|
გაიოზ მამალაძის ლექსი - "შენ ხარ ვენახი" გაიოზ (გია) მამალაძე
შენ ხარ ვენახი მტევან დალოცვილი. ვერსად ვერ ვნახე ასე სრულყოფილი; წალკოტი - სადაც, შენსავით ნაზი, შენსავით მწიფე, მშვენიერი ხარობდეს ვაზი. ო, როგორ გშვენის შენ ქარვისფერი. სხივების კრთომა, შვება არის ჩემი. მსურს შენთვის შრომა, ჩემთვის კი ედემი, მინდა, რომ ვიყო მე მევენახე...
გაიოზ (გია) მამალაძე
ალბათ, 1980 წლების ბოლო
"ქართული ახალგაზრდული პოეზიის ანთოლოგია"
წიგნი I
1993 წელი |
|