საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

კიკია
გაიოზ მამალაძე
ბავშვობაში, ყოველ ზაფხულს, ერთ თვეს მაინც, დედულეთში, რაჭაში, სოფელ სხარტალში ვატარებდი. სხარტალი ყველაზე ლამაზი სოფელია მთელ მსოფლიოში. გარშემო ნაძვნარი, მთები... სულ რამდენიმე მოსახლე ცხოვრობდა ქვემო სხარტალში, რომელიც მინდვრის და ტყის საზღვარზე გაშენებულა. ზემო სხარტალი მთაზეა. იქაც რამდენიმე ოჯახი სახლობდა. ახლა სოფელი თითქმის დაცარიელებულია, ზაფხულშიც კი ნაკლებად ჩადის ხალხი დასასვენებლად. სოფლის თავსა და ბოლოში გამოქვაბულებია, საიდანაც ყინულივით ცივი წყალი გამოდის. სხარტლის ჩრდილოეთ საზღვართან პატარა კლდეა. გამოქვაბულიდან გადმომდინარე წყლის არც თუ დიდი ნაკადი ისეთი ძალისაა, წისქვილებს ამუშავებდა თურმე, რომლებიც ძველად მდგარა გამოქვაბულის ქვემოთ. ამიტომაც უწოდებენ იმ ადგილს “წისქვილებს”. იქვე ახლოს, ტყის პირას, ქვევრების ნარჩენები ჩანდა მდელოზე. ამბობენ, იმერეთის მეფე სოლომონ პირველს იქ აგარაკი ჰქონია. სხარტალს რამდენიმე მისასვლელი აქვს. შაორის ტბის მხრიდან თუ წამოხვალ, ისეთ ჯადოსნურ სილამაზეს შეხვდები, გაგიკვირდება, ხელოვნური წყალსაცავი ველებს, მთებსა და ფიჭვნარს რა საოცრად შერწყმია. სამხრეთ-დასავლეთიდან თუ ივლი, სოფელ ზემო თლუღის მთას გადმოცდები და შენს წინ გადაიშლება ქვემო სხარტლის ულამაზესი ხედი, რომელსაც ჭალას უწოდებენ ზემო თლუღელები და ზემო სხარტლელები. მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე თვალწარმტაცი სხარტლის პირველად დანახვა ჩრდილო-დასავლეთიდანაა. ჩემს ბავშვობაში იქიდან ავდიოდით ხოლმე სხარტალში. გაცდები მთაზე შეფენილ სოფელ წკადისს, შედიხარ მთიან ტყეში. გზის ხელმარცხვივ, ჩრდილოეთისკენ უფსკრულია. დაახლოებით ერთი კილომეტრის მერე გაცდები ტყეს და უცებ, მოულოდნელად, მნახველის წინაშე, მთიდან გადაიშლება ხედი. ხედი, რომელიც უცებ განგაცვიფრებს, მოგხიბლავს და თავს შეგაყვარებს... აღარ გავაგრძელებ სხარტლის აღწერას, მაინც ვერ შევძლებ ჯეროვნად. მხოლოდ ბუნების მოყვარული ადამიანის თვალს შეუძლია სრულად აღიქვას და შეაფასოს სხარტლის სილამაზე. მრავალი ადგილი მინახავს, მაგრამ, ასეთი მშვენიერება არსად... დიახ, სხარტალი ყველაზე ლამაზი სოფელია მსოფლიოში… ვინ იცის, იქნებ ბავშვობის განცდების გამო ვამბობ ასე. თუმცა, სხარტალი მართლაც უმშვენიერესია. დედაჩემის ორი ძმა ცხოვრობდა სხარტალში. ზაფხულობით ბავშვები ბლომად ვიყრიდით თავს. კარგად ვერთობოდით. ვთამაშობდით ფეხბურთს, ვხეტიალობდით ტყეში, დავძვრებოდით ხეებზე, ვაგროვებდით კევს, ვკრეფდით სოკოს, დავფოფხავდით კლდეებზე, ვათვალიერებდით გამოქვაბულებს, მივდიოდით შაორზე, ვთევზაობდით, ვბანაობდით. ჩემს უფროს ბიძას ძალიან უყვარდა