სიყვარულისთვის არ ჰქონდა ძალა, მეგობართ შორის იყო ეული, ერთი ნუგეში ჰქონდა ამ ქვეყნად თავის ლექსების ძველი რვეული. როცა ლექსებსაც შეატყო ზიზღი ავტორისადმი - არის მომენტი. დაგმო საათი ქვეყნად გაჩენის ატირდა როგორც ადრე ვინსენტი. რომ შეწყდა ცრემლი, გამეხებულმა ხელში აიღო პირბასრი დანა. დაიცა გულში, როგორც ხელშუბი და არაფერი არ დაენანა. ზოგმა დასცინა, ზოგს გაუკვირდა რად მოიკლაო ბიჭუნამ თავი?! მაგრამ, არავინ უწყოდა, არა, რომ მოემატა ზეცას ვარსკვლავი.
ალბათ 1980-იანი წლები |