საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

კლასიკოსები შეცვლილი დროების კვალდაკვალ
ლალი ბარძიმაშვილი

პრაგმატულ ეპოქაში ყოველთვის იკითხება მაღალმგრძნობელობის გაუფასურების ნიშნები, მაღალი იდეალები უკან იხევს. მწერლობა ცდილობს ადამიანურ ღირებულებათა გადარჩენას. შეჭირვებულ მდგომარეობას არ ნებდებიან.   


   “სიბრძნე და სივერაგე ემსგავსებიან ერთმანეთს, სიბრძნე –კეთილ, სივერაგე –არაკეთილ.` (საბა). მეორე პირველს ენაცვლება და გაიძვერა, მზაკვარი პრივილეგირებულ–აღზევებული ხდება. ერთი პოეტისა არ იყოს, “პატიოსნებას ადევს ყადაღა.” გულგრილობის, კლასიკურ გრძნობათა გაქრობის საფრთხე გაცილებით ადრე იდგა იმ ქვეყნებში, რომლისკენაც დღეს ასე ვისწრაფვით. ''ბრძენნი იცნობენ, სწუნობენ, მართ მათგან საწუნარია, “–უნებლიეთ, ეს ფრაზა ჩნდება ფიქრებში. ბიოლოგიურ არსებობას დამორჩილებული მასა ერთსახოვანი და უნიათო ხდება. “ინსტიქტებზე იდეებით, სახეებითა და მითებით იმარჯვებენ.”– ვკითხულობთ ანდრე მორუას წიგნში და აქვე, გვახსენდება კონსტანტინე გამსახურდიას გენიალური თქმა და შეფასება - “უმითო დრო.”ადამიანი ვერ იცავს ვერც საკუთარ თავს და ვერც გარშემომყოფთ, იგი ნაწევრდება, ინთქმება დაუძლეველ გარემოებათა გამო. ‘’ X X  საუკუნის დასაწყისში აზროვნებას დაქანცულობის ბეჭედი ადევს.“ (ა. მორუა). ოჯახიც კი აღარაა მოსასვენებელი სავანე –„ოჯახურ კალთაში ფული ხრავს ყოველივე ადამიანურს... ქორწინება ასეთ ოჯახებში ორი არსების კავშირი კი არა, არამედ ორი ციფრის შეკრება, მიწის ორი ნაკვეთის გაერთიანებაა, ბერნარი ცოლად ტერეზას კი არ ირთავს – უბრალოდ, ერთი ფიჭვის ტყე მეორეს უერთდება... ჩვენ ხომ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფრის არსი ფულია. ეს გამოფიტული სულები ფულის გარდა, კიდევ ერთ კერპს ეთაყვანებიან, მისი სახელია – ადგილი საზოგადოებაში. რამდენი ადამიანური მსხვერპლი ეწირება ფულსა და საზოგადოებაში ადგილის მოპოვებას... არსებითად, არავის აინტერესებს ვინმე“     ...(იგივე). ყველა საკუთარი თავშექცევითაა დაკავებული. ურთიერთობებში სიცარიელე ჩნდება, სნობიზმი დაღს ასვამს ყველაფერს, ღვთაებრივს მიწიერი განცდები ენაცვლება და დროის უსარგებლობა ხასიათს სიკერპეს სძენს. მწერლები, კრიტიკოსები ედავებიან გადაგვარებულ სამყაროს. კონსტანტინე გამსახურდია დიდებულად აღნიშნავდა: '-'ხშირად ტრაგედია ისეთ ადამიანს შეემთხვევა, ვისაც რაიმე მორალური კანონი ბოჭავს.'' თავშეკავება ასეთ დროს ღვთაებრივ და ტიტანურ უნარს ითხოვს. “ასეთი ელიტა საზრდოობს ყველაფრით, რითაც გაგიხარდებათ, ოღონდ არა პურით არსობისა“ –ასეთია დასკვნა და განაჩენი, რაც ევროპელ კლასიკოსებს გამოაქვთ ანტისულიერ, უსულგულო გარემოზე. დგინდება ზღვარი ადამიანობისა: „სიძნელე ის კი არ არის, რომ ვინმე იყო, არამედ ის, რომ შენად დარჩე;“  ეს უკვე მთავარი ძალისხმევაა მორალური სიმყარისთვის.



