|
ირაკლი ანთელავა
ირაკლი გიორგის ძე ანთელავა (დ. 21 თებერვალი, 1912, ზუგდიდი, — გ. 17 მარტი, 1978, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი. საქართველოს (1966) და აფხაზეთის (1961) მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1956).
1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი და 1936 წელს ლენინგრადის ფინანსურ-ეკონომიკური ინსტიტუტი. 1938-1956 წლებში მუშაობდა დ. გულიას სახელობის აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტში. 1938-1954 წლებში შეთავსებით — მ. გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში სსრკ ისტორიის კათედრაზე (1942 წლიდან გამგედ). 1865 წლიდან — ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. საქართველოს ახალი ისტორიის ინსტიტუტის განყოფილების უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1957 წლიდან — გამგედ. 1958 წლიდან შეთავსებით არის თსუ სსრკ ისტორიის კათედრის პროფესორი. ანთელავა მუშაობს XVII-XIX საუკუნეების საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიის, ფეოდალური ურთიერთობის რღვევისა და კაპიტალიზმის გენეზისის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე. ანთელავას ნაშრომს „სახელმწიფო გლეხები XIX საუკუნის საქართველოში“ (სოხუმი, 1955, ტ. 1-2, თბ., 1962-1969, რუსულ ენაზე) მიენიჭა აკადემიკოს ს. ჯანაშიას სახელობის პრემია (1970). დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვა
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | წეთა პანთეონში. |
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge |
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge |
|
|
|