ცხენები, როგორც ყველას მის გვარში. სამსახურიც ისეთი ჰქონდა, ცხენი უნდა ჰყოლოდა, მეველე იყო და მეტყევე. მახსოვს, ალბათ, რვა-ცხრა წლის ვიქნებოდი, შავი კვიცი მოიყვანეს. მგონი 500 მანეთად ეყიდა ბიძაჩემს. უკარება იყო, გაუხედნავი, ლამაზი და საყვარელი. - ვასო ბიძია, რა ჰქვია ამ კვიცს? - ვკითხე აღტაცებულმა. - რომელს? - ულვაშებში ჩაიღიმა. კვიცზე მივანიშნე თითით. - მე მეგონა შენი სახელი გაინტერესებდა. - გამიღიმა ბიძიამ, რადგან ზედმეტსახელად, მოფერებით კვიცის მეძახდნენ ბიძები, ალბათ, სიცელქის გამო. - მითხარი რა?! - კიკია. ეს სახელი რატომ დაარქვა, ან რას ნიშნავდა, არ ვიცი. თითქმის ერთად ვიზრდებოდით. კარგად მახსოვს კიკიას გახედვნა. იმ მხარეში სახელგანთქმულმა სხარტლელმა ცხენოსანმა, მევლუდამ გახედნა და ძლივს მიაჩვია ადამიანის ჯდომას მისი ზურგი. ვოცნებობდი, მეც ცნობილი მხედარი გამოვსულიყავი და მევლუდასავით მაგრად მცოდნოდა ცხენის გახედვნა. ერთხელ ჩემი ბიძაშვილი ჰბანდა სოფლის განაპირას, წყაროსთან. ნახევარი მხარე დაბანა, მეორე საპნიანი ჰქონდა ჯერ კიდევ. კიკია რაღაცის გამო დაფრთხა, ყალყზე შედგა და კინაღამ დააშავა რამაზიკა. მერე მითხრეს, შეშფოთებულ ბიძაჩემს მათრახით უცემია. ბიძაჩემი კეთილშობილი გლეხი იყო და ცხოველებს, რომლებიც მუდამ ბლომად ჰყავდა, კარგად ექცეოდა, ზრუნავდა მათზე. მაგრამ, შეშინებულმა, ასეთი რამ არ განმეორდესო, ჭკუა ასწავლა კიკიას. ასე ათვინიერებენ ადამიანები ცხოველებს, ასე იმორჩილებენ... მწარედ მახსოვს კიკიას დაკოდვა. ისე, მთლად კარგად არც მესმოდა რას აკეთებდნენ. რამდენიმე ადამიანმა შეკრა ოსტატურად, დააწვინა და... მერე მე არ მაყურებინეს... მეცოდებოდა, რომ აწვალებდნენ, მაგრამ, რას ვუშველიდი?! ახლა რომ ვიხსენებ, ნამდვილი ცხოვრებით ცხოვრობდა მანამდე კიკია, როცა საბალახოდ გაუშვებდნენ მინდორში, დასდევდა დედალ ცხენებს, თავისუფალი იყო, ბედნიერი, ბუნებრივი... დაკოდვის შემდეგ კიკია ძალიან შეიცვალა. თავიდან უაზროდ და უიმედოდ იყურებოდნენ მისი ჭკვიანი თვალები, ალბათ ტკივილისაგან, სისუსტისაგან, იქნებ წყენისგანაც. მერე მაინც მოიხედა. სულ ვეფერებოდი, სულ მასთან ვიყავი, ველაპარაკებოდი. კიკია კი ძალიან ჭკვიანი აღმოჩნდა. მალე ბიძათაშვილებთან ერთად დავიწყე ცხენების „პარვა“. რა თქმა უნდა, ძველი დროსავით ჩერქეზეთში ან სამეგრელოში არ გადაგვყავდა და არ ვყიდდით. უბრალოდ, გასართობად, უნებართვოდ ვიჭერდით სხვადასხვა სოფლებიდან საძოვარზე გაშვებულ ცხენებს და ვაჯირითებდით, ვაჭენავებდით. შევიგულებდით ცხენებს, მივეპარებოდით, გაგვექცეოდნენ, მივსდევდით და მივდენიდით, მივიმწყვდევდით კლდესთან ან ღობესთან. მერე დავუყვავებდით და ნელ–ნელა ვუახლოვდებოდით. ყველას თან გვქონდა მოკლე თოკი. აღვირის ნაცვლად ცალფად