საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

სევარიონ ნადირაძის წიგნის წარდგინების რეპორტაჟი
იკა ქადაგიძე

25 მაისს, მწერალთა სახლში ჩვენი დროის საუკეთესო პოეტის, სევარიონ ნადირაძის ახალი წიგნის“ორი ბანქოს კაცის“ წარდგინება გაიმართა. ოც წელზე მეტია სევარიონ ნადირაძის მრავალფეროვნი შემოქმედება ინტელექტუალ და გემოვნებიან მკითხველს ნამდვილ სიხარულს განაცდევინებს . სწორედ ამიტომ რაფინირებულ, ღრმადფილოსოფიურ და თვითმყოფადი ხელწერით აღბეჭდილი ლექსების უმრავლესობას წიგნის რედაქტორმა, ჩინებულმა ლიტერატორმა და ორატორმა, თემურ ქორიძემ შედევრები უწოდა. 

საღამოს გაძღიოლისას შესავალ ნაწილში იმ არასწორ მწერლურ პოლიტიკაზე გავამახვილე ყურადღება,რომლის გამოისობითაც კულტურის სამინისტრო ეროვნული მწერლების იგნორირების ხარჯზე საკუთარი ქვეყნისა და ტრადიციების მაგინებელ გრაფომანებსა და კეთილდღეობის მაძიებელ მწერლებს ხელს უწყობს,რაც შინ და გარეთ მაკულატურის გავრცელებას განაპირობებს. უხვად პრემირებული გრაფომანების დაფინანსება და საეჭვო ღირებულების ჟურნალ-გაზეთებში მათი მუდმივი გაპიარება, აგრეთვე, საერთაშორისო წიგნის ბაზრობებზე ანტილიტერატურული „პროდუქციის“ წარდგენა და თარგმნა ამ პროცესს საგანგაშო დატვირთვას სძენს,რადგან ამით უპირველესად მრავალსაუკუნოვანი ქართული მწერლობის ავტორიტეტი ილახება და განათლებულიი ევროპელების თვალში მედროვეების მიერ აღწერილ ქართველებს უღირსი, ყველაფრის მკადრებელი ბარბაროსების იმიჯი ექმნებათ. ამ აქტუალური თემის გაშუქების ფონზე არ დამვიწყებია დიდი ხნის მეგობრისთვის მიძღ
ვნითი ლექსი საჯაროდ წამეკითხა.სევარიონ ნადირაძის პოეზიაში რაფინირებული ლირიკის გარდა მძაფრი ნაკადი შემოდის,რომელსაც ავტორი დონ კიხოტის ლამანჩური შუბის ასოციაციას უწოდებს,რაც მართალი სიტყვის დაცვითაა განპირობებული და ნამდვილი პოეტის მრწამსს გამოხატავს.“იყო პოეტი,აუცილებლად ნიშნავს იყო პროტესტანტი!“ იოსიფ ბროდსკის უნივერსალური დევიზი მუდამ ძალაშია თუ მწერლობას უანგაროდ ემსახურები .ორმაგად სასიხარულოა ,რომ გამორჩეულმა ლიტერატორებმა სევარიონ ნადირაძის პიროვნული თვისებები მისი პოეზიის მსგავსად მაღალი ნიშნულით შეაფასეს. რეზო (ემელიანე) ადამიამ, ერეკლე საღლიანმა, მიხეილ ღანიშაშვილმა, ქეთევან დოლიძემ, ქეთევან შენგელიამ და ვანო სურგულაძემ სევარიონ ნადირაძის შემოქმედების დახასიათებისას პოეტის ეროვნული პოზიცია გამოკვეთეს.

სამეფო კლუბის ხელმძღვანელმა, გია მამალაძემ წიგნის ავტორს კლუბის სახელით საპატიო სიგელი უსახსოვრა. დარბაზი დიდი ინტერესით შეხვდა ბაგრატიონების გამოჩენას,აქვე იმას დავძენ,რაც საჯაროდ აღვნიშნე:სასურველი იქნებოდა ბაგრატიონს საზოგადოებისთვის ქართულ ენაზე მიემართა(მან მისალოცი სიტყვა ინგლისურად წარმოთქვა. ცნობისთვის, ბაგრატიონების დინასტია მსოფლიოში თავისი ხანგრძლივი მმართველობით მხოლოდ იაპონურ დინასტიას ჩამოუვარდება) ჩვენთვის ხომ სამეფო საგვარეულო ძველთაგანვე ეროვნული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების სიმბოლოდ მოიაზრება.

დიდი ხანია მწერალთა სახლს სიტყვის ამგვარი შთა
მბეჭდავი ზეიმი არ ახსოვს, რადგან ბოლო დროს ამ ისტორიულ შენობაში ლიბერასტებად გარდასახული ფსევდოავანგარდების მხარდამხარ ეროვნულ მწერლობას მიტმასნილმა „პატრიოტ“ დილეტანტებმა ერთიმეორეზე უშინაარსო, მდარე და უგემოვნო ღონისძიებების გამართვას მოუხშირეს. საღამოს საოცარი მუხტი შესძინა ამერიკაში მცხოვრები ალმა მაკაძის შესანიშნავმა სიურპრიზმა. იგი სევარიონ ნადირაძის პოეზიის დიდი მოტრფიალეა. ამ გულთბილი ქალბატონის მიერ გამოგზავნილი ტორტით სუფრასთან საუცხოოდ მოვილხინეთ. ბედნიერებაა, როდესაც რჩეულ პოეტს რჩეული გარემოცვა ამშვენებს, რადგან ნამდვილი ხელოვანი ესოდენ გაიშვიათებული ერთსულოვანი პატივისცემისა და გაგების თანმხლებ სითბოსა და დაფასებას აუცილებლად იმსახურებს.
დასასრულ, ამერიკიდან შეკვეთილი ტორტის ამბავი პოეტურად გასრულდა. ერთ რამედ ღირდა იმის ხილვა, როდესაც პოეტის მეუღლემ პოლიციელებს, გადაკეტილ ქუჩაზე მანქანის გამოსაყვანად რომ გაგვატარეს, მადლიერების ნიშნად ტორტის ნაჭრები გულითადად უწილადა. ამ ჟესტმა ქართული ხასიათის ის შტრიხი გამოვლინა, რომელსაც შინ და გარეთ რატომღაც გააფთრებით ძირკვავენ, არადა აქამდე სწორედ ამან მოგვიყვანა და გაგვაძლებინა! დაუვიწყარი შეხვედრის ფინალი ცხადყოფს, რომ პოეტური სულისკვეთება მარადიულია და ის ცხოვრებასაც ისევე ალამაზებს, როგორც სცენას, რომელსაც გულიდან ამოხეთქილი პოეტური შთაგონების გარეშე ელფერი ეკარგება.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა იოანე ოქროპირი - კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+407)
13 (26) ნოემბერი
წმიდა მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე - სამოცდაათთაგანნი (I)
5 (18) ნოემბერი
gaq