საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

„ყოველთვის ვგრძნობ ჩემი დიდი ბაბუის ზეციურ მფარველობას...“
ლელა ჩხარტიშვილი
წმინდა დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე

ახალმოწამენი

 

საფიჩხიის ტყეში დახვრეტილ სასულიერო პირებს შორის  იყო დეკანოზი  გერმანე ბესარიონის ძე ჯაჯანიძე (1869-1924წწ).  იმ ხუთთაგანი, სასტიკად ნაგვემნი და თოკით ერთმანეთზე გადაბმულნი, 1924 წლის აგვისტოში რომ დახვრიტეს, ხოლო შემდეგ ტყვიანასროლებსა და ჯერაც ცოცხლებს მიწა მიაყარეს.

საქართველოს ჩეკას "სრულიად საიდუმლო" სიაში, რომელშიც ე. წ. აგვისტოს ავანტიურაში მონაწილეობისთვის დახვრეტილნი არიან აღნუსხულნი, საარქივო საქმის 1627-ე ნომრით ირიცხებიან: ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი ლეჟავა, 56 წლის; მღვდელი გერმანე ჯაჯანიძე, 56 წლის; მღვდელი იეროთეოზ ნიკოლაძე, 59 წლის; დიაკვანი ბესარიონ კუხიანიძე, 53 წლის და მღვდელი სიმონ მჭედლიძე, 60 წლის.

მათ არ გაიხადეს ანაფორა, არ უარყვეს ქრისტე, არ უარყვეს ეკლესია, არ უარყვეს ჭეშმარიტი რჯული...

ბნელი და ღრუბლიანი ღამე იყო. კრებულის წინამძღვარს, დეკანოზ ვასილ დოლაბერიძეს, ბორკილები დაგვადეთო, უთხოვნია. სად ვიშოვოთ რკინის ბორკილები, საბჭოთა ქვეყანაში ბორკილებს არ ადებენო, მიუგიათ. ბაწრები ხომ იშოვება, - უთქვამს მამა სიმონ მჭედლიძეს, - ბაწრით გადაგვაბით და ისე წაგვიყვანეთო. თითქოს იმისთვის ითხოვდნენ ამას, გაქცევა არ დაეწამებინათ და არ დაეხოცათ, ქვეშეცნეულად კი ქრისტეს მოწამებრივ გზას ჰბაძავდნენ წმინდა მამები.

ძალით აყარეს და გზას გაუყენეს. და მართლაც, "თუ ვინმემ გაქცევა დააპიროს, ესროლეთო", - დაიძახა მილიციის უფროსმა. თემის საბჭოს თავმჯდომარე, 28 წლის პარტიული ახალგაზრდა, განსაკუთრებით აქტიურობდა, ჯავრობდა და რევოლვერით იმუქრებოდა: "ახლავე დაგხოცავთ და გაგათავებთო" (სწორედ მისი ჩვენება აღმოჩნდა გადამწყვეტი განაჩენისთვის - ეკლესიის კურთხევა საბაბი იყო, მთავრობის საწინააღმდეგო არალეგალური კრების მოწყობის მიზნით გამოგონილიო).

შუაღამეს კარგად იყო გადაცილებული, ტუსაღები ერთ ხელის გულის ოდენა ოთახში რომ დაამწყვდიეს. არ გასულა ნახევარი საათი და იქვე შეიყვანეს მიტროპოლიტი ნაზარიც, ფეხშიშველი, თავშიშველი, უპერანგო. ნაწამებ მწყემსმთავარს შიშველ მხრებსა და ზურგზე ჩალურჯებული ნაჭდევები და ღარები ჩასდევდა.

