საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

„ალალი სულის კიაფობა თვალის სარკმელში“
ლელა ჩხარტიშვილი
არჩილ მაწიაშვილი

 

1941 წლის 22 ივნისი, დილის 4 საათი -  ამ თარიღით აღინიშნა ისტორიაში მეორე მსოფლიო ომის დასაწყისი. ეს იყო ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში.

ფაშისტური გერმანიის მიერ წამოწყებულ დამპყრობლურ და გამანადგურებელ ომში, საბჭოთა კავშირის ლიდერის, იოსებ სტალინის სამშობლო - საქართველომ, პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო.

ქართველები თითქმის ყველა ფრონტზე იბრძოდნენ.  ალბათ  იმდენი სამხედრო ფორმა არც იშოვებოდა, რამდენ ჯარისკაცსაც იწვევდნენ ამ ომში. ბევრისთვის ეს “სხვისი ომი” (არსებითად ორი ბოროტება ებრძოდა ერთმანეთს: ფაშიზმი და ბოლშევიზმი)  იყო, მაგრამ ასე იყო თუ ისე,  ამ ომს ჩვენი ერის ღირსეულმა ნაწილმა შესწირა, ჯერ კიდევ ნორჩი სიცოცხლე. ყველაზე დიდი მემკვიდრეობა, რაც ომში დაღუპულმა  მამებმა შვილებს (ომის შვილებს) დაუტოვეს, იყო გმირის სახელი და რწმენა იმისა, რომ  მამები მაღალ იდეალებს ეწირებოდნენ, რაც უზრუნველყოფდა არა მხოლოდ ქვეყნის ფიზიკურ გადარჩენას, არამედ მისი ზნეობრივი კანონების ურყეობასაც. ვაი, რომ ქართველი ხალხის ბედი ერთმა მწერალმა საპალნემოკიდებული ცხენის ბედს შეადარა, უფსკრულს რომ მიუყვება.

საბჭოთა კავშირის გმირებზე, ამ ლეგენდადქცეულ ადამიანებზე, რომლებმაც კაცობრიობა  ფაშიზმისგან იხსნეს, უამრავი ლექსი, ნოველა თუ რომანი დაიწერა; შეიქმნა მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმები, მხატვრული ტილოები; მოქანდაკეები ძერწავდნენ და აქანდაკებდნენ ბრძოლებში დაცემულ თუ  გადარჩენილ ოქროს ვარსკვლავებით მკერდამშვენებულ რაინდებს.

ქართველმა ხალხმა საკუთარ თავზე განიცადა  ომის მთელი საშინელება.  ომის წყვდიადი არ ინდობს ფერებს. წამში  შეიცვალა ყველაფერი: „ტანკების ჩრდილი ადამიანთა ბედს დააწვა მხრებზე და კვამლიანი კვალი დატოვა“. ამ დრაკონივით მოცეკვავე კვამლმა თითქმის ყველა ოჯახში შეაღწია, თაობებს დაუბნელა დღე და ლამისაა მესამე თაობასაც აუხრჩოლოს ფილტვები (მე ამ ომისთვის უკვე მესამე თაობა ვარ ანუ როგორც იტყვიან, ამ ომის შვილიშვილი). როგორც  ომს სჩვევია, სიკვდილი გაშინაურდა. უამრავმა ოჯახმა დაკარგა წევრები, ნათესავ-მეგობრები. ვინ მოთვლის, რამდენი ახალგამოჩეკილი მეომრის სიკვდილის ამბავი მოიტანა ფოსტალიონმა; რამდენჯერ დაიკივლა უბანმა და  მოიყოლა   შიში, სტრესი, ავი მოლოდინი, შიმშილი, სიცივე და საშინელი ამბების სერია.

ომის შვილები – ეს ის თაობაა, რომელმაც ომის სიმწარე საკუთარ სულზე იწვნია. მათ ჩამოყალიბებაზე, მცირეწლოვან მეხსიერებაზე  ომმა ძლიერი ზეგავლენა იქონია.

მანამდე ისინი ჩვეულებრივი ბავშვები იყვნენ. თამაშობდნენ მეგობრებთან ერთად. ცხოვრობდნენ ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმით. სურდათ ბედნიერი, მშვიდობიანი ბავშვობა, ცხოვრების სიხარულით ტკბობა, კეთილმეგობრული დამოკიდებულებები. ოცნებობდნენ  უკეთეს მომავალზე, მაგრამ ომმა ეს ოცნებები „მათი სულებიდან ამოკორტნა.“  და უცებ უზრუნველი,  ლაღი  ცხოვრება გულსაკლავ მელოდიად აქცია. ომმა წაართვა მათ   ბავშვობის ხალისი.

