საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება ინგლისურად
იკა ქადაგიძე
 24 მაისს, ალ. ორბელიანის სალონურ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი წიგნის წარდგინება გაიმართა.
 ნორვეგიული წარმოშობის ამერიკელმა მეცნიერმა, თეოფანე, ერიკ ჰალვორსონმა წარმოადგინა ქართულიჰაგიოგრაფიის ბრწყინვალე ნიმუში-, გიორგი მერჩულეს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების ინგლისური თარგმანი, რაც საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კულტურის პოპულარიზაციის გზაზე სერიოზული განაცხადია. 

ახალგაზრდა ამერიკელი მკვლევარის მიერ შესრულებული თარგმანის ხარისხსა და მნიშვნელობაზე ჩინებულმა პროფესიონალებმა. ნანა კუციამ და პაატა ჩხეიძემ ვრცლად და ღრმაზაროვნად ისაუბრეს. ნანა კუციას შესანიშნავი მოხსენება საუკეთესო მაგალითია იმისა თუ რა სახის პუბლიკაციებით უნდა გაგვიცნოს მსოფლიომ. გრიგოლ ხანძთელის, ამ მონუმენტური მოღვაწის ფასდაუდებელი ღვაწლი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების ურთულეს პირობებში დღესაც უნივერსალურ დატვირთვას იძენს და ამიტომ ორმაგად სასიხარულოა, რომ ერიკ ჰალვორსონი ამ საჯილდაო ქვას შეეჭიდა და ქართული კულტურის საამაყო ძეგლი უცხოელებს მშობლიურ ენაზე მიაწოდა. 

ეს მართლაც ღირსშესანიშნავი ფაქტია და სავსებით ვიზიარებ პაატა ჩხეიძის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც ეს ორენოვანი (ბილინგვა) ნაშრომი მთელი მსოფლიოს მასშტაბით უნდა გავრცელდეს, რაც საშური საქმეა. 

ამერიკელმა მეცნიერმა სერიოზულ თარგმანს ნიქოზში გადაღებული ულამაზესი ფოტოკოლაჟი დაურთო, ხოლო ღონისძიების დასასრულს ქარ
თეოფანე ერიკ ჰალვორსონ
თული სიმღერებით საბოლოოდ მოგვხიბლა. ღმერთმა გვიმრავლოს ამგვარი სითბოთი და სულიერებით გამსჭვალული უცხოელი მეგობრები, რომელთათვისაც საქართველო მხოლოდ გასტრონომიით არ შემოიფარგლება და მისი თვითმყოფადობის შემეცნება ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლისა და უზარმაზარი მოღვაწის, გრიგოლ ხანზთელის სხივმოსილი საქმიანობით იწყება! 
ვიმედოვნებ, რომ ეს შესანიშნავი ნაშრომი საერთაშორისო სარბიელზე გზას ღირსეულად გაიკვალავს, ხოლო ჩვენ, კეთილგანწყობილ მეცნიერს მხარში ამოვუდგებით ქართული კულტურის საოხად და გასაძლიერებლად!
იკა ქადაგიძე
როსტემ ჩხეიძე და თემურ ქორიძე
ვახტანგ ბახტაძე

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა იოანე ოქროპირი - კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+407)
13 (26) ნოემბერი
წმიდა მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე - სამოცდაათთაგანნი (I)
5 (18) ნოემბერი
gaq