორთოპედი, ექოსკოპისტი, პედიატრი, ექიმ დიეტოლოგი. N medi club • N მედი ქლაბ
იუხედავად ყველაფრისა, გოდერძის მაინც სჯეროდა ქართველთა გამარჯვებისა. ,,მაინც ჩემი საქართველო მიყვარსო'', – რაღაც თავისებურად, სევდიანად იტყოდა ხოლმე.

კიდევ ისიც ადარდებდა, რომ წლების განმავლობაში ფილმებს ვეღარ იღებდა, არადა კინოს გადაღების პროცესი სხვაგვარი ენერგიისა და შთაგონების მიმცემი იყო მისთვის. ამბობდა: ,,კინოში ისე სხვანაირად შეიძლება დაინახო თოვლის ფიფქი, რომ იმას ვერ დაწერო''. მთელი სულით და გულით კინოსთვის შეწირულ ადამიანად თვლიდა თავს. იტყოდა ხოლმე: ,,ფილმის გადაღებისას არც შვილი არსებობს ჩემთვის, არც ცოლი და არც ოჯახიო''. არადა როგორ უყვარდა თავისი ცოლ-შვილი! უმშვენიერესი და უსაყვარლესი ნინო და ორი ვაჟკაცი – ლუკა და ნიკა, რომელთათვისაც გოდერძი იდეალური, მათლაც რომ ,,ძმაკაცური'' მამა გახლდათ.

თეატრალური ინსტიტუტის მისაღებ გამოცდებზე გუდამაყრის ხეობიდან ჩამოსულმა 17 წლის ბიჭმა უმალ მიიპყრო ყურადღება. ამბობდნენ თურმე: ,,პატარა ვაჟა-ფშაველა ჩამოვიდა მთიდანო''. გოდერძი ჩოხელმა ძალიან მალე დაადასტურა, რომ მისი სახით საქართველოს ჭეშმარიტი მწერალი მოევლინა. საოცარია – ვაჟას ბევრი რამით ჰგავდა გოდერძი ჩოხელი: საფიქრალითა და მისი გამოხატვით, ხვედრით, აღსასრულითაც კი. მართლაც ,,საქართველოს გზა არის ჯვარცმის გზა''. თითქმის ყველა ღირსეულმა ქართველმა ეს გაიარა. ვაჟა-ფშაველაც ხომ სიღარიბეში მოკვდა. პოეტ ბესიკ ხარანაულის თქმისა არ იყოს: ,,ქრისტეს მეტაფორა ჩვენში აბსოლუტურად აისახა''.

,,სოფელი ჩემდამი ჯვარცმულ არს და მე სოფლისა'', – ამბობს მოციქული. ძნელია გაუძლო ამ ,,უსწორმასწორო'', ,,ბოროტსა ზედა მდგომი'' საწუთროს ქარტეხილებს. ჰოდა, პოეტის გულმაც ვეღარ გაუძლო, გულმა, რომელსაც ,,მიაწყდნენ მთელი ნეტარებანი და სასოწარკვეთანი, რაც კი ყოფიერებას მარაგად ჰქონდა; მიაწყდნენ, რათა სიცოცხლე მოეპოვებინათ ამ გულის წყალობით და საგზლად გაჰყოლოდნენ საუკუნეებს''  (რილკე).

გოდერძის სული, რომელიც მის შემოქმედებაშია გამჟღავნებული, სოფლის გორაზე შეფენილ პაპა-ბებოების საფლავებზე აყვავებული იების მსგავსად, სურნელს გვაფრქვევს, ,,გვეფერება და თითქოს გვეუბნება: ,,მომწყვიტე და წამიღე სახლში, ჩამიხუტე''.

გოდერძი ჩოხელს სწამდა უკვდავებისა და წმინდა სამების მაცხოვნებელი მადლისა: ,,რომ არა წმინდა სამება, სამგლეთად იქცეოდა მთელი დედამიწა''. და ახლა, უკვე მარადისობაში გადასული მისი სული ლოცულობს ჩვენთვის და გვმოძღვრავს, რომ ,,მგლობას გადავურჩეთ და ყვავილი ვიპოვოთ''.

ერთხელ ,,მგელის'' პერსონაჟზე – ლუკა ჩოხელზე თქვა: ,,ეს სახე მე გამოვიგონე... მე მინდოდა ეგეთი ლუკა ვყოფილიყავი, ეგრე მევლო ქვეყანაზე, ბოლოს ყვავილით ხელშიო''.

მე კი მგონია, რომ მუდამ ასე ივლის ჩვენ შორის გოდერძი ჩოხელი – ყვავილით ხელში, ღვთის მადლის გამამრავლებელი, სიკეთის მქადაგებელი. ივლის, რადგან ეს უკვე მერამდენედ საბედისწეროდ ,,მომრავლდნენ მგლები, მძორად იქცა ქვეყანა''.

ლოცვასავით ჟღერს ქვეყნიერების სამგლეთისგან გამოხსნაზე ოცნება: ,,ხელში ყვავილი ეჭირა და იმის დანახვაზე გარბოდნენ მგლები, გარბოდნენ სოფლებიდან, გარბოდნენ ქალაქებიდან... მგლებისგან იცლებოდა ქვეყანა...''

ღმერთო! აუხდინე გოდერძი ჩოხელს ეს ოცნება! დაგვიფარე, შეგვეწიე, რათა გავარღვიოთ ,,მგლების რკალი'' და გვიხსენ გამგელებისაგან!

  

 

მამული, ენა, სარწმუნოება

18 აპრილი - ხსენება ღირსი თეოდორა თესალონიკელისა (+892)
წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც.
18 აპრილი - ხსენება მოწამეებისა: აღათოპოდი დიაკვნისა, თეოდულე მკითხველისა და სხვათა (+დაახლ. 303)
მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.
gaq