საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ხელოვნება

მოსე თოიძე
მოსე თოიძე (დ. 21 იანვარი, 1871 — გ. 1953) — ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, სსრკ სახალხო მხატვარი (1953), სსრკ სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი (1947), თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი (1922), ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში (ი. რეპინის რეკომენდაციით, 1896 წლიდან). მუშაობდა ილია რეპინის სახელოსნოში.[1]
მოსე თოიძე ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებლად ითვლება. თოიძე მუშაობდა სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა სფეროში. ნაყოფიერად მოღვაწეობდა საყოფაცხოვრებო, ისტორიული, პეიზაჟის, ნატურმორტის, პორტრეტის ჟანრებში.
მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი თემაა ძველი თბილისის ყოფა და ხედები: „ვიწრო ქუჩა“ (1895), „მრეცხავი“ (1902), „ბაზაზხანა“ (1914), „მაწვნის გამყიდველი“ (1918), „მეთევზის დუქანი“ (1919), „ნავი მტკვარზე“ (1925), „ძველი თბილისის აშუღი“, „თბილისის სახურავები“ (ორივე 1940); ციკლი – თბილისის მთვარიანი ღამეები: „თბილისი, მთვარიანი ღამე“ (1910), „ქალები ბანზე“ (1934); მეორე მსოფლიო ომის თემას მიუძღვნა სურათები: „თბილისი ომის დროს“ (1942), შექმნა თანამედროვეთა პორტრეტები („ი. გრიშაშვილი“, 1939; „მ. ჭიაურელი“, 1943 და სხვა). თოიძის სახელს ატარებს სამხატვრო პროფესიული ლიცეუმი.[2]
მოსე თოიძე გარდაიცვალა 1953 წელს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
მისი სახელობის სახლ-მუზეუმში დაცულია მხატვრის ფერწერული ტილოები, გრაფიკ
ული ნამუშევრები (2000-ზე მეტი ერთეული), მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალები. აგრეთვე მისი შვილის — მხატვარ ირაკლი თოიძის ნამუშევრები.[3]

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე ზოსიმე მხედარი
19 ივნისი (2 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე ზოსიმე მხედრის (II) ხსენების დღეს.
წმიდა მოციქული იუდა, ხორციელად ძმა უფლისა
19 ივნისი (2 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა იუდა მოციქულის, ხორციელად ძმისა უფლისა (+დაახლ. 80) ხსენების დღეს.
gaq