ივანე ნიკურაძე 1919 წელს სასწავლებლად გაემგზავრა
საზღვარგარეთ, თვალსაჩინო ქართველი სწავლულის, პეტრე მელიქიშვილის რეკომენდაციით. 1921 წელს
საქართველოს გასაბჭოებამ ხელი შეუშალა მის სამშობლოში დაბრუნებას და მოგვიანებით
გერმანიის მოქალაქე გახდა. როგორც ლუდვიგ პრანტის სტუდენტმა, მოიპოვა ფილოსოფიის
მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი და მუშაობდა მკვლევარად კაიზერ ვილჰელმის,
დღევანდელი მაქს პლანკის თვითორგანიზაციისა და დინამიკის ინსტიტუტში. დაინიშნა
ამავე ინსტიტუტის განყოფილების უფროსად. მიუხედავად გერმანიის
სოციალისტურ-ნაციონალისტურ შრომის პარტიასთან ურთიერთობისა, რომელიც ჩამოყალიბდა
1930 იანი წლების დასაწყისში, იგი საბჭოთა ჯაშუშობაში და ინსტიტუტიდან რამოდენიმე
მნიშვნელოვანი წიგნის ქურდობაში იქნა დადანაშაულებული გერმანიის
სოციალისტურ-ნაციონალისტური საქარხნო ორგანიზაციის ერთ–ერთი წევრის მიერ. 1934
წელს, მიუხედავად ლუდვიგ პრანტის დიდი ძალისხმევისა, გაემართლებინა და დაეცვა იგი,
ნიკურაძე გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან.
1934-1945 წლებში იყო პროფესორი ვრესლავსკის უნივერსიტეტში, 1945 წლიდან
აეცენის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორია.
ივანე
ნიკურაძე ცხოვრობდა ძირითადად გოტინგენში და მოღვაწეობდა ჰიდროდინამიკის სფეროში.
მისი საქვეყნოდ ცნობილი ექსპერიმენტი წიგნად გამოიცა 1933 წელს. მეცნიერი
ყურადღებით აკვირდებოდა და სწავლობდა ტურბულენტური სითხეების ხახუნის ექსპერიმენტს,
თუ როგორ გაედინებოდა ისინი უხეში ზედაპირის მქონე მილების მეშვეობით. იგი ამ
ექსპერიმეტში იყენებდა სხვადასხვა ფორმის ქვიშის კრისტალებს და დაამტკიცა, რომ, რაც
უფრო უხეშია ზედაპირი, მით უფრო დიდია ხახუნის ძალა და აქედან გამომდინარე, წნევის
დანაკარგი.
|