საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ხელოვნება

ილიკო ქურხული
ილიკო (ილია) პეტრეს ძე ქურხული (დ. 25 მარტი, 7 აპრილი, 1885, თბილისი ― გ. 24 სექტემბერი, 1954, თბილისი) — ქართველი მოხეტიალე მუსიკოსი (მევიოლინე, მესტვირე, მომღერალი).

1904-1906 სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში ვიოლინოს სპეციალობით (ხელმძღვანელი ბ. სიბორი). აქედანვე დაიწყო მისი, როგორც მოხეტიალე მუსიკოსის მოღვაწეობა. თავდაპირველად ასრულებდა კლასიკური სავიოლინო ლიტერატურულ ნიმუშებს (პატარა პიესებს), შემდეგ რეპერტუარში შეიტანა ქართული ხალხური მელოდიები. შემოიარა რუსეთისა და უკრაინის მრავალი ქალაქი, აგრეთვე ბელორუსი, ბალტიისპირეთი, პოლონეთი, ფინეთი.
1913 წელს დაბრუნდა საქართველოში; ფეხით შემოიარა მთელი საქართველო, გამოდიოდა ეზოებში, კლუბებში, სკოლებში. 1921-1927 იმოგზაურა თურქეთსა და ბალკანეთის ქვეყნებში, სოფიაში ბულგარულ ენაზე გამოსცა წიგნი ქართული ხალხური სიმღერების შესახებ. ერთხანს პარიზშიც ცხოვრობდა. 1927-იდან კვლავ საქართველოშია და განაგრძობს მუსიკალურ მოღვაწეობას. პერიოდულად გამოდიოდა მესტვირე ბ. ბურდულაძესთან ერთად. მუშაობდა ქართულ ხალხურ საკრავების (განსაკუთრებით სტვირის) გაუმჯობესებაზე. ეწეოდა ლიტერატურულ მუშაობას.
ფოტო გადაღებულია მოსკოვში სუხარევის მოედანთან ეზოში.
ფოტო გადაღებულია მოსკოვში ნ. შალიაპინის სახლის ეზოში.

მამული, ენა, სარწმუნოება

საქართველოს მნათობი დედოფალი (+1624)
26 სექტემბერს არის წმიდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენება
წმიდა კორნილიოს ასისთავი (I)
13 (26) სექტემბერს არის ხსენება წმიდა კორნილიოს ასისთავისა. იგი მაცხოვრის ჯვარცმისა და ამაღლებიდან მცირე ხნის შემდეგ თრაკიის იტალიიდან პალესტინის კესარიაში გადასახლდა. ამ დროისათვის იგი წარმართი იყო, მაგრამ „კეთილად მსახური და მოშიში უფლისაჲ. ყოვლითურთ სახლეულით თჳსით, იქმოდა ქველის საქმესა მრავალსა ერსა მას შორის და ევედრებოდა ღმერთსა მარადის“ (საქმე; 10,2).
gaq