    ასეთი დრო თავისთავადაა კრიზისული, დარღვეულია ადამიანობაც, პატიოსნებაც.ჩემს სტატიებში არაერთხელ შევხებივარ ამ მტკივნეულ საკითხებს და აი, ერთი ამონარიდიც –– ღირებულებების და ზნეობის ერთგულება ყველგან მარტოობის მანტიას წამოასხამს რჩეულებს. შეუგუებლობის ტვირთი ყველგან ერთნაირად მძიმედ მოქმედებს. სხვაა – ძე დროისა და სხვა –ძე მარადისა... ინტერესმოკლებული არაა მკითხველს კონსტანტინე გამსახურდიას ერთი ჩანაწერი მივაწოდო–„ბალზაკს დახატული ჰქონდა სუფრაზე სხვადასხვა ზომის თეფშები, რომელთაც მისი სანუკველი კერძების სახელები ზედ ეწერა და ასეთ იმაჟინირებულ სადილს მიირთმევდა ხმელი პურისა და შავი ყავის ამარა.“   რა ტრაგედიაა! ეს მაგონებს რაფაელის ''ფანდს'' –დიდმა მხატვარმა ფული როდესაც შემოაკლდა, ფლორენციაში, მაგიდაზე დახატა მონეტები და სასტუმროდან ასე დააღწია თავი, შორიდან ნამდვილს ჰგავდა და სასტუმროს მოსამსახურემაც ფული რა შენიშნა, ღიმილით გააცილა იგი... (კაცობრიობა დღემდე ტკბება რაფაელის მადონათი, მაგრამ ცოტა რამ თუ ვიცით მისი ავტორის შინაგან ტანჯვაზე). „ვაჭრობა და ფული ეს არის ორი პოსტულატი ევროპელთა ცხოვრებისა... ფული ეს არის მათთვის კოეფიციენტი ადამიანის ღირსებისა... მიღწევებიც ფულისაგანაა დამოკიდებული.“ (კონსტანტინე გამსახურდია). ამ უბედურებამ ჩვენი საზღვარიც მარჯვედ გამოარღვია. 



 გალაკტიონი უძრაობას ლურჯა ცხენებით უპირისპირდება და ქრის უსასრულობისკენ. შეზღუდულ არსებობას, გაქვავებას, შეუზღუდაობა ცვლის. მოძრაობის უნარია მარადიული მუხტი. კატასტროფული ჭენებაა აქ და სიცოცხლის ენერგიის შეტანა, ისევე როგორც ტატოს „მერანში.“ შერიგება და სიკვდილი აქაც ერთმანეთთან არის გაიგივებული. ლურჯა ცხენები – გადარჩენის ნიშანი, რაც მოძრაობის სასიკეთო არსს გამოხატავს. ლურჯა ცხენები არსებობის ხატია, მოქმედების, გავრცობის. გენიოსები – გაბედული მხედრები ასე მიქროდნენ უსაზღვროებისკენ და ქმნიდნენ მაგალითს. მათ ხშირად მტყუნობდათ აწმყო, მაგრამ არა მომავალი. უფალივით დაითმინეს საკუთარი ტანჯვა, რათა სხვათათვის მიენიჭებინათ შვება. ახლა დანარჩენთ მართებთ სინდისის გამოცდის ჩაბარება.

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამე
15 (28) მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამის (+303) ხსენების დღეს.
22 მარტი - ხსენება წმიდა მოწამე ურპასიანესი (+295)
მაქსიმიანემ ბრძანა, ხეზე მიებათ ურპასიანე და ხარის გამხმარი ძარღვებით ეცემათ. შემდეგ წმიდანი რკინის გალიაში ჩასვეს და ცეცხლი შეუნთეს. წმიდა ურპასიანემ აუტანელი ტკივილები ლოცვით დაითმინა.
gaq