საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ინტერვიუ ნოდარ ტაბიძესთან
ნოდარ ტაბიძე გვეუბნება, რომ სამი მწვერვალი არსებობს ქართულ ლიტერატურაში, ეს არის: რუსთაველი, ვაჟა და გალაკტიონი. სწორედ ეს სამი ადამიანი მიაჩნია მას ქართულ პოეზიაში უბრწყინვალესად. იგი არასოდეს წერს `დიდი გალაკტიონი~, იგი თვლის, რომ გალაკტიონი თავად არის მეტაფორა, ეპითეტი. ბევრი რამ დაწერილა გალაკტიონზე. თავად ნოდარ ტაბიძემ 5 წიგნი მიუძღვნა გალაკტიონს, მან ისეთი ფაქტები და მოვლენები წამოწია წინა პლანზე, რომელთა გახმიანებაც სხვებს არ შეუძლიათ. ბატონი ნოდარისთვის გალაკტიონი არის კოსმოსიდან მოსული პიროვნება, ამიტომ ამ გენიის შეფასება ჩვეულებრივ მოკვდავთა თვალთახედვით მას ცოტა უცნაურადაც კი ეჩვენება. ამჯერად მისი უპირველესი ამოცანაა ფაქტების დაგროვება. იგი ამბობს, რომ გენიოსის ცხოვრება შელამაზებას კი არ მოითხოვს არამედ ახსნას, ამ შემთხვევაში კი უმთავრესია ფაქტების დაგროვება.

- რამდენი წლის იყავით როდესაც გალაკტიონი გარდაიცვალა?

- გალაკტიონი რომ გარდაიცვალა მე მაშინ 27 წლის ვიყავი, ბოლო 12 წელი მასთან ვცხოვრობდი... ამასწინათ გადავხედე ძველ დღიურებს და არც კი მახსოვდა, იმდენი ჩანაწერი მქონია. ალბათ ეს მასალები თავს მოიყრის ჩემი ტეტრალოგიის მე-4 ტომში. 

ზოგჯერ ცუდ განწყობაზე რომ ხარ, კარგი ლექსი გაგახსენდება, ან კარგი მუსიკის ჰანგები და უცბად მაღლდები...

გალაკტიონი იმდენად დიდია, რომ თაობებს ეყოფა!..

- ბატონო ნოდარ, როგორი იყო გალაკტიონი ნათესავებ
თან ურთიერთობაში?

- ნათესავებთან დამოკიდებულებაში გალაკტიონი იყო ურთულესი, ძალიან შორს იყო ყველა ნათესავისაგან. ანტიპოდები იყნენ ის და ტიციანი, ტიციანი ზრუნავდა ნათესავებზე, სოფელზე, მამულზე, გალაკტიონი კი არა. განა იმიტომ, რომ მას არ უნდოდა, არამედ იმიტომ, რომ იგი სხვა სამყაროში დაფრინავდა, ამიტომ გალაკტიონს ამას ნაკლად ნუ ჩავუთვლით.გალაკტიონს მეგობრებიც არ ჰყავდა. იგი იყო ურთულესი ბუნების ადამიანი. იმ წლების მანძილზე, რაც მე გალაკტიონთან ვცხოვრობდი, არ მახსოვს, ჩვენთან სტუმარი მოსულიყოს. მის კაბინეტშიც ვერავინ შევიდოდა.

ზოგჯერ გვინდა, რომ გალაკტიონი სხვადასხვაგვარად წარმოვსახოთ და ლეგენდები იქმნება. ალბათ გახსოვთ, გავრცელებულია ერთ-ერთი სიტუაციის აღწერა, რომ ერთხელ გალაკტიონი დუქანთან მივიდა, მოითხოვა ლუდი და არაყი. ოთხი ჭიქა გაავსეს. გალაკტიონმა ჩააპირქვავა ჭიქა, მოისვა წვერზე ხელი და თქვა: `ასე აჯობებს, მთვრალი ვეგონები ხალხსო~. ეს არის ლეგენდა, რომელიც შეთხზა ხალხმა. გალაკტიონი დაავადებული იყო. რომ დაიწყებოდა ეს საშინელი სიტუაცია, ის დილიდან საღამომდე სვამდა. ამ დროს ერთი ჭიქა საკმარისი იყო, რომ დამთვრალიყო. ერთადერთი გზა იყო მისი სამკურნალო კომბინატში მოთავსება. წავიყვანდით იქ, დავაწვენდით და გამოკეთდებოდა - ერთ წვეთს არ დალევდა ამის შემდეგ, მაგრამ მერე ისევ აწყენინებდნენ, გააბრაზებდნენ და ისევ იწყებდა სმას.

