საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ზოგიერთ ფსევდოლიტერატორზე და ფსევდოპოლიტიკოსზე მეტად ცოცხალი ლექსების ავტორის გარდაცვალების დღე
გია მამალაძე
საოცარია,
 ადამიანმა ლადო ასათიანის ლექსში "კრწანისის ყაყაჩოები", მით უმეტეს, ფრაზაში – "თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა, მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბრდღვიალა?", – სიცოცხლის გამარჯვება, მომავლის არსებობა, როგორ ვერ უნდა დაინახოს?!

ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ საფლავზე გასვლისას და წითელი კვერცხის გადაგორებისას სიკვდილის მისტერია ტარდება?!

მეგობარო, თუ რომელიმე პოეტის ერთი კონკრეტული ლექსი ვერ გაიგე, წაიკითხე იმავე პოეტის სხვა ლექსებიც, და შესაძლოა, იმ პირველის პასუხი იქ იპოვო, ან ავტორის პოეტური კრედო მაინც დაინახო, და მერე უფრო გასაგები გახდება ის "გაუგებარი" ნაწარმოებიც...

 ამიტომ, ზოგ–ზოგიერთებს ვურჩევდი ლადო ასათიანის სხვა ლექსიც – "საქართველოში",  წაიკითხოს და გაიაზროს... ან ამ ლექსის ერთი ნაწყვეტი მაინც:

"ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს!"

და კიდევ, ორიგინალობის სურვილი ხშირად უხერხულ მდგომარეობაში აგდებს ადამიანს...

ახლა კი, ლადო ასათიანის გარდაცვალების დღეს, მოვუსმინოთ ქართული პოლიტელიტის აბსოლუტურ უმრავლესობაზე მეტად ცოცხალ პოეტს – ლადო ასათიანს!

გია მამალაძე

ლადო ასათიანი

"კრწანისის ყაყაჩოები"

ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა, 
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა. 
შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია! 
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია? 
შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ, 
ჟრიალი ხომ არ მოგესამათ ოჟა ჯურხაის ფარისა? 
სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა? 
იქნებ მე თვალი მატყებს, ზეცა მაბრმავებს კრალა, 
მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად, 
თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა, 
მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბრდღვიალა? 
ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა, 
თქვენ საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა!

საქართველოში

საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ სწუხდნენ ამაზე:
„ეხ… წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!„
თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს,
ერთი იმედით სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს
საქართველოში როცა კვდებოდნენ,
უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე:
„ეხ, წუთით მაინ დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!„
ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს!
რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა იოანე ოქროპირი - კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+407)
13 (26) ნოემბერი
წმიდა მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე - სამოცდაათთაგანნი (I)
5 (18) ნოემბერი
gaq