"...თუ ნებით არ წამოგვყვებოდა მიტროპოლიტი, წინასწარ

წმინდა ახალმოწამეთა ხატი
დავამზადეთ ურემი, რომლის საშუალებით უნდა წამოგვეყვანა", - წერს მილიციის უფროსი თავის ჩვენებაში. მასუბრძანებია, მიტროპოლიტი ურემზე ძალით დაესვათ: "ტიტველი დავსვით ურემზე, იქაც ვეცადეთ, ტანზე ჩაგვეცმია, მაგრამ ვერც იქ ჩავაცვით, - ირწმუნებოდა მილიციის უფროსი, - არ გაჩერდა ურემზე, ამბობდა, შემკარით ბაწრით, მე  მინდა, მაწამოთ ისე, როგორ აწამეს იესო ქრისტე, რადგან მე ვარ მოსული თქვენს მოსარჯულებლადო... რადგანაც ხელით ვერ შევძლებდით წაყვანას, შევკარით ბაწრით და დავაწვინეთ ურემზე. გზაში ყვიროდა: "მე ვარ ქრისტე ღმერთის მორწმუნე. მაწამებენ ურჯულო კომუნისტები, როგორც აწამებდნენ ურჯულოები თვით ქრისტესო".

გზად ვინმე ცხადაძის სახლში გაიარეს, სადაც მღვდელი პოლიევქტი ვარდოსანიძე ეგულებოდათ და ისიც ნაზარს მიუსვეს გვერდით...

...თენდებოდა, როცა სიცივისაგან აკანკალებულ მიტროპოლიტს მღვდლების თხოვნით სამოსელი მოუტანეს.

გამთენიისას კანცელარიის წინ მორწმუნეებმა მოიყარეს თავი. ეკლესიის საკურთხებლად მღვდლების გათავისუფლებას მოითხოვდნენ, მაგრამ რომ გაიგეს, ჩეკაში იგზავნებიანო, შეშინებულები დაიშალნენ.

ორშაბათს, 4 აგვისტოს, მიტროპოლიტი ნაზარი დაკითხეს და მთელიკრებული "ნებადაურთველი კრების მოწყობის" ბრალდებით ქუთაისში გადააგზავნეს. იქ საქმე გამოსაძიებლად გადაეცა ქუთაისის მაზრის პოლიტბიუროს პ/პ რწმუნებულის თანაშემწეს, რომელმაც 6 აგვიტოს დაკითხა პატიმრები. როგორც საარქივო მასალებიდან ჩანს, მას დაკითხვები დაუსრულებია 18 აგვისტოს, ხოლო ფერისცვალების დღეს, 19-ში, როცა მიტროპოლიტი ნაზარი თავისი სამღვდელო კრებულითურთ, ჩვეულებრივ, სადღესასწაულო წირვას აღავლენდა ხოლმე, ქუთაისის საკათედრო ტაძარში ღვთის მსასოებელი ერისთვის გამოტანილ იქნა დადგენილება: "მე, ქუთაისის მაზრის პ/ბ პ/პ რწმ. თანაშემ. შონიამ, განვიხილე რა საქმე #590 ბრალდების გამო ქუთათელი მიტროპოლიტი ლეჟავა ნაზარის, დეკანოზ ჯაჯანიძის გერმანესი, მღვდელ ვარდოსანიძე პოლიევქტისა, პროტოდიაკონ კუხიანიძე ბესარიონისა, მთ/დ მღვდელ სვანიძე ისიდორესი, ბრალდებები: სვირის რაიონის როდინოულის თემის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე წინააღმდეგობის გაწევის, ხელისუფლებისა და კომპარტიის ლიდერების გინებაში, რა წინააღმდეგობით აიძულეს მთავრობის პირები

დეკანოზის ვაჟი მიხეილ ჯაჯანიძე მეუღლესთან, მარია ჰერცფელდთან ერთად.
ჩაედინათ ნებადაურთველი და გადაჭარბებული მოქმედებები მთავრობის წარმომადგენლებს, რა... საქმეც კვლევა-ძიების და წინასწარი გამოძიებით გამორკვეულია სავსებით, - დავადგინე: მოწმეების და ბრალდებულების დაკითხვის გაგრძელება შეწყდეს და იქნეს გამოტანილი ბრალდებულების მიმართ დადგენილება".

