საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

მიხეილ თამარაშვილი
მიხეილ თამარაშვილი, ერისკაცობაში ალექსანდრე (იტალიაში ცნობილი იყო, როგორც მიქელ თამარათი) (დ. სექტემბერი, 1858, ახალციხე ― გ. 16 სექტემბერი, 1911, სოფ. სანტა-მარინელა, იტალია), ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, რომის კათოლიკური ეკლესიის აბატი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი.

თამარაშვილების (ასევე – თამარაძეები) სამკვიდრო თავიდანვე მესხეთი ყოფილა. გადმოცემით, რაბათელი თამარაშვილები ჯავახეთის სოფელ თოკიდან, თამარაძეების გვარიდან გამოსულან და ახალციხის რაბათში დასახლებულან, სადაც კათოლიკე მისიონერებს ისინი კათოლიკურ სარწმუნოებაზე მოუქცევიათ.

მიხეილ თამარაშვილის პაპის მამა სოლომონი, ისევე როგორც მისი წინაპრები, საღვინე რუმბების მოკუპრვა–დამზადებით ირჩენდა თავს. XVIII საუკუნეში სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის მასიური გამაჰმადიანების გამო მხარეში მეღვინეობა დაეცა რუმბების საჭიროებამაც იკლო. ამის გამო სოლომონ თამარაშვილი, მხარის სხვა ვაჭარ–ხელოსანთა ჯგუფთან ერთად, იმერეთის მეფე სოლომონ II-ს ეახლა და იმერეთში ვაჭრობის უფლება მოუპოვებია. ამის შემდეგ სოლომონი ახალციხეში დამზადებულ ტიკებს ბაღდათის ბაზარზე ჰყიდდა.
წინაპრების საქმიანობას აგრძელებდა მიხეილის მამაც, პეტრე თამარაშვილი. მისი დამზადებული რუმბები, ძირითადად, დასავლეთ საქართველოში იყიდებოდა. ამიტომ მას ქუთაისში ბინაც კი შეუძენია და მთელი ოჯახით გადასახლებაც კი დააპირა, მაგრამ საბოლოოდ, ახალციხეში მშობლიური სახლი ვერ მიუტოვებია.
მიხელის დედა გაიანე ბათმანაშვილი სოფ. არლიდან იყო. იგი ქართული წერა-კითხვის შენანიშნავი მცოდნე ყოფილა, ზეპირად სცოდნია ხალხური ვეფხისტყაოსანი და კატეხიზმო, შვილებს საქართველოს და ქართული ენის სიყვარულით ზრდიდა.

დაიბადა 1858 წელს ახალციხეში, ე. წ. „რაბათის“ უბანში, ქართველ კათოლიკეთა მრავალშვილიან ოჯახში. მის მშობლებს 10 შვილი ჰყოლიათ, ორი ქალიშვილი და რვა ვაჟი, რომელთაგან ალექსანდრე (შემდგომში – მიხეილი) მეცხრე ყოფილა. დაწყებითი სასულიერო განათლება მ. თამარაშვილმა მიიღო ახალციხეში, ე. წ. "ქვემო ეკლესიის" სამრევლო სკოლაში, სადაც მას მეურვეობდა პედაგოგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ივანე გვარამაძე ("ვინმე მესხი").
14 წლის იყო მიხეილი, როდესაც მამა გარდაეცვალა. უმამოდ დარჩენილი გაჭირვებული ოჯახის დასახმარებლად მან სწავლას თავი მიანება და ხარაზს მიებარა ხელობის შესასწავლად. 1874 წელს მიხეილი საცხოვრებლად ქუთაისში, თავის ძმასთან, სოლომონთან გადავიდა, სადაც მის დუქანში წუღებს კერავდა. თავისუფალ დროს ქუთაისის კათოლიკეთა ეკლესიაში დადიოდა და ასომთავრულ და ხუცურ დამწერლობას სწავლობდა. 1876 წელს ძმები ქუთაისიდან ხაშურში გადავიდნენ საცხოვრებლად და იქ ფეხსაცმლის სახელოსნო გახსნეს, მაგრამ მალევე გაკოტრდნენ, სახლოსნო დახურეს და მშობლიურ ახალციხეში დაბრუნდნენ.

