|
გაიოზ მამალაძე - "წითელი ქოფაკი" გაიოზ (გია) მამალაძე
| შინაბერა შავი მგელი ტყიდან გამოხტება ღრენით, წითელ ქოფაკს მოიცილებს, შეაშინებს ბასრი კბენით. გადაჯეგავს ფაქიზ იას, ხალხს შეანთხევს მწარე გესლებს, მიმოაპნევს აქეთ-იქეთ, დარგავს უბოროტეს თესლებს. ისევ ტყეში შევარდება, ბინდს მიაპყრობს მწვანე თვალებს, ქოფაკ-ძაღლი ხალხს დარჩება დაჩაგრულს და განაწვალებს. ძაღლი ნიღაბს მოიშორებს მტრედისფერს და ვარდგასეულს; ვერაფერი შეაჩერებს სისხლ-სასმელად გადარეულს. სწორედ მაშინ ადამის ძეთ დაატყდებათ გულზე ურვა და მოელის დედამიწას მრუმე ფარდით გადახურვა. |
|