განაჩენს თვის ბოლომდე ელოდნენ, 1924 წლის 1 სექტემბერს კი იმავე შონიას მიერ რუსულ ენაზე დაწერილი დადგენილების საფუძველზე დამნაშავედ ცნეს ხუთი სასულიერო პირი: მიტროპოლიტი ნაზარ ლეჟავა, დეკანოზები გერმანე ჯაჯანიძე, იეროთეოზ ნიკოლაძე, მღვდელი სიმონ მჭედლიძე და არქიდიაკონი ბესარიონ კუხიანიძე. "კონტრრევოლუციური არალეგალური კრების მოწყობისა და სვირის რაიონის ადგილობრივი ხელისუფლების დაუმორჩილებლობისთვის", - ეწერა განაჩენში. დასკვნის თანახმად, "ბრალდებულებმა სვირის რაიონის სოფელ როდინოულში ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრის სახლში, თითქოსდა ეკლესიის კურთხევის მიზნით, იქაური სასულიერო პირნი და მორწმუნენი შეკრიბეს და მასებში საბჭოთა ხელისუფლების საწინააღმდეგო პროპაგანდა წამოიწყეს".

ბრალდებას ისიც ამძიმებდა, რომ მიტროპოლიტი ნაზარ ლეჟავა ადრეც იყო ნასამართლევი საეკლესიო ქონების გადამალვის გამო; იეროთეოზ ნიკოლაძე და გერმანე ჯაჯანიძე ახალი საეკლესიო რეფორმის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლისათვის გაასამართლეს, ხოლო მღვდელი სიმონ მჭედლიძე, რედაქტორ-გამომცემელი სასულიერო-ზნეობრივი გაზეთის "შინაური საქმეებისა", რომელსაც მკვეთრად გამოხატული ეროვნული მიმართულება ჰქონდა და წმინდა ილია მართლის გზას განაგრძობდა, 1921 წლიდან შინაპატიმრობაში იყო.

ამას დაერთო აგვისტოს აჯანყების მარცხიც.

ამგვარად, 1924 წლის 1 სექტემბერს საგანგებო სამეულის გადაწყვეტილებით ამ ხუთ ეკლესიის მამას სიკვდილი მიესაჯა. ოქმის ამონაწერის მიხედვით, განაჩენი იმავე დღეს აღასრულეს... გარიჟრაჟზე წაიყვანეს საფიჩხიაზე და იქ, წყალწითელას ზემოთ, ებრაელთა სასაფლაოს ბოლოში, თხრილის პირას დახვრიტეს. ამბობდნენ, ზემოდან წაყრილი მიწა დიდხანს სუნთქავდა და ინძრეოდაო...

ეს წმინდა მამები მზად აღმოჩნდნენ ქრისტესთვის საწამებლად. მათ არ გაიხადეს ანაფორა, არ უარყვეს ქრისტე, არ უარყვეს ეკლესია, არ უარყვეს ჭეშმარიტი რჯული... ისინი აირჩია უფალმა და ჭეშმარიტი მცნებისათვის მოწამე

დეკანოზის ვაჟი მიხეილ ჯაჯანიძე მეუღლესთან, მარია ჰერცფელდთან ერთად.
ბრივი აღსასრულის ღირსნი გახადა.

დანარჩენებმა ვერ დაითმინეს, ვერ დათმეს ამქვეყნიური ცხოვრება, შეინანეს და, შეწყალებულნი, მოთავსებულ იქნენ ქუთაისის პოლიტბიუროს საგანგებო გამოსასწორებელ სახლში... და ვინ იცის, წინ კიდევ რა განსაცდელი ელოდა მათ.

 

1994 წელსსრულიადსაქართველოსკათოლიკოს-პატრიარქილია II-ისლოცვა-კურთხევითმოწვეულმაგაფართოებულმასაეკლესიოკრებამბევრსხვასაკითხთანერთადგანიხილააღნიშნულიმოვლენადადაადგინა: მიტროპოლიტნაზართანერთადმოკლულთასახითკანონიზებულიქნასსაქართველოში, ეკლესიისა და ერისათვის ურწმუნოთაგან მოკლული ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი და ეწოდოთ მათ სახელად ახალმოწამენი. შეიქმნა ხატიც,  რომელზეც  ხუთივე მღვდელმოწამეა გამოსახული. ქუთაისში, 1998 წელს აშენდა ტაძარი, რომელიც იკურთხა ახალმოწამეთა სახელზე. ტაძრის დღესასწაული აღინიშნება 27 აგვისტოს – ახალმოწამეთა ხსენების დღეს.