მოვაბამდით, შემოვახტებოდით უბელო ცხენებს და ვაჭენებდით და ვაჭენებდით მთელი დღე. საღამოს ვუშვებდით. და ისევ... ხშირად ყოფილა, მთელი დღის ნაჯირითები საღამოს რომ სკამზე დავჯდებოდი, კუნთები თავისით ხტოდნენ, ან შეგრძნება მქონდა რომ ხტოდნენ. ჩემი შარვალი ცხენის სუნით იყო ხოლმე გაჟღენთილი. ცხენის სუნი დღესაც საოცრად მიყვარს. ერთხელ, მახსოვს, ისე მივიჩვიე ერთი ასეთი „მოპარული“ ცხენი, დილას ჭიშკართან მხვდებოდა. აღარც დევნა მჭირდებოდა და აღარც წვალება. თუმცა, თავიდან ჩემი ჩამოგდება უნდოდა, მოშორება, ჩემგან გათავისუფლება. ჭენების დროს უცებ ჩერდებოდა და თავს ხრიდა. კინაღამ ჩამომაგდო. მივხვდი რასაც მიკეთებდა. შევუყენე მთას და აღმართში ვაჭენე და ვაჭენე. აღმართში ცხენის მხრიდან თავის დახრას აზრი აღარ ჰქონდა, არ ჩამოვვარდებოდი. მიხვდა, მეც რაღაც ვიცოდი, რაღაც შემეძლო. დამემორჩილა, მოვათვინიერე, აღარ უცდია ჩემი ჩამოგდება. შემეჩვია... ბიძაჩემმა შეამჩნია და შორს გადენა სხვისი ცხენი. „საიდუმლოდ“ ვიპარავდით ცხენებს. სხარტალში ადრე მომხდარა ცუდი ამბავი. ასე ცხენების დევნის დროს, ერთი ცხენი დაფრთხა, ყალყზე შეხტა და ღობის სარზე ჩამოეგო... რა თქმა უნდა, ფული გადაახდევინეს დამნაშავეებს, ალბათ, საყვედურებიც ბევრი აკადრეს მათ ოჯახებს. ცხენი კი მოკვდა... ჩვენ მაინც არად დაგიდევდით ხიფათს, მაინც დავდევდით ცხენებს. უფროსები ხვდებოდნენ რასაც ვაკეთებდით, სულ გვიშლიდნენ, მაგრამ ვინ უგდებდა ყურს. ყოფილა რომ ისე გავთამამდით, მეზობელ სოფლებში “მოპარული” ცხენებით გადავდიოდით, საყიდლებზე ან სასეირნოდ. ალბათ, თავის მოსაწონებლად. არც კი ვიცოდით ვისი ცხენები გვყავდა, რომელი სოფლიდან. პატრონებს რომ გამოვეჭირეთ, შავ დღეს დაგვაყრიდნენ. ჩვენი მხედრობა დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა თანატოლებზე. წარმოშობით იქაური, ჩემი თბილისელი ნაცნობები, რომლებიც მეზობელ სოფლებში ისვენებდნენ ხოლმე ზაფხულობით, შემდეგში ხშირად მახსენებდნენ ჩემს „მხედრულ წარსულს“. ერთხელ სოფელ წკადისთან ახლოს ცხენების დევნაში ვიყავით და პატრონები წამოგვადგნენ თავს. ჩემი ბიძაშვილი გურიკა, ვითომ არაფერია, ვითომ, კი არ ვიპარავთ, ისე შემთხვევით მოვხვდითო აქ და გულადად წინ დაუდგა მოსულებს. დღესაც მახსოვს გურიკას შეკივლება და შეხტომა, როდესაც უზარმაზარი კეტი მოხვდა კანჭებში. დახტა თუ არა მიწაზე, გაიქცა, უფრო სწორად, ჰაერიდანვე გაიქცა და სირბილშიც რეკორდი დაამყარა. მე გურიკაზე სამი წლით უმცროსი ვიყავი და ამიტომ არაფერი მითხრეს. იქნებ შეეშინდათ კიდეც, ისე მაგრად მოსცხეს გურიკას. გადიოდა დრო. ყოველ ზაფხულს გული მიმიწევდა სხარტლისკენ. ერთ-ერთი მიზეზი ცხენები და მათ შორის კიკია იყო. ბიძაჩემმა მითხრა, ოღონდ ცხენები არ მოიპაროთ და როცა გინდა, შეკაზმე კიკია და სადაც გინდა წაიყვანე და რამდენიც გინდა აჭენეო. ხშირად, როცა სხარტალში ვიყავი, კიკია მე გამყავდა დილაობით მინდორში. მე შემომყავდა საღამოს. ყოველთვის მე მიმყავდა წყლის დასალევად სოფლის ბოლოში, გამოქვაბულთან, რომელსაც საკიშორეს ეძახიან. მხოლოდ აღვირს ვუკეთებდი, ხანდახან უნაგირიც დამიდგამს. წყალს რომ დავალევინებდი, მერე დავქროდით მინდორში... მახსოვს ვამჩნევდი, მაკვირდებოდა ხოლმე დედაჩემის მამიდა, მოხუცი, წელში მოხრილი, შვილმკვდარი ქალი, მუდამ შავებში ჩაცმული, გაუჩერებლად შრომაში ჩართული და ძმების შვილიშვილებზე გადაყოლილი, უკეთილშობილესი ადამიანი - ბაბუდა. ერთხელ ბაბუდამ დამიძახა შეკაზმულ კიკიაზე ამხედრებულს, ფეხი მხოლოდ ოდნავ უნდა შედგა უზანგშიო. ბიძაჩემს, ახლებთან ერთად, ცხენის უძველესი აღკაზმულობაც ჰქონდა, აღვირი, უნაგირი, უზანგები, მოსართავები, ალბათ ბაბუაჩემის და უფრო ძველების ნაქონი, ვერცხლის ბალთებით გაწყობილი, ქართული. სულ დავშალეთ უჭკუო ბავშვებმა, ვერცხლი დავინაწილეთ. მოგვწონდა, ლამაზი ვარაყი ჰქონდა. ერთი ბალთა დღემდე შემომრჩა. ერთხელ, დაახლოებით თხუთმეტი წლის ვიქნებოდი, კიკიას აღვირი გავუკეთე და შევახტი. გავაჭენ-გამოვაჭენე. რაღაც ვერ ვიყავი ფორმაში. მერე თოხარიკზე გადავიდა ცხენი, მერე უფრო შეანელა. მოვქაჩე აღვირი, შეჩერება მინდოდა, მაგრამ, თავი ვერ შევიკავე, ცოტა თავდაღმართიც იყო, გავსრიალდი, თავზე გადავევლე და ჩამოვვარდი. ცხენის წინა ფეხებთან დავეცი გულაღმა. ამ დროს კიდევ მოძრაობდა კიკია. მარცხენა წინა ფეხი გულ-მკერდზე დამადო, მაგრამ თავი შეიკავა და შეჩერდა. ფეხს სიმძიმე არ დააყოლა. ბეწვზე გადავრჩი, ფეხი რომ დაეჭირა, დამიზიანდებოდა გულ-მუცელი, ალბათ, ვერც გადავრჩებოდი. წამოვხტი დაბნეული. უკვე შეშინებული ვიყავი, ვეღარ შევხტი ცხენზე. ღობესთან მივიყვანე და ასე ვაპირებდი შეჯდომას. ღობის ფიცარი ჩამიტყდა... მოკლედ, იმ დღეს მარცხენა ფეხზე ვიყავი ამდგარი. როგორც იქნა შევაჯექი ცხენს, მაგრამ მე აღარ ვიყავი ის ძველი მხედარი, შიში შემიძვრა გულში. ბაბუდას დავუნახივარ. საღამოს, სხვების შეუმჩნევლად, წყნარად მითხრა, ბაბუაშენის შვილიშვილი ცხენიდან არ უნდა ჩამოვარდესო. დრო დამჭირდა შიშის დასაძლევად. ამაში კიკია დამეხმარა. ის მუდამ ჭკვიანად იქცეოდა. წყნარი და მორჩილი იყო, მაგრამ შეახტებოდი თუ არა, თვალებში ცეცხლი ენთებოდა. მათრახის დარტყმა არ სჭირდებოდა, გრძნობდა მხედრის სურვილებს, ხასიათს, ხვდებოდა საჭიროებას. იმ დღეებში ძალიან მიფრთხილდებოდა და დამაძლევინა შიში. გადიოდა დრო. უფრო იშვიათად და უფრო ცოტა ხნით ვახერხებდი სხარტალში ჩასვლას. მაგრამ, როცა ჩავიდოდი, დავქროდით მე და კიკია სხარტლის მიდამოებში. ჭკუაში ჩავვარდით ბიჭები და