1826 წლის 26 ოქტომბერს (7 ნოემბერს) დაიბადა დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე - ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და ეთნოგრაფი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1879). 1970 წლიდან მისი პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.. დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ მოსკოვის სასულიერო აკადემია (1950). 1851 წელს საქართველოში დაბრუნდა.1852-1857 წლებში ბაქრაძე მუშაობდა გორის სამაზრო სკოლაში. ამავე პერიოდში აქვეყნებდა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ წერილებს ქართულ და რუსულ პერიოდულ პრესაში. 1858-1861 წლებში მსახურობდა ქუთაისის გუბერნატორის კანცელარიაში. 1861 წლიდან გარდაცვალებამდე ცხოვრობდა თბილისში, თანამშრომლობდა კავკასიის არქეოგრაფიულ კომისიაში, თავმჯდომარეობდა საადგილმამულო კომისიებს, ეწეოდა ინტენსიურ მეცნიერულ მუშაობას. ბაქრაძის ინიცოატივით დაარსდა კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება (1873), რომლის ბაზაზე მისივე თავმჯდომარეობით შეიქმნა კავკასის ისტორიისა და არქეოლოგიის საზოგადოება (1881-1886). დიმიტრი ბაქრაძემ სამეცნიერო მიზნით იმოგზაურა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რაიონებში (გურია, აჭარა, შავშეთი, არტანი,კლარჯეთი და სხვა). მოგზაურობის შედეგი იყო ნაშრომები „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“ (1878), „შენიშვნა ბათუმის ოლქის შესახებ“, „ყარსის ოლქის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი“ და სხვა. 1881 წელს მისი
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | თაოსნობით თბილისში ჩატარდა რუსეთის არქეოლოგთა V ყრილობა, რომელმაც დიდად შეუწყო ხელი საქართველოს ისტორიის კვლევის გაფართოებას. 1879 წელს ბაქრაძემ დიმიტრი ყიფიანთან და ილია ჭავჭავაძესთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებაში. 1889 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა სიძველეთა თავმოყრისა და დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა რევოლუციამდელ საქართველოში – თბილისის საეკლესიო მუზეუმი.ბაქრაძის რედაქტორობით გამოქვეყნდა იოანე ბატონიშვილის „კალმასობა“ (ნაწ. 1, 1862), ვახუშტის „საქართველოს ისტორია“ (1885), ვახტანგ VI-ის კანონთა კრებულის რუსული თარგმანი (1887) და სხვა. იგი წერდა ნარკვევებს საქართველოს ისტორიის ცალკეულ საკითხებზეც; 1889 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი „ისტორია საქართველოსი“ (უძველესი დროიდან X საუკუნის დასასრულამდე). 1880-იან წლებში გამანადგურებელი პასუხი გასცა ქერობე პატკანოვს, რომელიც ხელაღებით უარყოფდა „ქართლის ცხოვრების“, როგორც ისტორიის წყაროს მნიშვნელობას. თავის ნაშრომებში ბაქრაძე დიდ ყურადღებას უთმობდა ნივთიერი კულტურულ ძეგლებს, მათ აღწერას, სალექსიკონო მასალას. 1875 წელს ლექსიკონის სახით შეადგინა „კავკასია ქრისტიანობის უძველეს ძეგლებში“ (რუსულ ენაზე), რომელიც შეიცავს ცნობებსსაქართველოს და სომხეთის ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ, სათანადო ბიბლიოგრაფიითურთ. ბაქრაძემ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ისტორიის დ
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ამხმარე მეცნიერულ დარგებს (პალეოგრაფია და სხვა).დიმიტრი ბაქრაძე გარდაიცვალა 1890 წლის 10 (22) თებერვალს ტფილისში. |