 

დეკანოზ გერმანე ჯაჯანიძის შთამომავლები

 

1922-24 წლები უმძიმესი პერიოდი  იყო  საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. ეს იყო „პროლეტარიატის დიქტატურის“  ჟამი. ბოლშევიკური მთავრობის ინიციატივით დაინგრა ათას ორასი ეკლესია, განადგურდა საეკლესიო განძეულობა, დაიწვა უამრავი უნიკალური ხელნაწერი, რეპრესირებულ იქნა მრავალი სასულიერო პირი და ეროვნული ორიენტაციის მქონე ადამიანი.  1937  წელს  კი რეპრესიების ახალმა ტალღამ გადაუარა საქართველოს. 1924 წელს  (ანტისაბჭოთა აჯანყების ბრალდებით)  ვინც  დახვრიტეს, 1937 წელს  უკვე  მათ შვილებს მიადგნენ.  ეს ბედი გაიზიარა  დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძის შვილმაც, მიხეილმა, რომელიც 1937 წლის ყიამეთში, დიდი ტერორის დროს,  საბჭოთა უშიშროებამ დააპატიმრა და დახვრიტა  მხოლოდ იმის გამო, რომ     მამამისის შვილი იყო.

მიხეილ გერმანეს ძე ჯაჯანიძის მოკლე ბიოგრაფია ასეთია:

დაიბადა 1900 წელს ქალაქ ქუთაისში.

1920 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიით, უმაღლესი საინჟინრო განათლების მისაღებად, გერმანიაში  გაგზავნეს სასწავ

დეკანოზ გერმანეს შვილთაშვილი, რევაზ ჭირაქაძე.
ლებლად. სწავლობდა ბერლინსა და ჰანოვერში.

1929 წელს, ბერლინში დაამთავრა შარლოტენბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტი,  შემდეგ მუშაობდა ინჟინერ-სტაჟიორად ბრინჰაუზენის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე კასელის რაიონში, რომელსაც სიმენსის ფირმა აშენებდა.

1930 წელს გერმანიაში დაქორწინდა მარია ჰერცფელდზე.

1930 წელს ოჯახი დაბრუნდა საქართველოში.

მიხეილ ჯაჯანიძე საქართველოში მუშაობდა სხვადასხვა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე - მახუნცეთში (აცჰესის მშენებლობაზე).

1937წლის 25 ივლისს, მიხეილ ჯაჯანიძე, რომელიც ამ დროისათვის ხრამჰესის ტრესტის მმართველის მოადგილე იყო, საბჭოთა უშიშროებამ დააპატიმრა.

1937 წლის 2 ოქტომბერს, სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ მიხეილ ჯაჯანიძეს დახვრეტა მიუსაჯა.

დახვრიტეს 1937 წლის 3 ოქტომბერს. მისმიმართწაყენებულიერთ-ერთი ბრალდება ისიც გახლდათ, რომა ცჰესი (რომლის დაპროექტებაშიც მიხეილ ჯაჯანიძემ მიიღო მონაწილეობა) ცუდად არის აშენებული და მალე გაფუჭდებაო.   არადა დღემდე მუშაობს. სხვათაშორის, მის მშენებლობაში გაწეული წვლილისთვის ჯილდოდ მანქანაც გამოუგზავნეს მოსკოვიდან.