სხვისი ცხენების დევნას შევეშვით. თბილისში მენატრებოდა ცხენები. დავიწყე იპოდრომზე სიარული და ვქირაობდი ხოლმე ცხენს. ოცი წლისა საბჭოთა ჯარში წამოყვანეს, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ. ჯარიდან დაბრუნების მერე, მამის თხოვნით, ბიძაშენებს გაუხარდებათო, პირველ რიგში, სხარტალში წავედი. იმ ზაფხულს მე და კიკიამ ბევრი ვიჯირითეთ. გადიოდა წლები. ქვეყანა აირია. სხარტალში კარგა ხანი აღარ ჩავსულვარ. როდესაც ბიძაშვილებს ვხვდებოდი სადმე, არ ყოფილა კიკიას ამბავი არ მეკითხოს. ამასობაში კიკია დაბერდა. დაახლოებით ოცდაათი-ოცდათერთმეტი წლის ვიქნებოდი, შეიძლება ოდნავ მეტის, რაჭაში მომიწია წასვლა. ჩემი ბავშვობის ძმაკაცი დედაჩემის მოგვარეზე დაქორწინდა, წარმოშობით ზემო თლუღელზე, ასევე ჩემს მეგობარზე. ხოდა, იმ ზაფხულს ზემო თლუღში ისვენებდა ჩემი ძმაკაცი ოჯახთან ერთად, ცოლეურებში. მისმა ძმამ, თემურმა მთხოვა წავყოლოდი რაჭაში. მაშინ დედაჩემის ერთი ძმა უკვე რუსთავში იყო გადასული საცხოვრებლად. უფროსი ბიძა სახლში დაგვხვდა. ვისადილეთ და ცოტა დავლიეთ. კიკია ვნახე. ახალი ცხენიც ჰყავდათ. რა თქმა უნდა, ბებერ კიკიას მაინც უვლიდნენ. თემური არ გაჩერდა და თლუღში ავედით. იქაც გაიშალა სუფრა. საღამოს ფეხით ჩავედი სხარტალში, ბიძაჩემთან. ეწყინებოდათ სხვაგან რომ დავრჩენილიყავი. მეორე დილას მე და თემური თბილისში უნდა დავბრუნებულიყავით. თემურმა ჩამომაკითხა. საჭესთან იჯდა და არ სვამდა. ჩემს ბიძაშვილს, რამაზიკას, სასწრაფოდ მეზობელ სოფელში უწევდა წასვლა საქმეზე. მაგრამ, თუ გინდა ცხენზე შეჯექიო, მაინც შემომთავაზა, შეკაზმული, ახალგაზრდა ცხენი. უარი ვუთხარი, არ მინდოდა დაჰგვიანებოდა საქმეზე. დამემშვიდობა რამაზი და გააჭენა წითელი რაში. სოფლის ცენტრში, ბიძაჩემის ჭიშკართან მეზობლები გამოვიდნენ ჩემს გასაცილებლად. პატარა სოფელში ყველა ერთმანეთის ახლობელია. მეზობელმა ხვიჩამ თავისი შესანიშნავი ცხენი გამოაჭენა. გააქროლა და გამოაქროლა თავმომწონედ. ვერ მოვითმინე და ვთხოვე, დამსვი-მეთქი. - ძალიან ფიცხია და უკარება, რომ დაგამტვრიოს? ვერ გავრისკავო - მიპასუხა. მეწყინა, მაგრამ რა უნდა მეთქვა, ცხენი მისი იყო. ცოტა ქადილი უყვარდა ბავშვობიდან. ისე, მისი ცხენი მართლაც მაგარი იყო. ვინანე, რა დროს გავუშვი რამაზი-მეთქი. შევეჯიბრებოდი ახალგაზრდა ცხენით და ნახავდა... ამ დროს ბიძაჩემმა შეკაზმული კიკია მომიყვანა. რა თქმა უნდა, იცოდა, ცხენზე ჯდომა მენატრებოდა. იქნებ ისიც კი იფიქრა, ქალაქელს გადაავიწყდებოდა მხედრობა და მშვიდ, ბებერ ცხენზე მაინც დავსვამო. თან თემურის პატივისცემაც უნდოდა, ალბათ. ჩემს მეგობარს შესთავაზა შეჯდომა. თემური შეჯდა, ცოტა გაატარ-გამოატარა წელგაშეშებულმა და ფეხებგაჩაჩხულმა. ყველაფერზე ეტყობოდა