საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ბეგი მამალაძე - სული დამიმძიმდა, იქნებ ავწონოთ?
ბეგი მამალაძე
3 ივლისს 40 დღე სრულდება ბეგი მამალაძის გარდაცვალებიდან, რომელმაც მხოლოდ 18 წელი იცოცხლა ამ ქვეყნად... მკითხველს ვთავაზობთ მის ერთ ესეს... ვინც წაიკიტავს, ყველა მიხვდება როგორი ნიჭიერი და კეთილშობილი ადამიანი მოუკლეს მშობლებს, ახლობლებს, ქვეყანას... 

georoyal.ge

ბეგი მამალაძე

სული დამიმძიმდა, იქნებ ავწონოთ?  

ერთი დღე, ანუ ყოველი ჩვეულებრივი დღე, რომელიც ყოველ ჩვეულებრივ დილას, ჩვეულებრივად თენდება, არაჩვეულებრივად არასდროს არ გრძელდება, რაც არც ისე კარგია. არაჩვეულებრივი ძალიან ცუდიც შეიძლება იყოს, ძალიან კარგიც. 
აბა რა არის იმაში კარგი, რომ ყველაფერი გარშემო ასეთი ბანალურია, ბანალურია და მუქი, შავი არა, უფრო მუქი. მუქი იმიტომ, რომ ჩვენ ვამუქებთ, ან უბრალოდ იმიტომ, რომ ასე უნდა იყოს და ასე მოაწყო უფალმა. მეორე შემთხვევა უფრო გვაწყობს, რადგან ჩვენ არ მოგვიწევს გაღიავება, ღმერთის შექმნილია, მაგას კი რა გაასწორებს? მაგრამ ხანდახან ეს სიმუქე ჩვენთან ისე ახლოს მოდის ყველაფრიდან: სახლიდან, ტელევიზორიდან,კომპიუტერიდან, ეზოდან, მიწიდან და ჰაერიდანაც კი, რომ ხანდახან მის სუნსაც კი ვგრძნობთ. ვგრძნობთ როგორ შემოდის ჩვენში ყოველდღე და ცუდი იცით რა არის? რომ ჩვენ არც კი ვცდილობთ, რომ წინ აღვუდგეთ, ამის ნაცვლად ამით ვამაყობთ, ვიცინით რაღაც სისულელეზე, სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს, მაგრამ აბა იმათ კითხეთ, უხანგრძლივებთ სიცოცხლეს მათ თქვენი დაცინვა?შესაძლოა ეს უაზრობად მოგეჩვენოთ, მაგრამ ვიცი, მესმის, ვხვდები, ვგრძნობ, რომ ასეთი ადამიანი ძალიან ბევრია და მათ, იმის გამო, რომ თუნდაც, უთხრათ ეს შენიშვნა, მარტო ჩუმად, რომ არავინ გაიგოს, იმ ადამიანის ნაკლი შეახსენოთ, ის კი შეძლებისდაგვარად , მაინც გამოასწორებს ამ ნაკლს. 
დამიჯერეთ, დაცინვა იგივე ქურდობაა. მაშინ, როცა შენ ვინმეს დასცინი, მას სულის პატარა ნაწილს ართმევ. ამას ვწერ იმიტომ, რომ მეც ხშირად აღმოვჩენილვარ მეგობრებში და ძალიან ბევრჯერ გული გამტეხვია. დაბადებიდან, ძალიან უცნაური ბავშვი ვიყავი. ყველას ვეკონტაქტებოდი, არავინ მეკონტაქტებოდა. მე ვცდილობდი რამე მომეგონა და მაინც მასთან ვყოფილიყავი. დიდი სიყვარულის ნიჭი მქონდა, რომელიც ან წამართვეს, ან ჩემით არ მივეცი გასასვლელი გულიდან. ყველა მიყვარდა (განსაკუთრებით გოგოები) , არავის ვუყვარდი, ახლო ადამიანების გარდა, რომლებიც გვერდში მედგნენ, მაგრამ მათი გვერდში დგომა ბევრს არაფერს მმატებდა. მე მაინც თამაში მინდოდა. დედას არ ეცალა, მამა სამუშაოს ეძებდა (როგორც ყოველთვის) და როგორც ყოველთვის, ვერ პოულობდა, მაგრამ მაინც აგრძელებდა. (ვინც ეძებს, ხომ ყოველთვის პოულობს?!). 
ამ იმედით ცოცხლობდა და ცხოვრებას არ უტყდებოდა არც დედაჩემი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოუცლელი იყო და სკოლაში სულ იღლებოდა, მაინც ახერხებდა გაღიმებას და ჩემთან რამდენიმე წუთითაც რომ ყოფილიყო, მე მაინც მეცხრე ცაზე ვიყავი. ერთი სიტყვითაც კი ბევრს ამბობდა, გულში ჩამიკრავდა, მეც გავინაბებოდი და ლოყაზე თათს მოვუსვამდი, შევიფერებდი. ძილის წინ კი ჩავჩუმდებოდი და დიდი შთაგონებით ვუსმენდი დედაჩემის მონათხრობ ზღაპრებს, ვამბობდი, რომ კარგად ვარ, რომ დედამიწაზე ბოროტი ადამიანები არ არსებობენ! მისი მოყოლილი ყოველი ზღაპარი სიყვარულით და სიკეთით იყო სავსე, იქ ბოროტება არ არსებობდა, არ არსებობდა ჩემს გონებაში, არც გულში. იგი ისეთივე წითელი იყო, როგორც სისხლი, რომელიც პატარა ბავშვს ხიჭვის შერჭობისას დაედინება. 
