საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

ზვიად გამსახურდიას სამეცნიერო მოღვაწეობა (ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 77 წლისადმი მიძღვნილი კონფერენციიდან)
ქეთევან ფილიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
 ისტორიის სპეციალობის ბაკალავრიატის II კურსის  სტუდენტის ქეთევან ფილიშვილის საკონფერენციო თემა:

ზვიად გამსახურდიას სამეცნიერო მოღვაწეობა

                                                                                თბილისი                                              2016
                         ზვიად გამსახურდიას  სამეცნიერო  მოღვაწეობა.

   საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ყველასთვის ასოცირდება პოლიტიკურ საქმიანობასთან, თუმცა მისი მოღვაწეობა არ შემოიფარლება ამ მცირეოდენით. საქართველოს ეროვნული ლიდერი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი და მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. მას ეკუთხვნის მნიშვნელოვანი  შრომები: რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის, თეოლოგიის, ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითებზე. ეს ყველაფერი არაა, ის ნამდვილი შემოქმედი იყო. ზვიადი არის ლექსებისა და იგავ-არაკების ავტორი, ასევე მთარგმნელი შექპირის, გოგოლის და ბოდლერის თხზულებებისა. 

  „შემოქმედებითი სული ვერ ეგუება ვერანაირ სტატიკურ დოგმას, ვინაიდან შემოქმედება თავად დინამიკაა. იგია თავად დინამიკური სულის სინამდვილე“ -წერს იგი. ეს სიტყვები ნათლად აჩვენებს რომ მას, როგორც შემოქმედებითი სულის მქონე ადამიანს დაეკისრა სწორედ ის საპასუხისმგებლო მისია, რასაც საბჭოური დოგმებიდან გამოსული საქართველოს ეროვნული ლიდერობა ჰქვია.

   საინტერესოა ზვიად გამსახურდიას დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის სულიერ განვითარებაზე, ქართულ ენასა და სახელმწიფოებრიობაზე, მართლმადიდებლობაზე, ღმერთზე და ადამიანზე. 

 პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც ეკუთვნის ზვიად გამსახურდიას. ესენია : 

ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი;
გელათის აკადემიის სულიერი იდეალები;
გამოცხადების. სამების და სამოთხიდან გამოძევების შესახებ;
„მე-უოლტ უიტმენი, კოსმოსი“;
„უდაბნოსა და უდაბნოს შორის“;
საქართველოს სულიერი მისია.

  სანამ უშუალოდ გადავიდოდე მისი ნაშრომების განხილვაზე, დავსძენ იმას, რომ გამსახურდიას შრომები არაერთგვაროვანია. რას ვგულისხმობ სიტყვა „არაერთგვაროვანში“? ზვიად გამსახურდიას ნაშრომების შინაარსი, მსჯელობის საგანი განსხვავებულია თითოეულ მათგანში, თუმცა მიმაჩნია, რომ ერთი იდეისა და ერთი მიზნისაკენაა მიმართული .

  ზვიად გამსახურდიას ნაშრომში, „გელათის აკადემიის სულიერი იდეები“,  ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ არსებობს ისტორიული ტრადიცია, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ზრუნვა კულტურის განვითარებაზე. გამსახურდიას იდეალებს ამ მხრივ წარმოადგენს ვახტანგ VI, რომელიც იყო მეცნიერი, „ვეფხისტყაოსნის“ კომენტარების ავტორი, მისი გამომცემელი. ე.ი თვით უკიდურესი ისტორიული ძნელბედობის დროსაც კი არ ცივდებოდა მეცნიერული და სულიერი კულტურის კერა საქართველოში. აგრეთვე, მას მაგალითად მოჰყას დავით IV აღმაშენებელი, რომელიც უდიდეს დროს უთმობდა ცოდნის მიღებას, ბრძოლაშიც კი. ვფიქრობ, რომ მსგავსი მაგალითების მოხმობა ერთგვარი მოწოდებაა იმდროინდელი პოლიტიკური მოძრაობისათვის, რადგან პოლიტიკოსებს დაპირისპირების დროს ეზრუნათ კულტურაზე, რელიგიაზე, ფილოსოფიასა და მეცნიერებაზე.

  გამსახურდია ნაშრომში დიდ ადგილს უთმობს ანტიკურ მითოლოგიას. კერძოდ, მითს არგონავტების შესახებ. რომლის განმარტებისას ის ავითარებს თანმიმდევრულ  მსჯელობას იმის ნათელსაყოფად, რომ ისტორიული საქართველო არის ფილოსოფიის აკვანი. „რა არის ოქროს საწმისი? ოქროს საწმისი არის სიმბოლო ძველი სიბრძნისა, მისტერიული სიბრძნისა, რომელიც იმჟამად შემონახული იყო მხოლოდ კოლხეთში. ოქრო სიმბოლოა უმაღლესი სულიერებისა, უმაღლესი სიწმინდისა, ხოლო ვერძი სიმბოლოა აგრეთვე უზენაესი სიწინდისა, აზრის სიწმინდისა. აზროვნების კულტურისა და ოქროს საწმისი არის იმ ქვეყანაში, რომელიც ფლობს ამ სიბრძნეს. იგი ჰკიდია მუხაზე და ეს მუხა არის უძველესი კულტის გამოხატულება, რომელიც დაიწყო კოლხეთიდან და შემდეგ გავრცელდა მთელ მსოფლიოში და მათ შორის საბერძნეთშიც.“

  აქედან გამომდინარე, კოლხეთი ანტიკური სიბრძნის და სიწმინდის აკვანია. აქვე აღნიშნავს ქუთაისის შესახებაც, რომელიც უძველესი კულტურის მქონე ქალაქია, რომელშიც  დავით აღმაშენებლის მეოხებით ჩამოყალიბდა გელათის აკადემია, რომელიც სიმბოლო გახდა მართლმადიდებლური და ანტიკური მითიური სინთეზისა.

  შუა საუკუნეების ამ სასწავლებელშიც სქოლასტიკური განათლება იყო, რომელიც გულისხმობდა „შვიდი თავისუფალი ხელოვნების“ სწავლებას. რომელიც თავის მხრივ იყოფოდა: ტრივიუმად და კვადრიუმად.

 ტრიუვიუმი მოიცავს შემდეგ საგნებს : გრამატიკა, რიტორიკა და დიალეტიკა.

კვადრიუმი: არითმეტიკა, გეომეტრია, მუსიკა და ასტრონომია.

   ჩემი აზრით, გელათის საგანმანათლებლო ცენტრი იმიტომ იყო განსაკუთრებული, რომ „ბნელი“ შუა საუკუნეების მიუხედავად, სადაც გაბატონებული იყო ყველაფრის დაჩრდილვა რელიგიით. გელათში წამყვანი როლი მხოლოდ რელიგიას არ ეკავა, რელიგიასთან ერთად წინა პლანზე გამოდიოდა ცოდნა. არ იზღუდებოდა ანტიკური ცოდნის დაუფლება, პირიქით ეს ცოდნის სრულყოფისათვის საჭიროც კი იყო.    ამდენად შუა საუკუნეების საქართველოში არსებობდა სასწავლო დაწესებულება, რომელიც აქცენტს აკეთებდა არა მარტო ღმერთზე, არამედ ადამიანზე.

   საინტერესოა ზვიად გამსახურდიას ნაშრომი „ გამოცხადების, სამების და სამოთხიდან გამოძევების შესახებ“. სადაც საუბარი იწყება გონებისა და რწმენის გამიჯნვით. რომ გონება ეს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია ადამიანისათვის და ის მხოლოდ მატერიალური, ხილული სამყაროსთვისაა განკუთვნილი. ხოლო რწმენა ადამიანისა არამიწიერია. „ღმერთი ადამიანს გონებით არ ეძლევა, რადგან  გონება მხოლოდ ხილული სამყაროსთვის არის“. ვფიქრობ ეს ერთგვარი მინიშნებაა იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც უშედეგოდ ცდილობენ ლოგიკის ძალით ღმერთის არსებობის დამტკიცებას, უარყოფას. ის ასევე ეხება საკითხს სამების შესახებ, და აღნიშნავს „მამა შეუმეცნებელი საწყისია ყველაფრისა. ძე არის იგივე მამა ყოფიერებაში, ქმედებაში, ხოლო სულიწმინდა არის ის, რაც აძლევს ყოფიერებას სიწმინდეს, რაც განწმენდს ყოფიერებას და აძლევს სიბრძნეს, თრგუნავს და ამარცხებს ყოველგვარ უარყოფითს. აი, ეს არის ქრისტიანული სამება“. 

  მას კიდევ ერთხელ უნდა აჩვენოს სამების ერთობა და განუყოფობა, რადგან თავიდან იქნას აცილებული ერეტიკოსობა და განდგომა მართლმადიდებლობისგან. ვფიქრობ, ქვეყნის ლიდერის მხრიდან მსჯელობა მსგავს საკითხზე, არის მნიშვნელოვანი , რადგან ნაჩვენებია მისი პოზიცია და ქვეყნის სულიერი კურსი, რომელსაც ერთიანი საქართველოს პრეზიდენტი იღებს.
     ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ ზვიად გამსახურდიას ნაშრომების თემატიკა არაერთგვაროვანია. ჩვენ შევეხეთ მის ნაშრომებს საგანმანათლებლო და რელიგიური კუთხით. ნაშრომში, „უდაბნოსა და უდაბნოს შორის“, საუბარია ლევ ტოლსტოიზე, რომელიც უპირისპირდება  ფილოსოფიის, რელიგიისა და ეთიკის ნორმების ტრადიციულ გაგებას და ქმნის ახალ, ზეეროვნულ, ზოგადსაკაცობრიო კრიტერიუმებს. იგი ახალი დროის დიდი ერეტიკოსია. მისი მძლავრი ინდივიდუალურო ბა ვერ ჰგუობს ვერანაირ კალაპოტსა და ჩარჩოებს.

   ჩანს ტოლსტოის დაპირისპირება ბეთჰოვენთანაც. ტოლსტოის, როგორც შემოქმედს ახასიათებს აპოლონური ბუნება და ეწინააღმდეგება ბეთჰოვენის მუსიკის დიონისურ ქარბორბალას.  დიონისური საწყისი ეს არის ერთობა ადამიანსა და ბუნებას შორის, განუსაზღვრელ ძალთა კავშირი, რომლის გამოხატულებად შეიძლება ჩავთვალოთ თრობა და რომელიც წარმოშობს მუსიკის არაპლასტიკურ ხელოვნებას. აპოლონური საწყისი კი ადამიანის წარმოსახვის უნარია, მისი ზმანება, რომელიც განუსაზღვრელობას გარდაქმნის მრავალფეროვან სახეებად და, შესაბამისად, წარმოშობს სახვით ხელოვნებას. 

ტოლსტოი გამსახურდიას წარმოდგენაში ის ადამიანია, რომელიც თავისი ინდივიდუალურობითა და განსხვავებულობით ჩამოსცილდა ქრისტეს. არა იმიტომ, რომ ის სუსტი იყო, როგორც ამას რომენ როლანი ამბობდა. არ შეიძლება ითქვას ის, რომ დინების მიმართულებით მცურავ ადამიანს უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე იმას, ვინც შუა მდინარეში თავი შეიკავა. დიახ, ის ვინც მდინარის შუაგულში თავი შეიკავა ტოლსტოი იყო, რომელსაც ზეადამიანური ძალა არ ეყო, რომ საპირისპიროდ წასულიყო.

   ვფიქრობ, რომ ეს ნაშრომი ლევ ტოლსტოის ფანატიკური სიყვარულის ან სხვა  მსგავს მიზეზთა გამო არ დაწერილა. ჩემთვის ლევ ტოლსტოი ამ ნაშრომში ზვიად გამსახურდიას სახეა. გამსახურდიაც ტოლსტოისავით ვერ ჰგუობს ვერანაირ ჩარჩოსა და კალაპოტს. ზვიადს არ შეეძლო საბჭოურ ჩაკეტილობაში დარჩენა და უქმოქმედობა. მან ერთხელ აღნიშნა „მდინარის მიმართულებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან ‘, და ზვიადმაც ტოლსტოის მსგავსაც დაიწყო ცურვა დინების საწინააღმდეგოდ.
    რაც შეეხება გამსახურდიას ნაშრომს „მე-უოლტ უიტმანი,კოსმოსი“ ,აქ ნაჩვენებია შემოქმედების ცენტრში მყოფი ადამიანი, ღვთის ხატი, „ბალახის ფოთოლი“, რომელიც მოდის ამქვეყნად , რომელიც სიმბოლოა ხელახალი აღორძინებისა და აღდგომისა. უოლდ უიტმანმა ამერიკის კონტინენტს მისცა მნიშვნელოვანი, პოეზია ადამიანებსა და სიყვარულზე. გამსახურდია აღნიშნავს  „უოლტ უიტმანი ჭეშმარიტი კოლუმბია ახალი დროისა, იგი უფრო მეტია, ვიდრე კოლუმბი, მან აღმოაჩინა ამერიკის სული“. იქნებ ზვიადსაც, როგორც შემოქმედს, სურდა უიტმანივით აღმოეჩინა ქართული სული. მიეცა ახალი სიცოცხლე საქართველოსათვის, რომელიც ფაქტობრივად ქვეყანად აღარ ფიქსირდება. იქნებ სურდა საბჭოთა კავშირიდან დაეხსნა და ახალი სიცოცხლე ეჩუქებინა, გზაზე დაეყენებინა და სული ჩაებერა მომაკვდავი ქვეყნისათვის.

