საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ხელოვნება

კობა ჭუმბურიძე - თამარ მეფის პორტრეტის შექმნის ისტორია
კობა ჭუმბურიძემ შექმნა თამარ მეფის პორტრეტი. მკითხველს წარმოვუდგენთ ამ პორტრეტს და მისი შექმნის ისტორიას, რომელსაც თავად ავტორი გვიამბობს. georoyal.ge
“ძმანო, ჩემნო, ყოვლად ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქვენნი სიმრავლისა მათისათვის და სიმცირითა თქვენისა, რამეთუ ღმერთი ჩვენს თანა არს”.    თამარ მეფე

ერთ მშვენიერ დღეს გამიჩნდა კითხვა, თუ რამდენად შესაძლებელი იყო ფრესკებზე შემონახულ თამარის გამოსახულებათა მიხედვით მისი სინამდვილესთან მიახლოებული ხატის აღდგენა.
 ჩემში ყველაზე დიდ ეჭვს ბადებდა მისი გადაბმული წარბები, რაც შემდგომი თაობის მხატვართა შემოქმედებაში ლამის კანონიკურ ელემენტად იქცა.
ამიტომ, ჩემს ამოცანას დავარქვი – “თამარის გათავისუფლება სპარსული წარბების უღლისგან!”
ამის შემდეგ ბიზანტიური სტილის გამორიცხვა იყო საჭირო.
ასევე გავითვალისწინე მისი დედის (ეროვნებით ოსის) ერის ქალთა დამახასიათებელი იერიც.
ძიების პროცესში ვიპოვნე ბეთანიის ფრესკის ქვედა ფენის რენტგენული გამოსახულება, რომელმაც მთავარ კითხვას მოჰფინა ნათელი – ნახატს აქვს სწორი წარბები, ბევრად დიდი თვალები და ბაგე. გამომეტყველებაც უფრო ცოცხალია და პორტრეტულად სანდო.
რაც მთავარია, მივხვდი, რომ სწორ გზას ვადექი.
ასეთივე გზით შევეცადე მისი სამოსის აღდგენას – ვიპოვნე საღებავთა სხვადასხვაგვარი გამოხუნების ნიშნები, აგრეთვე სიმეტრიისა და ფერთა შეთამაშების ლოგიკა.
ამის მერე, სრულიად შემთხვევით გადავაწყდი ქალბატონ ქეთი გოგნაძეს, რომელსაც მრავალი საერთო აღმოაჩნდა ჩემს წარმოსახვაში არსებულ თამარის ხატთან.
ჩავთვალე, რომ ეს იყო ნიშანი და დავიწყე ხატვა.
კომპიუტერის დახმარებით შეიქმნა დაახლოებით ორი ათეული ესკიზი. პორტრეტი ძირითადად ბეთანიის ფრესკას ეყრდნობა. ფონი სრულად გადმოვიტანე, ხოლო გამოსახულება სანახევროდ ფრესკული დავტოვე.
ჩანაფიქრიდან დასრულებამდე თითქმის ხუთი წელი გავიდა (2000 – 2005 წ.წ.), მაგრამ ეს წვალება უცბად აანაზღაურა პორტრეტიდან თამარის შემოხედვამ.
კობა ჭუმბურიძე

მამული, ენა, სარწმუნოება

მოწამე პროკლე და მარტინიანე
11 (24) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე პროკლესი და მარტინიანეს (I) ხსენების დღეს.
მღვდელმოწამე ანტიპა, პერღამის ეპისკოპოსი
11 (24) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მღვდელმოწამე ანტიპას, პერღამის ეპისკოპოსის (+68) ხსენების დღეს.
gaq