საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

წყურვილის სიცოცხლისა
გაიოზ მამალაძე
გადმობეჭდილია: http://www.biblioteka.litklubi.ge/view-nawarmoebi.php?id=1708 

1853 წლის 30 მარტს ნიდერლანდების სამხრეთში, სოფელ გროტ-ზიუნდერტში დაიბადა დიდი  ვინსენტ ვილამ (უილიამ) ვან გოგი (Vincent Willem van Gogh).

ვან გოგის ცხოვრების შესახებ ჩემმა თაობამ გაიგო ირვინგ სტოუნის წიგნიდან "წყურვილი სიცოცხლისა", რომელიც 1970-იან წლებში გამოვიდა ქართულად. მაშინ ყმაწვილები ვიყავით და ყველას გულში ჩაგვწვდა ვინსენტის განცდები. “ამათ ჰგონიათ, რომ ხატვამ გამაგიჟა. შეიძლება ასეცაა, რადგან მხატვარი იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებსაც მეტისმეტად შთანთქავს თვალით დანახული.“ (დღესაც ვერ მომინელებია, ვიღაცას ვათხოვე ის წიგნი, დამავიწყდა ვის და აღარ დამიბრუნა). ვინსენტის შემოქმედება ერთი დიდი წყურვილი იყო სიცოცხლისა, რომელიც აღსრულდა და მარადიულ ცხოვრებად იქცა მისი შემოქმედებისათვის. 

ვინსენტ ვან გოგის მამა თეოდორ ვან გოგი პროტესტანტი პასტორი იყო, დედა ანა კორნელია კარბენტუსი, პატივცემული ჰააგელი წიგნის მკაზმავისა და გამყიდვლის ქალიშვილი. ოჯახის შვიდი შვილიდან ვინსენტი მეორე იყო, პირველი დაბადებისთანავე გარდაიცვალა. პაპის სახელი დაარქვეს, რომელიც პროტესტანტული ეკლესიის ღვთისმეტველი გახლდათ.
ვინსენტმა 1860 წელს დაამთავრა სოფლის სკოლა. შემდეგ სახლში ასწავლიდნენ. 1964 წელს გაემგზავრა ზევენბერგენში, ინტერნატში სასწავლებლად. იქ ძალიან გაუჭირდა ბავშვს. 1
966 წელს თილბურგში უილიამ II კოლეჯში განაგრძო სწავლა. კარგად სწავლობდა ფრანგულს, ინგლისურს, გერმენულს. ასწავლიდნენ ხატვას.

1868 წელს მიატოვა სწავლა და შინ დაბრუნდა. მალე მუშაობა დაიწყო ბიძის სამხატვრო-სავაჭრო ფირმაში Goupil & Cie. ისწავლა დილერობა. 1873 წელს გადაიყვანეს ლონდონში. ხელოვნების ნიმუშებთან კავშირის შედეგად კარგად გაერკვა მხატვრობაში. დადიოდა მუზეუმებში. საკმაოდ კარგი ანაზღაურება ჰქონდა. ლონდონში შეუყვარდა სახლის დიასახლისის გოგონა, რომელმაც უარი უთხრა. სიყვარულში წარუმატებლობამ ძალიან ატკინა გული.

გული აუცრუვდა სამუშაოზე და რელიგიის შესწავლა დაიწყო. გააგზავნეს პარიზში, ისევ დაბრუნდა ლონდონში... სამსახურიდან დაითხოვეს, რასაც სიამოვნებით შეხვდა. შემდეგ უხელფასო პედაგოგად მუშაობდა ინგლისში. მერე გადაწყვიტა მამის გზას გაჰყოლოდა. 1878-1879 წლებში გააგზავნეს მისიონერად ბორინაჟში (ბელგია).

მისიონერობის პერიოდში გაეცნო მაღაროელებისა და გლეხების მძიმე ცხოვრებას. ნელ-ნელა გული აუცრუვდა რელიგიური მოღვაწის კარიერაზე და ხატვის შესწავლა გადაწყვიტა. ისმენდა ლექციებს ბრიუსელისა და ანტვერპენის სამხატვრო აკადემიებში. თან გატაცებული ხატავდა უბრალო ადამიანებს, მაღაროელებს, ხელოსნებს, გლეხებს, მეთევზეებს, მათ საქმიანობას, ყოფას...