მიხეილ ჯაჯანიძის მეუღლეც - მარია ჰერცფელდი  1937-სავე წელს, "ხალხის მტრის ოჯახის წევრობის" საბაბით დააპატიმრეს და გადაასახლეს შრომა-გასწორების ბანაკში - პოტმაში. დაპატიმრებამდე მოასწრო 3 წლის შვილის, ჯინა ჯაჯანიძის მეზობელთან, სუსანა ქორიძესთან დატოვება. მიუხედავად სასიკვდილო საფრთხისა, სუსანამ ბავშვი შეიფარა და მამიდებს (მიხეილ ჯაჯანიძის გაუთხოვარ დებს: ვერასა და ელისაბედს) გადასცა. ჯინა ჯაჯანიძე დედის ჩამოსვლამდე მალულად იზრდებოდა  ქუთაისში, მამიდებთან, რომლებიც მუსიკის მასწავლებლები იყვნენ. როგორც „ხალხის მტრის დები“და მისი შვილის გამზრდელები დევნასა და სიდუხჭირეს  განიცდიდნენ.  სამსახურებიდან გაანთავისუფლეს, პურის ტალონების გარეშე დატოვეს. ძმიშვილის გამო შიშობდნენ და პოლიტიკაზე არასოდეს საუბრობდნენ. არსებულ მთავრობაზე  კრინტს არ ძრავდნენ. საბჭოთა ხელისუფლებამ  ძმის დახვრეტისთვის ტყვიის  საფასურიც (5 კაპიკი)   კი გადაახდევინა დაზარალებულის ოჯახს.

1947 წელს,მა

დეკანოზ გერმანეს შვილთაშვილი პაატა ჭანტურიშვილი
რია ჰერცფელდმა  სასჯელი სრულად მოიხადა, ციმბირულ სიცივეს გაუძლო, როგორც ევროპელმა.  განთავისუფლების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა.  1953 წლამდე არ ჰქონდა დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში ცხოვრების უფლება, ამიტომ ცხოვრობდა მცხეთაში. მცხეთაში და თბილისში ცხოვრების პერიოდში მუშაობდა თიხაში - აკეთებდა სკულპტურებს.

1955 წელს რეაბილიტირებულ იქნა სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ. სტალინის სიკვდილისა და რეაბილიტაციის შემდეგ ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში.

1964 წელს, ხრუშჩოვის დათბობის პოლიტიკის დროს პირველად გაუშვეს გერმანიაში, დასავლეთ ბერლინში, თავის დასთან - ალისა ჰერცფელდთან.

მიხეილ ჯაჯანიძისა და მარია ჰერცფელდის ქალიშვილი, ჯინა ჯაჯანიძე გათხოვდა  გივი ქუთათელაძეზე და ჰყავს შვილები: ლალი და ლევან ქუთათელაძეები.

დეკანოზ გერმანე ჯაჯანიძეს (ვერა და ელისაბედის გარდა) ჰყავდა კიდევ ერთი ქალიშვილი: ევგენია, რომელიც დაქორწინდა გრიგოლ ჭანტურიშვილზე. ამ ოჯახმა სამი ღირსეული შვილი აღზარდა, რომლებიც ასევე გამრავლდნენ. „შვილნი შენნი, ვითარცა ახალნერგნიზეთისხილისანი, გარემოს ტაბლისა შენისა“ (ფს. 127). დეკანოზი გერმანეს შთამომავლებს ეამაყებათ ასეთი თავდადებული წინაპარი, რაც პატივთან ერთად, ამავე დროს, პასუხისმგებლობაცაა. ცდილობენ, მოიძიონ  მის შესახებ ცნობები, იკვლიონ მეოცე საუკუნის დასაწყისის საქართველოს ისტორიის ტრაგიკული ფურცლები და თავადაც ღირსნი გახდნენ ქრისტიანის სახელის წოდებისა. ცდილობენ ატარონ ცხოვრებისეული ჯვარი ისეთივე ღირსებით, როგორც მათმა წინაპარმა ატარა. დეკანოზი გერმანეს შარავანდედის შუქი  მიუძღვებათ ცხოვრების ძნელად სავალ გზაზე, მისი სიკეთე შეეწევათ ყველგან, პირად თუ საზოგადოებრივ ასპარეზზე.