ახალციხეში დაბრუნებული თამარაშვილი ივანე გვარამაძის რჩევით, 1878 წელს სტამბოლში გააგზავნეს , პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ დაარსებულ ქართველ კათოლიკეთა ფერი-კვეის ეკლესიის სამრევლო
სასწავლებელში. იქიდან ქართველ კათოლიკეთა ძმობის დაფინანსებით გაემგზავრა ესპანეთში, სადაც სასულიერო სემინარიაში დაჰყო სამი წელიწადი. შემდეგ დაბრუნდა სტამბოლში, სადაც მღვდლად ეკურთხა. სტამბოლიდან იგი გაემგზავრა პარიზში, სადაც 1888 წელს დაამთავრა წმ. ლაზარეს დიდი სასულიერო სასწავლებელი, გაეცნო პარიზის სამეცნიერო ცხოვრებას, მუშაობდა წიგნსაცავებში, არქივებსა და მუზეუმებში.

1888 წელს მიხეილ თამარაშვილი ისევ სტამბოლში ჩავიდა, მალე კი ტფილისში, სადაც კათოლიკეთა მიძინების ტაძრის მღვდლად იქნა გამწესებული. მისი პროქართული ქადაგებანი აუტანელი იყო ტფილისის ცარისტული მმართველებისთვის და იგი გააძევეს ტფილისიდან, ჩამოართვეს რა სამშობლოში მღვდელმსახურების უფლება. 
1889 წელს თამარაშვილი კვლავ ჩავიდა სტამბოლში. 1891 წელს იგი გაემგზავრა რომში და სწავლა განაგრძო სასულიერო აკადემიაში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1894 წელს და ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მოიპოვა. მალე დაინიშნა ამავე აკადემიის პროფესორად. ამ ხნის განმავლობაში აქვეყნებდა წერილებს საქართველოს ისტორიის საკითხებზე, ვატიკანის, საფრანგეთის, იტალიის, თურქეთის, ალექსანდრიის, მოსკოვისა და ლონდონის არქივებში თამარაშვილმა გამოავლინა საქართველოს ისტორიის ამსახველი დიდძალი დოკუმენტური მასალა. აქედან თამარაშვილმა მოასწრო საქართველო-ევროპის ურთიერთობის და, კერძოდ, საქართველოში კათოლიკური სარწმუნოების გავრცელებასთან დაკავშირებული მასალების დამუშავება და გამოცემა "ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის" (1902, თბილისი), "პასუხად სომხის მწერლებს, რომელნიც უარყოფენ ქართველთა კათოლიკობას" (თბ., 1904), ხოლო მისმა წიგნმა "საქართველოს ეკლესიის ისტორია" (1910, რომი; 1995, თბილისი) ფრანგულ ენაზე დიდი გამოხმაურება პოვა ევროპის სამეცნიერო წრეებში. ამ გამოცემას ვატიკანის სპეციალური პრემია მიენიჭა. ორივე მონოგრაფია, რომლებიც შედგება ევროპის არქივებში ავტორის მიერ მოძიებული და ზედმიწევნით შესწავლილი უაღრესად საყურადღებო პირველწყაროებისგან, დღემდე წარმოადგენს სამაგიდო წიგნებს მკვლევართათვის.

თამარაშვილმა აღმოაჩინა სიცილიაში კრისტოფორო დე კასტელის სურათების ალბომი, მას დიდი წვლილი მიუძღვის სულხან-საბა ორბელიანის ევროპაში მოგზაურობის შესახებ მასალების მოძიებაში. თამარაშვილმა ერთ-ერთმა პირველმა აზიარა ევროპელი მკითხველი საქართველოს ისტორიასა და კულტურას.

1911 წლის 16 სექტემბერს იტალიის სოფელ სანტა-მარინელასთან სახელოვანი მეცნიერი დაიღუპა სხვისი სიცოცხლის გადარჩენის მცდელობისას, 53 წლის ასაკში. დაკრძალულ იქნა 18 სექტემბერს სანტა-მარინელას ეკლესიაში, თუმცა, დღემდე უცნობი მიზეზების გამო, მალევე მისი ცხედარი ქ. ჩივიტავეკიას წმინდა მარინის პანსიონში გადაასვენეს. 1978 წელს იტალიის ქ. ჩივიტავეკიადან მიხეილ თამარაშვილის ნეშტი გადმოსვენებულ იქნა თბილისში, დაკრძალეს საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

მ. თამარაშვილის მეცნიერული მემკვიდრეობის დიდი ნაწილი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq