საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

მიხეილ თარხნიშვილი
მიხეილ თარხნიშვილი (დ. 12 იანვარი, 1897, ახალციხე — გ. 15 ოქტომბერი, 1958, რომი) — თავის სამეცნიერო სფეროში დღესაც ითვლება მიხეილ თამარაშვილის შემდეგ საქართველოს ეკლესიისა და საეკლესიო ლიტერატურის ყველაზე ცნობილ მკვლევარად.

დაიბადა ახალციხელი კათოლიკეების, სტეფანე თარხნიშვილისა და სალომე სეფიძის ოჯახში. სწავლობდა სკრას სახალხო სკოლაში, რის შემდეგაც 1913 წელს ქართველმა კათოლიკე ბერებმა მათი სამონასტრო სკოლაში (ფერი-ქოა) სასწავლებლად შეარჩიეს, რომელიც მდებარეობდა სტამბოლში. 1913-1917 წლებში ამ ქართულ სამონასტრო სკოლაშია, 1917-1919 წ. კი - გერმანელ ბენედიქტინელთა ეტალის (სამხრეთ ბაიერნი, გარმიშ-პარტენკირხენთან) ცნობილ სააბატოში სწავლობს. 

1919 წელს ცოტა ხნით ჩამოდის თბილისში, რაც მისი ბოლო ყოფნა იქნება საქართველოში. 1919-1924 - კვლავ სტამბოლშია, 1924-1929 წლებში გადადის ავსტრიაში, წმ. გაბრიელის საღვთო სიტყვის საზოგადოებაში ფილოლოგიისა და ფილოსოფიის კურსს, ხოლო 1930-1933 წლებში რომში - პაპის აღმოსავლეთის ინსტიტუტში, რომელსაც ასრულებს თეოლოგიის დოქტორის ხარისხით. მღვდლად ეკურთხა 1931 წლის 6 აგვისტოს რომის მახლობლად, გროტაფერატაში. 

1934-1936 წლებში მიხეილ თარხნიშვილი სასულიერი მოძღვარია ქართველი კათოლიკებისა ემიგრანტთა შორის ბელგიაში, გერმანიასა და საფრანგეთში. 1936-1942 წლებში იმყოფება ბენედიქტინელ ბერებთან ბაიერნში (ჯერ დეგენდორფში, შემდეგ მეტენში). 19
42 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე რჩება რომში.

მიხეილ თარხნიშვილის სამეცნიერო დამსახურებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართული ლიტურგიული ტექსტების დამუშავება და გამოცემა, იტალიის წიგნთსაცავებში დაცული ქართული წყაროების აღმოჩენა და გამოქვეყნება, ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლების თარგმნა და გამოქვეყნება. განსაკუთრებით გამოსაყოფია მისი გამოკვლევა პალესტინაში V საუკუნის სამონასტრო კომპლექსის ქართული წარწერების შესახებ პალესტინაში, რომელიც იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ აღმოაჩინა და მიხეილ თარხნიშვილი მიიწვია.

1955 წელს ი.ასფალგთან ერთად გამოსცა კ.კეკელიძის "ქართული ლიტერატურის ისტორიის" I ტომი. ამავე წელს გამოაქვეყნა ეგვიპტეში, თებეს ნეკროლოგი აღმოჩენილი ქართული წარწერები, შეადგინა ქართულ-ფრანგული ლექსიკონი და სხვა.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა დანიელი, სერბელი მთავარეპისკოპოსი (+1338)
წმიდა დანიელ სერბი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, მდიდარი და დიდგვაროვანი მშობლების ერთადერთი ძე, სერბეთის მეფის, სტეფანე უროშ მილიუტინის დაახლოებული პირი იყო. მან უარი თქვა საერო კარიერაზე და ბერად აღიკვეცა. ნეტარი დანიელის მოსაგრე ცხოვრება მაგალითი იყო მთელი საძმოსთვის. სერბეთის მთავარეპისკოპოსმა ევსტათემ იგი ხუცესად აკურთხა. შემდგომ უფლის რჩეული ათონის მთის ხილენდარის სავანის იღუმენად აირჩიეს.
წმიდა იოანე კრონშტადტელი (+1908)
წმიდა იოანე კრონშტადტელი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, 1829 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა პინეჟის მაზრის სოფელ სურაში, ადგილობრივი ეკლესიის მედავითნის ხელმოკლე ოჯახში. ახალშობილი იმდენად სუსტი იყო, რომ მშობლებს არც კი ეგონათ, დილამდე თუ იცოცხლებდა, ამიტომ იმავე ღამეს მონათლეს. წმიდანმა წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა. ათი წლისა კი ადგილობრივ სასწავლებელში შეიყვანეს. თავდაპირველად ყმაწვილს ძალიან გაუჭირდა სწავლა, მაგრამ, ღვთის წყალობით, შემდგომ ყველაფერი კარგად წარიმართა.
gaq