ერთხელ რუსთაველზე მივდივართ და ნახევრად მთვრა
ლი კაცი გამოჩნდა, დაუძახა გალაკტიონს და ანიშნა ოდეკოლონზე, რომელიც პიჯაკში ედო, გალაკტიონი კი სწრაფად გამობრუნდა და დააღწია თავი.

აი, გალაკტიონი ისევ ცუდად იყო... 17 მარტს მითხრა: არა მგონია, ადგილი ჰქონდეთ, მაგრამ კარგს იზამ თუ გამომყვები საავადმყოფოშიო. მეც დავეთანხმე, ჩავაცვი პიჯაკი, მანქანა გავაჩერეთ და წავედით. რომ მივუახლოვდით საავადმყოფოს, გალაკტიონმა უთხრა მძღოლს: `გარეკე!~ და გავაგრძელეთ გზა, შემდეგ გადავიდა, დალია არაყი, მიაყოლა ჯონჯოლი, ჩაილაპარაკა: `არ გამოვცოცხლდი კაცი?!~ ამის შემდეგ რუსთაველისაკენ გავემართეთ. გზაში მძღოლს ესაუბრება:

- შვილები გყავს?

- დიახ, ორი და მალე შვილიშვილსაც ველოდები.

- ჰოდა, უთხარი შენს შვილებს, რომ გალაკტიონი ნახე. იცი, როგორ ვუყვარვარ ახალგაზრდობას?

ყელმოღერებული ლაპარაკობდა...

წავიდეთ, იქნებ იყოს ადგილი, - ვუთხარი მე და საავადმყოფოსკენ გავემართეთ. მივედით. ნაცნობი ექიმები გადაეხვივნენ გალაკტიონს და უთხრეს: "დღეს ადგილი არ გვაქვს".

  18 მარტს დილით ისევ ვკითხე: როგორ ბრძანდებით? მან კი მიპასუხა: არა მიშავს რა, - თან ხელებს იფშვნეტდა. უკვე ისეთ დღეში იყო, რომ წინააღმდფეგობის გაწევის თავიც კი აღარ ჰქონდა. შეგვხვდა ნაცნობი ექიმი და უთხრა გალაკტიონს: მალე მოვა შენი ძმაკაცი კალე (მთავარი ექიმი) და აუცილებლად აღმოგიჩენს ადგილს. ვდგავართ ბატონი კალეს კაბინეტის წინ. აი, მოვიდა მთავარი ექიმიც:

- რა დაგემართა გალაკტიონ?

- ვკვდები... გრიპი... გაციება... სურდო (რაღა თქმა უნდა, ყველაფერი არ დაასახელა)...

- გიშველი რამეს, ახლავე ავალ და გიშოვი ადგილს.

მართლაც აღმოჩნდა ადგილი. შევიყვანე გალაკტიონი ოთახში, ჩავაცვი საავადმყოფოს ტანსაცმელი, გამოვედით ვესტიბიულში და ვხედავთ მწერალთა დელეგაცია მოდის, შალვა დადიანის ნეშტი უნდა გადაასვენონ მთაწმინდაზე. ერთადერთი, ვინც დელეგაციას გამოეყო, იყო ირაკლი აბაშიძე, ანუგეშა გალაკტიონი და წავიდა. სხვა არც ერთ მწერალს გალაკტიონისკენ არ მოუხედავს.