ასე იყო ჩემი გული და მაშინ, როცა ჩემს გულს მოეწყინებოდა ან ეტკინებოდა, დედა მოდიოდა და რამდენიმე ტკბილი სიტყვით ნაღველს სწმენდდა. მეც დავადებდი თავს მკერდზე, გავინაბებოდი და დაველოდებოდი მის სიტყვას, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ მესიამოვნებოდა. ჩემს სიტყვებს არ ვუკვირდებოდი, არც ვასწორებდი, რადგან ვიცოდი, რომ ამას ჩემს მაგივრად დედა გააკეთებდა. ისიც ვიცოდი, რომ, თუკი რამე შემეშლებოდა, ამის გამო არავინ მაწყენინებდა, არც დამცინებდა, არც გამიბრაზდებოდა, უბრალოდ დამარიგებდა და გონზე ასე მომიყვანდა. ვცდილობდი, ვყოფილიყავი დამჯერი, ძალიან საყვარელი, არც ტირილი მიყვარდა, არც ყვირილი, სულ ვმხიარულობდი. დღეს, რატომღაც, ეს სიყვარული ჩემს სახეზე ან წაიშალა, ან მე ვეღარ ვკითხულობ.
სარკეც ვერაფერს მეუბნება, რადგან უკვე გავიზარდე და ვხვდები, რომ მასში ყველაფერი პირიქითაა, სიმართლეს იგი არასდროს ამბობს, ან უბრალოდ ვინმემ მომპარა და სიყვარულსაც მობეზრდა ჩემში ყოფნა, თორემ ისე როგორ წამართმევდნენ, ის ხომ ჩემი სიყვარული იყო. სიყვარული არ არის მხოლოდ გრძნობა, ეს არსია ცხოვრების, ურთიერთობის, ადამიანებს შორის, მისით იწყება და მთავრდება ცხოვრება. თუ არ მთავრდება და მე ვცდები, მაშინ აზრი არ ჰქონია ადამიანის სიცოცხლეს და მისი გულიდან სიყვარული, მართლაც ამოუგლიჯავთ, რაც მისი ბრალი სულაც არ არის. 
თუ ადამიანმა თავი მოიკლა, მაშინ მას მართლაც წაართვეს სიყვარული და იარაღის მჭიდში ჩამალეს ტყვიის სახით, ამ ტყვიით ჰგონია, რომ დაიბრუნებს სიყვარულს და ტვინს, საიდანაც იმართება ადამიანი, შეჰყავს მისი დოზა, მაგრამ როცა ხვდება, რომ ეს ასე არ არის, წინ ურბენს ცხოვრება და ახსენდება ყველაფერი კარგი, რაც კი ჰქონია. უსულოდ დავარდება და მიწას გულის ფრად შეღებავს. მაგრამ ბოლოს მაინც ისე გამოვიდა, რომ როდესაც მას ცხოვრებამ თავი შეახსენა, მარტო ცუდი არ გახსენებია. ძალიან ბევრი კარგიც იყო და სიყვარული მართლაც დაუბრუნდა. თავს სუსტები კი არა, სულელები იკლავენ, რადგან ჰგონიათ, რომ ამით ან საკუთარ თავს, ან სხვას რამეს შესძენენ ან დააკლებენ. ისინი, უბრალოდ იმას აკეთებენ, რასაც სული კარნახობთ. მაშინ, როცა ადამიანი თავს იკლავს, მისი სული ცარიელია სიყვარულისგან. ეს იგივეა-თევზები აკვარიუმში, წყლის გარეშე. სული სიყვარულის გარეშე ბედს ეგუება და სხეულის ვიწრო კუნჭულში მიიმალება, ხოლო მაშინ, როცა იარაღიდან გასროლილი ტყვია მის კლიტეს გატეხს, იგი გაფრინდება, თავისუფლად ინავარდებს ღრუბლებში და თავის სიყვარულს, თავისით იპოვნის. 
იმედი მაქვს, სულს ისე არ დავიმძიმებთ, რომ მასზე დადებული ტვირთი მძიმე იყოს და ნურც ნურავის მისცემთ ამის უფლებას, თორემ თქვენც მოგაკითხავთ ბნელეთის დარაჯი, დიდი ცელით ხელში და თქვენი ცოდვილი და დამძიმებული სულისაგან გაგათავისუფლებთ. მე დავამთავრე. გისურვებთ სიყვარულს!

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა იოანე ოქროპირი - კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+407)
13 (26) ნოემბერი
წმიდა მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე - სამოცდაათთაგანნი (I)
5 (18) ნოემბერი
gaq