თბილისში, ლვოვის ქუჩაზე მდებარე ორსართულიან სახლში  შევხვდი დეკანოზი გერმანეს შვილთაშვილებს:  რევაზ ჭირაქაძესა და პაატა ჭანტურიშვილს. მისაღები ოთახის კედლებს არაერთი შესანიშნავი, მაღალმხატვრული ოსტატობით შექმნილი პორტრეტი ამშვენებს. მათგან გამორჩეულად თვალშისაცემი  დეკანოზ გერმანე ჯაჯანიძის პორტრეტია. ამავე სახლში ინახება წამებული  დეკანოზის სხვა ნივთებიც. მაგალითად, ვერცხლის ჭიქა. სამწუხაროდ, &nbs

p; აღარ არსებობს ქუთაისში, გოგებაშვილს # 25-ში  დეკანოზის მიერ ნაყიდი  სახლი, დიდი ეზოთი და ჩრდილებმოსხმული ცაცხვის ხით. ეს სახლი გაიყიდა. ნივთთაგან კი ბევრი დაიკარგა, მათ შორის:  წიგნები, ჯვრები.

 

რევაზ ჭირაქაძე  მოგვითხრობს:

„მე, დეკანოზ გერმანეს ქალიშვილის, ევგენიას უფროსი შვილიშვილი გახლავართ. ერთი რაც გადარჩა, ჩემი ბაბუის ნივთთაგან, ეს  კვერთხია, რომელიც მას  აჩუქეს. ასევე დარჩენილია სკამი, რომელზედაც  იგი იჯდა.  ეს კვერთხი  ჩვენს პატრიარქს   ვაჩვენე და ვკითხე: -  რა უნდა ვუყო-მეთქი? -  ასეთი სიწმინდე გქონია  და შეინახეო, - მომიგო მან. ეს კვერთხი ჩვენი ოჯახის უძვირფასესი რელიქვიაა. სხვათაშორის,   იგი საქათმეში ვიპოვეთ, ნაჭერში  გახვეული და ხარიხაზე  გადებული. ბებიებმა  საგანგებოდ გადამალეს,  რათა  კონფისკაციის დროს არ წაერთმიათ. მერე,  სავარაუდოდ, დაავიწყდათ. ეს  კვერთხი გახლდათ საჩუქარი  ზაპოროჟეცის პოლკისგან (ოფიცრების ხელმოწერაა მასზე).  ჩემი დიდი ბაბუა  სამხედრო მღვდლად მსახურობდა  მაშინ იქ. დანარჩენი, რაც დარჩა, ესაა ხატები და მოგონებები. არც კი ვიცოდი, რომ თურმე დაწერილი  ყოფილა ახალმოწამეთა ხატი, რომელიც ჩვენი  პატრიარქის მისაღებში იყო დაბრძანებული. საჩქაროდ ვიპოვე ნაცნობი  და აუდიენცია ვთხოვე პატრიარქთან.  ძალიან გულთბილიდა შთამბეჭდავი შეხვედრა  გამოვიდა.  როდესაც  პატრიარქმა გაიგო, რომ დეკანოზ გერმანეს შთამომავალი ვარ, გაიხარა და დამლოცა. პროფესიონალი  ფოტოგრაფი  მოვიყვანე  და  ეს ხატი გავამრავლეთ. სამწუხაროა, რომ დეკანოზი გერმანეს შვილები, ჩემი ბებიები, ვერ მოესწრნენ მათი მამის წმინდანად აღიარებას. ყოველთვის ვგრძნობ ჩემი დიდი ბაბუის ზეციურ მფარველობას. მეც შეძლებისდაგვარად ვცდილობ ეკლესიურად ვიცხოვრო, თბილისის  წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის სტიქაროსანი გახლავართ.

ჩვენი წმინდანების ლოცვა ნუ მოკლებოდეს ჩვენს ქვეყანას თავისუფლებისა და  დეოკუპაციისთვის  ბრძოლაში! მათი ლოცვა შეეწიოს ჩვენს ოჯახებს, ყველა ქართველს!“

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა დიდებულნი, ყოვლადქებულნი თავნი მოციქულნი პეტრე და პავლე
29 ივნისი (12 ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა დიდებულთა, ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი (+67)
gaq