|
ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილი
ვლადიმერ (ლადო) დიმიტრის ძე აღნიაშვილი (დ. 7 თებერვალი, 1860, სოფ. შილდა, ახლანდელი ყვარლის რაიონი ― გ. 23 აპრილი, 1904, თბილისი) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი
გამოჩენილი ქართველი პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ლინგვოდიდაქტიკოსი და ლექსიკოგრაფი, ეთნოგრაფი, ფოლკროლისტი და პუბლიცისტი ვლადიმერ (ლადო) დიმიტრის ძე აღნიაშვილი დაიბადა 1860 წელის 23 იანვარს თელავის მაზრის სოფელ შილდაში (ყვარლის რაიონი). სხვადასხვა წყაროებში მისი დაბადების თარიღი არ ემთხვევა ერთმანეთს. ამიტომ ჩვენ მოვიძიეთ მისი “დაბადების მოწმობა” საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივის (სცსსა) ფონდებში და დავადგინეთ ზუსტი თარიღი. მოგვყავს დაბადების მოწმობის სრული ტექსტი: “ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილი დაიბადა 1860 წ. 23 იანვარს, მონათლულია 29 იანვარს. ნათლობა შეასრულა სოფელი შილდის წმ. ნინოს, ამავე სოფლის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმა ვართლომე იორდანოვმა, ამავე სოფლის ღვთისმშობლის ეკლესიის პრიჩეტნიკების (დიაკვნების) იოსებ და ალექსი აღნიაშვილებისათა.
მშობლები – სოფელ შილდის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი და ბლაღოჩინი დიმიტრი იოკის ძე აღნიევი და სჯულიერი ცოლი ეკატერინე ზაქარიას ასული, ორივე მართმადიდებლობისით სარწმუნოებისანი. ნათლია (მიმრქმელი) – საქართველოს ქვეითი პოლკის III როტნის აფიცერი თავადი ლევან ესტატეს ძე ჯორჯაძე” (სტილი დაცულია).
აღნიაშვილების გვარის მკვლევარმა ციური ბერიძემ შეისწავლა ამ გვარის გენეალოგის II შტო, საიდანაც ჩანს, რომ დიმიტრი აღნიაშვილს მრავალშვილიანი ოჯახი ჰყავდა – 9 შვილი: რომანი, ილია, ლადო, ნიკოლოზი, ნუშო, ნინო, ვანო, ანა, ქეთევანი. მათი შთამომავლები ამჟამად მოღვაწეობენ თბილისში,
| ლადო აღნიაშვილი ფერეიდნელ ქართველებთან. აივანზე მეორე რიგში მარცხნიდან მეორე. | ყვარლის რაიონის სოფ. შილდაში და სხვა. სამწუხაროდ, საზოგადო საქმეებით გატაცებული ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილს არ შეუქმნია ოჯახი.
აღნიაშვილების გვარში ბევრი იყო სასულიერო პირი, პედადგოგი, საზოგადო მოღვაწე, დიდად განათლებული პიროვნებები. მათ ღირსეული წვლილი შეჰქონდათ მოზარდი თაობის და მშობლიური ხალხის განათლების და მართმადიდებლური სულისკვეთებით აღზრდაში.ამას ადასტურებენ საარქივო მასალები. ლადო აღნიაშვილიც ღირსეულად აგრძელებდა ამ შესანიშნავ ტრადიციებს.
ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილის ბავშვობა და ყრმობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ოჯახურ წეს-ჩვეულებებთან. მის მშობლიურ სოფელ შილდასთან, მის სახელოვან ტრადიციებთან.
აქაურები არიან დედას ლევანა (აბასაშვილი), მერი შილდელი, ლადო აღნიაშვილი. აღსანიშნავია, რომ ამ სამი ცნობილი პიროვნების პორტრეტები ამ სოფლის შუაგულშია. 1868 წლის სექტემბერი _ შევიდა სოფელ შილდის #1 სასოფლო სასწავლებელში, რომელიც იმ წელს მისი მამის ინიციატივით გაიხსნა. 1872 წელს დაამთავრა დაწყებითი სკოლა. 1872-1877 წლებში სწავლობდა თელავის სასულიერო სემინარიაში.
1877-1881 წლებში სწავლობდა გორის სამასწავლებლო სემინარიაში. დაამთავრა სანიმუშო ყოფაქცევით და წარჩინებით 1881 წლის 14 ივნისს.