გალაკტიონმა გამომშვიდობებისას მომცა დავალებები და წამოვედი. მოვედი სახლში და ორ საათში გაისმა ავბედითი წკრიალი ტელეფონისა: "გალაკტიონი აღარ არის"...

   რა თქმა უნდა, ძალიან უნდათ, ყველამ ჩათვალოს, რომ გალაკტიონმა თავი მოიკლა, მაგრამ არავის უყვარს სიცოცხლე ისე, როგორც გალაკტიონს უყვარდა. ეს ავადმყოფობა საშინელი რამ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოდიხარ - ბურანი იქმნება. სწორდ ამ დროს უნდა სიფრთხილე, რომ საშინელება არ ჩაიდინოს კაცმა, გონება ვერ არის თავის რიგზე....გალაკტიონი იხდის ხალათს და დებს. ლოგიკურად იბადება კითხვა: რატომ არ გადახტა ხალათიანი? მე მაქვს ამის ჩემებური ახსნა - ამ დროს მას ქვემოთ ესახება ზღვა. იხდის და უნდა, რომ შეცურდეს ზღვაში. გალაკტიონს თავი არ მოუკლავს, ეს არ ყოფილა თვითმკვლელობა. ჯერ კიდევ ბევრი რამ არის ასახსნელი გალაკტიონ
თან დაკავშირებით, არა მარტო პოეზიაში, არამედ ცხოვრებაშიც. მე ძალიან ვეტანები ლეგენდებს, რადგან ეს არის საზოგადოების წარმოსახვაში დიდი მოღვაწის წარმოჩენა, ეს არის ხალხის დამოკიდებულება. ყველაფერს ვიწერ და სწორედ ამიტომ, ჩემზე დიდი არქივი გალაკტიონისა არსად არსებობს. ვალდებული ვარ კიდეც...

- ცოტა რამ გვიამბეთ მის შემოქმედებით ლაბორატორიაზე.

- გალაკტიონი იყო უდიდესი შრომისმოყვარე, შეეძლო ზუსტად 22 საათი ემუშავა. ეს იშვიათობაა. ნახავ გალაკტიონის ხელნაწერებს და გაოგნდები, იმდენჯერ აქვს გადახაზული ფრაზები. შემდეგ ისევ უბრუნდებოდა ამ ლექსს და ხვეწდა, მაგრამ დიდი ოსტატის გამარჯვება ის არის, რომ იმგვარად დახვეწავს ლექსს, რომ ვერ მიხვდები, ეს თუ ამდენი ,,სწორებისშედეგია.

- როდესაც გალაკტიონზე ფიქრობთ, პირველი რა იხატება თქვენს გონებაში, როგორ ჩნდება გალაკტიონი?

- გალაკტიონი ჩნდება ურთულეს პიროვნებად, რომელსაც ვუყურბ, მინდა შევიმეცნო და ვერ ვახერხებ. გალაკტიონმა, უპირველეს ყოვლისა, მასწავლა ერთი რამ - მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის რწმენა! აგრეთვე ის, რომ ადამიანი უნდა იყო მიმტევებელი და გიყვარდეს პოეზია.

ამასწინათ ვიყავი მუზეუმში, სადაც გალაკტიონის ტვიანია დაცული. ძალიან ავღელდი, გამახსენდა ძალიან ბევრი რამ... რა არის მარტო ტვინი? ფაქტიურად არაფერი, მაგარამ ეს ძალიან კარგია, უნდა შევინახოთ გენიოსის ტვინი. კაცმა არ იცის, მერე რა კუთხით მივუდგებით ამას და
რას დავამუშავებთ. 
 და ბოლოს, გალაკტიონს არ უნდა შელამაზება, გალაკტიონი იმდენად დიდია, რომ მას ახსნა უნდა!

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი მაკარი იღუმენი (+დაახლ. 830)
1 (14) აპრილი
მარიამ მეგვიპტელი
მარიამ ეგვიპტელი აღესრულა 522 წელს. დიდმარხვის მეხუთე კვირას მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს.
gaq