კიკიას, ხასიათზე არ იყო, ალბათ სიბერის გამო. ამ დროს ხვიჩა აქეთ-იქეთ დაქროდა თავისი ცხენით და ყიჟინებდა. მერე მეც შევჯექი კიკიაზე. დაიძრა კიკია, მაგრამ, სადღა იყო ის ჩემი ნაცნობი რაში, სადღა იყო ძველი ცეცხლი მის თვალებში და ხასიათში. ამ დროს მოაჭენა ხვიჩამ და შემომძახა: - თავმოყვარე კაცი მაგაზე როგორ დაჯდებაო. - მათხოვე შენი ცხენი! - მივაძახე. - არა ძმაო, არ გეწყინოს, ჩემს ცხენზე არავის ვსვამო. რას ვიზამდი, მივმართე კიკია სოფლის ბოლოსაკენ, ვიფიქრე, ერთს შემოვუვლი სოფლის ნახევარს, გადავხედავ სხარტალს და წავალ-მეთქი. ნელა ვიარეთ მე და კიკიამ. რა თქმა უნდა, მათრახი არ გამომიყენებია. ქუსლებით ვაგრძნობინებდი აჩქარებულიყო, მაგრამ კიკია ნელა, აუჩქარებლად მიდიოდა. ხვიჩა წინ გაგვისწრებდა ჭენებით და ისევ მობრუნდებოდა, ასე მახელებდა. თან მეცინებოდა ასეთ საქციელზე, თან ვბრაზობდი. გზის ორი მესამედი რომ გავიარეთ, მოვზიდე აღვირი, გავაჩერე კიკია, დავიხარე და ყურში ვუთხარი: - კიკია, ჩვენ ხომ ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს, ჩვენ ხომ ერთად გავიზარდეთ, ჩვენ ხომ კაცები ვართ, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ. კაცურად გამიგე, თუ შეგიძლია, ნუ შემარცხვენ. მოდი ყველას ვანახოთ რა შეგვიძლია. მიდი კიკია!.. დავასრულე თუ არა, შეირხა ცხენი, დაიძრა, აჩქარდა და თოხარიკით წავიდა, მერე მოუმატა, მერე კიდევ უფრო, ორღობე სწრაფად ავიარეთ და სოფლის ცენტრში ჭენებით შევედით. ყველა გაოცებული გვიყურებდა. ხვიჩამ მოაგდო ცხენი ახლოს და შემძახა: - ყოჩაღ ძმაო, მაგარი ყოფილხარ. ამას სხვა ვერავინ შეძლებდაო! მე აღტაცებული და ცოტა დაბნეული ვიყავი. კიკიას მოვეხვიე და მოვეფერე. მერე ყველას დავემშვიდობე და წამოვედით. გზაში კარგა ხანს ხმა არ ამომიღია. თვალწინ მედგა მომხდარი. ჩამესმოდა ხვიჩას სიტყვები, რა მაგარი ყოფილხარო. ყველაზე მაგარი კი, კიკია იყო, მაგრამ, ეს მხოლოდ მე ვიცოდი... მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა, კიკია აღარ არის ცოცხალი. არასოდეს დამავიწყდება ცხენი, რომელსაც გონებაც ჰქონდა, ღირსებაც და რომელსაც მეგობრობაც შეეძლო.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი (+დაახლ. 530)
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელის (+დაახლ. 530) ხსენების დღეს.
წმიდა მოსაგრე დავით თესალონიკელი
ღირსი დავით თესალონიკელი (+დაახლ. 540), რომლის ხსენებაც აღესრულება 9 ივლისს, წმიდა მოწამეთა, თეოდორესა და მერკურის სახელობის მონასტერში მოსაგრეობდა, შემდგომ კი ქალაქ თესალონიკის სიახლოვეს, ნუშის ხის ქვეშ ტალავარი მოაწყო და იქ დამკვიდრდა. წმიდა მამა გამუდმებით ლოცულობდა, მკაცრად მარხულობდა, მოთმინებით იტანდა ყინვასა და პაპანაქებას.
gaq