1881 წელს დაინიშნა ქართული და რუსული ენების პირველ მასწავლებლად ტფილისის სათავადაზნაურო სასწავლებელში (ინსპექტორი – ნ. ლომოური).
1883-1893 მუშაობდა ტფილისის ქართველ კათოლიკეთა სამრევლო სკოლაში.
ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილის პირველი ლექსიკოლოგიური მცდელობები დაკავშირებულია რუსული ენის სახელმძღვანელოს და რუსულ-ქართული უბის ლექსიკონის გამოცემასთან.
1883 წელს გამოსცა სახელმძღვანელო “Первый шагъ въ изу
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ченიи русскаго языка для начальныхъ грузинскихъ школъ”.“პირველი ნაბიჯი რუსული ენის შესწავლაში დაწყებითი ქართული სკოლებისათვის”.
1887 გამოიცა ლადო აღნიაშვილის რუსულ-ქართული (“ნამცეცა”) უბის ლექსიკონი (“Карманный словарь”). ამავე წელს ლ. აღნიაშვილის ინიციატივით საძირკველი ჩაეყარა “ქართველთა წიგნების გამომცემელ ამხანაგობას”, რომელიც ოფიციალურად გაფორმდა 1894 წლის 31 მაისს.
1885-1888 წლებში ლადო აღნიაშვილი ქმნის ქართული ხალხური სიმღერების ეთნოგრაფიულ გუნდს, შემდგომში ცნობილს სახელწოდებით: “ქართული ხორო”. ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილი მისი ორგანიზატორი და სულის ჩამდგმელია. პირველი კონცერტი გაიმართა 1886 წლის 15 ნოემბერს (გიორგობისთვეს) ქართულ თეატრში.
1888 წელს ლ. აღნიაშვილმა განახორციელა ორი წარმოდგენა-ფეერია ქართულ ხალხურ თქმულებებზე დაყრდნობით – “ყარამანიან” (3 მოქმედებად, 11 სურათად) და “ტარიელი” (3 მოქმედებად და 10 სურათად).
1889 – ვლადიმერ აღნიაშვილი – ქართული თეატრის ზედმხედველია.
1890 წელს “ქართველთა წიგნების გამომცემელმა ამხანაგობამ” გამოსცა ლადო აღნიაშვილის მიერ ხალხში შეგროვილი ხალხური ზღაპრები (წიგნი 1) რომელშიც 15 ზღაპარი შევიდა. 1892 წლის პირველ სექტემბერს ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილი გახდა “ქართველთა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” ნამდვილი წევრი. 1892-1893 ლადო აღნიაშვილი გამოსცემს ოჯახში საკითხავი “ახალი ანბანის” 8 წიგნს. “ან”, “ბან”, “გან”, “დონ”, “ენ” – 1892 წ.; „ვინ“ – პაწაწა მინერალოგია, „ზენ“ – პაწაწა ბოტანიკა, „თან“ – პაწაწა ზოოლოგია – 1893 წ.
1893 წლის 5-10 მაისი – გამოხმაურება „ახალი ანბანის“ კრიტიკაზე – „პასუხად ქაჩალ, ულმობელ კრიტიკოსს, ბ-ნ „პაატას“ და ორი
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | კითხვა „ივერიის“ რედაქციისადმი“. 1894 ლადო აღნიაშვილი გაემგზავრა სპარსეთს იმ მიზნით, რათა შეესწავლა სპარსეთის მიერ მიტაცებულ ტერიტორიებზე ქართველების მიერ შემონახული ქართული ზნე – ჩვეულებები, ტრადიციები და სხვ.
1896 წელს – ჟურნალ „მოამბეში“ გამოქვეყნდა ლადო აღნიაშვილის „მგზავრის წერილები“ წიგნიდან „სპარსეთი და იქაური ქართველები“. მავე წელს გამოიცა იგი ცალკე წიგნადაც ამავე სახელწოდებით.
1895-1899 წლებში ლადო აღნიაშვილი თანამშრომლობდა საყმაწვილო ყოველთვიურ ჟურნალ „ჯეჯილთან“, რომელშიც გამოაქვეყნდა სტატიების ციკლი „საკვირველებანი ბუნებისა“ – მცენარეებზე და ცხოველებზე.