   ხოლო ნაშრომებს, „ ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ და „ქართველი ერის მისია“, ორივე მათგანში მსჯელობა ანტიკურობიდან და უძველესი ქართული ფესვებიდან იწყება. ნაჩვენებია ის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩვენი კულტურა, ენა და ტრადიციები. ვფიქრობ ამ ნაშრომების მიზანი ქართველი ერისათვის ჩვენი ერის, ენის, მამულისა და რწმენის ისტორიის, მისი ფასის  და სამომავლოდ მისი დაცვის გზის ჩვენებაა. როგორც საქართველოს პირველი პირი, ის ვალდებულიცაა ჰქონდეს ერთიანი, ჩამოყალიბებული  დოქტრინა მთელი ერისათვის.

  ამდენად, ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობა საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესოა. მისი მსჯელობის თემა ეხება საკითხებს ღმერთზე, ინდივიდუალიზმზე, გონებისა და რწმენის ადგილს ადამიანში, სახელმწიფოებრიობასა და განათლებაზე.

   ვფიქრობ მის ნაშრომებში აღნიშნული პიროვნებები ქმნიან იდეალთა სიტემას მისი პიროვნებისთვის და მისი მომავალი გეგმებისთვის. ჩემეული ხედვით, მას უნდოდა ყოფილიყო დავით აღმაშენებელი, გაეთავისუფლებინა საქართველო მტრისაგან, დაეცვა მისი რელიგია, კულტურა , მეცნიერება და ემკურნალა მის სულიერი ჭრილობებისთვის. მას სურდა ყოფილიყო უიტმანი და მის მსგავსად საკუთარი ქვეყანისთვის დაებრუნებინა სული და მიეცა სწორი მიმართულება. მას სურდა ყოფილიყო ტოლსტოი და არ მიჰყოლოდა მდინარის მიმართულებას, ებრძოლა ზეადამიანური ძალით, გადაებიჯებინა ჩაკეტილობის და ჩარჩოებისთვის. მას სურდა, რომ  ყოფილიყო ზვიად გამსახურდია - საქართველის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ეტყოდა ხალხს, რომ თქვენ ხართ ის, ვისაც ათასწლეულების ისტორია გაქვთ და ვისგანაც გადმოდინდა ცივილიზაციის მდინარე. თქვენ ხართ ის, ვინც არ უნდა განადგურდეს, არ უნდა გაქრეს, ფეხზე უნდა წამოდგეს და გადარჩეს.


   გამოყენებული ლიტერატურა :
უოლტ უიტმენი "ბალახის ფოთლები" .  თბილისი : ნაკადული , 1966.
ზვიად გამსახურდია "საქართველოს სულიერი მისია". თბილისი : საქართველოს მაცნე , 2007
ზვიად გამსახურდია "წერილები, ესეები'. თბილისი : ხელოვნება , 1991.
www.mamuli.net
www.burusi.wordpres

მამული, ენა, სარწმუნოება

იპოლიტე რომის პაპი და მის თანა წამებულნი: კენსორინე, საბინე, ქრისია ქალწული და სხვანი ოცნი მოწამენი
30 (12.02) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მღვდელმოწამე იპოლიტე რომის პაპისა და მის თანა წამებულთა კენსორინესი, საბინესი, ქრისია ქალწულისა და სხვათა ოცთა მოწამეთა (III)
ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი
ვითარცა მოციქულთა თანა მოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.
gaq