საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ალექსანდრე (ალი) არსენიშვილი
ალექსანდრე (ალი) ილიას ძე არსენიშვილი (დ. 1892, სოფ. დაბაძველი, ახლანდელი ტყიბულის მუნიციპალიტეტი — გ. 14 ნოემბერი, 1939, თბილისი) — ქართველი კრიტიკოსი და მთარგმნელი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1913 წლიდან აქვეყნებდა ლიტერატურულ წერილებს რუსულ და ქართულ პრესაში. 1918 წლიდან „ცისფერყანწელებს“ მიემხრო. 30-იანი წლების დასაწყისში არსენიშვილი მარქსისტულ-ლენინურ ესთეტიკურ პოზიციაზე დადგა. არსენიშვილის წერილებში, რომლებიც გამოირჩევა ერუდიციითა და ფაქიზი გემოვნებით, განხილულია ქართველი, რუსი და უცხოელი მწერლების შემოქმედება, ესთეტიკური საკითხები. არსენიშვილმა თარგმა პ. მერიმეს, თ. დრაიზერის და სხვა ნაწარმოებები.
მის სახელს უკავშირდება საქართველოში ანჩისხატის ეკლესიის გადარჩენა. იმ დღეს, როდესაც კომუნისტებს უნდა დაეწვათ ეკლესია, არსენიშვილი შევიდა შიგნით ერთი მატრასით, კარები ჩაკეტა შიგნიდან და ეკლესიაში მანამდე დარჩა, ვიდრე ადგილობრივ კომუნისტებს არ გადაათქმევინა ეკლესიის დაწვა.
არსენიშვილმა თავის ახალგაზრდობაშივე ჩამოაყალიბა თბილისში მუზეუმი, სადაც ინახებოდა მაშინდელი ქართული კულტურის სხვადასხვა ექსპონატი.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა კირილე ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი
9 (22) ივნისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა კირილეს, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსის (+444) ხსენების დღეს.
ღირსი ანდრია (რუბლიოვი) - ხატმწერი
17 ივლისს არის ხსენება ღირსი ანდრია რუბლიოვის - რუსი ხატმწერის. იგი დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით.
gaq