1886-1888 წლებში პარიზში ცხოვრობდა ძმასთან, რომელიც პარიზის ერთ-ერთი გალერეის დირექტორი იყო და ყველაფრით ეხმარებოდა ვინსენტს. სწ
ავლობდა კერძო სტუდიაში. გატაცებული იყო იმპრესიონისტების პლენერული ფერწერით (პლენერი ნიშნავს ბუნებრივი განათების, ჰაერის, გარემოს გადმოცემას სურათში. პლენერულ ფერწერას საფუძველი ჩაეყარა მხატვრების ღია ცის ქვეშ მუშაობის შედეგად. მათი მიზანი იყო, რაც შეიძლება, საფუძვლიანად აღებეჭდათ ბუნების რეალობა). სწავლობდა იაპონურ გრავიურას. პარიზში ცხოვრებისას დაუმეგობრდა ტულუზ-ლოტრეკს და გოგენს. ამ პერიოდიდან მისი ნამუშევრები უკვე მოკაშკაშე, მზით გაცხოველებული ფერებითაა სავსე.

1888 წელს ვინსენტი გაემგზავრა საფრანგეთის სამხრეთში, არლში. მზით სავსე არლში ინტენსიურად და ნაყოფიერად მუშაობდა. თუ არ ვცდები, გრიგოლ რობაქიძე ამბობდა, რომ ზაფხულში, მზით განათებული შუადღისას თითქოს ბუნება წამით იძინებსო (ასევეა შუაღამისას). ალბათ, ზაფხულის შუადღის (თუ შუაღამის) ეს ძილის წამი ბევრს შეგვიგრძვნია. ალბათ, ასეთია ვინსენტ ვან გოგის კაშკაშა ფერები. მაგრამ, ამის ფუნჯით გადმოცემას მის მეტი ვინ შეძლებდა.

არლში ვინსენტი ფსიქიკურად დაავადდა. ალბათ აბსენტის, ძალიან ძლიერი ალკოჰოლური სასმელის ბევრი მიღებისაგან. თუმცა, მისი ყურის ბიბილო, ჩემი აზრით, არა სიგიჟის, არამედ უზარმაზარი სიყვარულის სიმბოლოა. მკურნალობდა არლის, სენ-რემის და ოვერ-სიურ-უაზის საავადმყოფოებში. ამ უკანასკნელში თავი მოიკლა.

პატარა ბავშვების (არც ძალიან პატარების) ნახატებს თუ დავაკვირდეთ, ხშირად ისეთ (ერთგვარად უცნაურ) ფერებს (შე
ხამებას) და ფორმებს წავაწყდებით, ვინსენტ ვან გოგის ზოგიერთ ნახატზე რომ ვნახავთ (მიახლოებით, რა თქმა უნდა). ვინსენტი უმანკო წარმოდგენების, სინათლის, მზის ცხოველმყოფელი სიცოცხლის გარდამავალ და გამძაფრებულ ფერებში ცხოვრობდა, როგორც პატარა უმანკო ბავშვი. მას სხვა სამყარო ჰქონდა, ნათელი და გასხივოსნებული, სრულიად ნამდვილი, ისეთი ნამდვილი, რომ მარადიულად იქცა.

სწორედ ამით ჰგავს ხელოვანი სამყაროს შემოქმედს. დიდი ხელოვანის შექმნილი რჩება სამუდამოდ. ულამაზესია და ბუნებრივი მისთვის - ხელოვანისთვის და ხელოვნების მოყვარულთათვის. ისევე, როგორც ჩვენთვის და ჩვენი სამყაროსთვის ბუნება. სწორედ ასეთია პოსტიმპრესიონიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ვინსენტ ვან გოგის ხელოვნება.

როგორც მახსოვს, ვინსენტ ვან გოგის ნახატი "კარტოფილის მჭამელები" თავიდან ქართულ სინამდვილეში ითარგმნა როგორც "კარტოფილიჭამიები". ეს სახელწოდება (ორივე ვარიანტი) ირონიული შეიძლება გვეგონის ერთი წამით. მაგრამ იმ ადამიანების სახეები არასოდეს ამოგივა მეხსიერებიდან. მათთან ერთად თითქოს გიწვალია, გიშრომია, გიტანჯია და მერე მოხარშულ კარტოფილს, ერთადერთ საკვებს, დასცხრომიხარ სიღარიბეში, როგორც ციურ მანანას. ის სიბრალული არ შეიძლება ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე არ გაჰყვეს. ასეთი იყო ვინსენტი.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი მაკარი იღუმენი (+დაახლ. 830)
1 (14) აპრილი
მარიამ მეგვიპტელი
მარიამ ეგვიპტელი აღესრულა 522 წელს. დიდმარხვის მეხუთე კვირას მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს.
gaq