ამ ფიცის ვერცხლი ეს საღამოა. მე ხუცესი ვარ, ამ ვერცხლის მთლელი. ეს ჩვენი ძმობა სამუდამოა, მაშ გავუმართოთ ერთმანეთს ხელი. დავიწყებთ ნოლით, ჯერ არვინ არ ვართ, მაგრამ, შევიქმნათ უნდა კაცებად. ვიცხოვროთ ისე, რომ გარდაცვლილნი - გამოვეცხადოთ ერს აღტაცებად.
1980 ან 1981 წელი |