|
ღია წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს (ახალ უნივერსიტეტთან დაკავშირებით)
ბატონო ბიძინა, მისასალმებელია ახალი ძლიერი უნივერსიტეტის შექმნა საქართველოში და გისურვებთ წარმატებას ამ საქმეში! განათლების სისტემისათვის და ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის ეს უსათუოდ ძალიან კარგი იქნება!
ნებისმიერი ქალაქი ან რეგიონი, სადაც დაბინავდება ახალი უნივერსიტეტი, მიიღებს საგანმანათლებლო წარმატებას, ეკონომიკურ–ფინანსურ მოგებას და ფსიქოლოგიურ კმაყოფილებას. ამიტომ, ჩვენი აზრით, ძალიან კარგი იქნება თუ ახალი უნივერსიტეტი აშენდება ერთ–ერთ რეგიონში და არა მაინცდამაინც დედაქალაქში ან დიდ ქალაქში, არამედ ის შექმნის ახალ საუნივერსიტეტო ქალაქს, მძლავრ საგანმანათლებლო კერას პატარა, კოხტა დასახლებას სადმე ცალკე.
ჩვენი აზრით, განსაკუთრებით კარგი იქნება თუ ახალი უნივერსიტეტი თავისი ინფრა–სტრუქტურით აშენდება რომელიმე რეგიონში, სადაც მისი დაარსებით კიდევ მეტად გამოცოცხლდება ცხოვრება და ადგილობრივი მოსახლეობა უფრო უკეთ იქნება ჩართული ერთიან, ზოგადსახელმწიფოებრივ ცხოვრებაში.
რა თქმა უნდა ყველა რეგიონი მნიშვნელოვანია და ყველას მოუხდება ახალი საუნივერსიტეტო ქალაქი, თუმცა თავისი ადგილმდებარეობით, ალბათ, ყველას აჯობებს სამცხე–ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონები, კერძოდ ქალაქი ახალქალაქი ან მარნეული. ან სხვა. პატივისცემით სამეფო კლუბის სპიკერი გაიოზ (გია) მამალაძე |
|