1896-1897 წლებში – სოფელმა საგარეჯომ (კახეთში) ლადო აღნიაშვილი აირჩია მამასახლისად. აქ მან განავითარა აქტიური საზოგადოებრივი მუშაობა. გაზეთმა “ივერიამ” თავის ფურცლებზე 1898 წელს განიხილა საგარეჯოს საზიარო მამულების დაყოფის საკითხი. საქმე ეხება დავას საგარეჯოელებსა და გიორგიწმინდელებს შორის მინდვრების საზღვრების გამო. ამ საკითხის გადაწყვეტაში საგარეჯოელთა სასარგებლოდ მონაწილეობდა ლადო აღნიაშვილი, იმ დროს საგარეჯოს მამასახლისი. 1898 წლის 24 მაისს “ივერია” აქვეყნებს ლადო აღნიაშვილის წერილს რედაქციის მიმართ, სადაც აღნიშნავს, რომ “ივერიის” წინა, #107-ში დაბეჭდილია საგარეჯოდან ერთი ამბავი, სადაც ნათქვამია: “ამ დღეებში მოხდა დიდი ჩხუბი, მთელი სოფ. საგარეჯო გამოვიდა მინდორში, შეიარაღებული თოფებით და კომბლებით გიორგიწმინდელების გასარეკად. ჩხუბში გარეჯელებმა მოკლეს 1 კაცი და რამდენიმე მძიმედ დასჭრეს...”.
ლადო აღნიაშვილი არ ეთანხმება კორესპონდენციას და აღნიშნავს ,რომ რამდენიმე დღეში მოახსენებს გაზეთის რედაქციის სინამდვილეს. ამავე წლის 3 ივნისს გა
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ზეთში გამოქვეყნდა წერილი საგარეჯოს საზიარო მამულების დაყოფის შესახებ, სადაც დაწვრილებით არის აღწერილი ნინოწმინდელების, გიორგიწმინდელების და საგარეჯოს გლეხების დავა მიწის ნაკვეთების შესახებ. აღსანიშნავია, რომ გიორგიწმინდელებმა ლადო აღნიაშვილს უწოდეს “საგარეჯოს მამა” და გიორგიწმინდის “მამინაცველი”. 1897 წელს – საგარეჯოს თეატრის მოყვარულთა კოლექტივმა ამ თვითმოქმედი თეატრის დაარსების 10 წლისთავის აღსანიშნავად დადგა “ხანუმა”, რომელშიც მთავარ როლს ასრულებდა ლადო აღნიაშვილის პაპიდა – ვარო. თეატრის მოყვარულთა კოლექტივის საქველმოქმედო სპექტაკლში, ვაროს გარდა, ჩაბმულნი იყვნენ აღნიაშვილები: ლადო, მისი დედა – ეკატერინე, პაპის ძმები – საშა, ვასო, კოტე, რომლებიც თავადაც მართავდნენ სპექტაკლებს და ასრულებდნენ როლებს. აღნიაშვილების ოჯახის აქტიური მონაწილეობით დაიდგა სპექტაკლები “პეპო” და “თამარ ბატონიშვილი” (რეჟისორი – ალექსანდრე ცხვეთაძე).
ლადო აღნიაშვილი აქტიურად ეხმაურებოდა თეატრალური ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან მოვლენას და აქვეყნებდა გამოხმაურებებს სპექტაკლებზე იმხანად გამოცემულ ჟურნალ-გაზეთებში.
1897 წელს - ლადო აღნიაშვილის თაოსნობით დაარსდა “ქართველთა სააღებმიცემო ამხანაგობა “შუამავალი” (კოოპერატივი), იმდროინდელი “ცნობის ფურცელი” გამოეხმაურა კოოპერატივ “შუამავლის დაარსებას”.
1900-1901 ლადო აღნიაშვილი იყო მამა-დავითის სკოლის მასწავლებელი.
1904 წ. – დაუღალავმა ხანგრძლივმა შრომამ წელში გაწყვიტა ლადო აღნიაშვილი და სულიერად მოქანცა, იგი სულიერად დასნეულდა, დაემართლა ტვინის სიმდაბლე. მისმა ძმამ, ილიამ, 1901 წლის 27 თებერვალს იგი მოათავსა მიხეილის საავადმყოფოში, სადაც ლადო აღნიაშვილი გარდაიცვალა 1904 წლის 10 აპრილს. |
|