გერმანული ანდაზის მიხედვით, ცხოვრება ისედაც ომია. მით უმეტეს, როცა ომი იჭრება ცხოვრებაში და ბავშვებს ბავშვობას ართმევს. ზოგჯერ ისედაც  მთელი ცხოვრება ვსწავლობთ ხელის გაშვებით, საყრდენის გ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
არეშე  დარჩენილ ყოფასთან შეგუებას;  მწარედ ვეთხოვებით ბავშვობას, იმ  ნეტარ საუფლოს, რომელსაც თვალი და ხელი ფარავს მშობლის და ყველაფერს მათი ენითუთქმელი ზრუნვა იცავს.  ობოლი ბავშვი - ეს ყველაზე დიდი უსამართლობაა სამყაროს დასაბამიდან არსებულ, „გორგონას სახესავით საზარელ“  მარადიულ  უსამართლობებს შორის. ამიტომაც გარე სამყაროში მიმდინარე ყოველგვარ მოვლენას პირუთვნელი და უტყუარი მსაჯული ჰყავს ბავშვის სახით. ჭეშმარიტება კი ერთია: არანაირი იმპერიული ამბიცია არ ღირს  ერთი ობოლი ბავშვის ცრემლად.

რამდენიმე ხნის წინ, დედულეთში (ქართლში) მისი ნათესავის, „ომის მსხვერპლის“,  არჩილა ძიას ჩანაწერები აღმოვაჩინე. ინდივიდუალური თვალით დანახული მოუშუშებელი სულიერი ტრამვა, რაც ბავშვობაში გადახდა თავს, ერთ დღესაც ამდგარა, აუღია ცალხაზიანი რვეული და თავის ტანჯვა-წამების ამბები აღუწერია: „განა რა დასაკვეხია წვალება და შიმშილი, რასაც ადამიანი განიცდის. მაგრამ  დასაკვეხად კი არა, ჩემი გულის გასართობად დავწერეო“. ეს მძიმე და შემაძრწუნებელი  ჩანაწერები  ერთგვარი გაფრთხილებაა, თუ რა უბედურება მოაქვს ომს. მაგრამ ეს წუწუნი არ გეგონოთ, პირიქით,   ამ ჩანაწერებს წითელ ზოლად გასდევს შეუდრეკელი ხასიათი. მიუხედავად ყველაფრისა,  ამ ჩანაწერების ავტორი არ გატყდა, არ გაბოროტდა,  შეინარჩუნა ადამიანის სახე  და ის ფასეულობები,  რომელსაც სიკეთე და კაცთმოყვარეობა ჰქვია. პატიოსნება  და კაცობა იყო მისი ცხოვრების წესდება.  არსებობს ასეთი სიტყვათშეთანხმება: „ტკივილების კათარზისი“. თუმცა კი  ეს ყველაფერი ძალზე ძვირად  უჯდება ადამიანს;   ამ შემთხვევაში კი ბავშვობის წლების დაკარგვის,  უმწეობისა და მსხვერპლის განცდის დაძლევის, განცდილი უბედურების  მოშუშების ფასად.   შეიძლება ასეც ვუწოდოთ: „ომის მიერ დანერგილი ბოროტების ნიადაგზე ამოსული სიკეთის ნერგი.“

მოგეხსენებათ, ომი საქართველოს ტერიტორიაზე არ იყო, ამდენად არჩილა ძიას  არ უნახავს ბომბდამშენი თვითმფრინავები, ადამიანთა სისხლი; არ მოუსმენია ყუმბარების გრუხუნი. მისი ბავშვობის სახლ-კარი და ფუძე   ომის ცეცხლს არ დაუწვავს და არ დაუნგრევია, მაგრამ მან დაკარგა ბავშვობა. თანაც  არცერთ ფსიქოლოგს არ უზრუნია  მის ფსიქოლოგიურ - მორალურ რეაბილიტაციაზე.

ომის დაწყებამდე ზრუნვით გარემოცული იზრდებოდა, არაფერი აკლდა. უფროსები ყველანაირად მიწყობდნენ ხელს, რომ მესწავლაო - იხსენებს ის.  მეხუთე კლასში იყო, ომი რომ დაიწყო. ახალგაზრდა მამა ომში გაიწვიეს. სახლში დედა და ხუთი შვილი დარჩნენ. უფრო სწორად, მამის ომში გაწვევიდან ოთხ თვეში დაიბადა უმცროსი, მეხუთე  ძმა. ოჯახს რჩენა სჭირდებოდა. მუშახელი კი არავინ იყო. რაღაც დრომდე მამისგან დარჩენილი ქონება როგორღაც ეყოთ (რამდენიმე ფუთ პურად გაყიდეს). ამხელა ოჯახის რჩენა პატარა ბიჭს დააწვა კისერზე. იძულებული გახდა, სკოლისთვის თავი დაენებებინა და კოლექტივში  დაეწყო მუშაობა. 12 წლის კაფანდარა ბავშვს რა უნდა გაეკეთებინა? ადგნენ და კოლმეურნეობის საქონელში სამწყემსავად გაუშვეს.

ნეტავი შეიძლებოდეს ორივეს  ერთდროულად შეთანხმება: სკოლაში სიარულიც და მწყემსობაცო - ფიქრობდა სწავლას მოწყურებული, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. მალე შეეჩვია თავის მდგომარეობას. 30 სული საქონელი ჰყავდა მიბარებული  პატარა ბავშვს და მათთან ერთად დაეხეტებოდა მთებში, ტყეებსა და ველებში. „ბოსელი“ სოფელს მოშორებული იყო და ყარაულის გარეშე  დატოვება არ შეიძლებოდა. ზამთრის ღამეებში, საღამოს ბინდი რომ  ჩამოწვებოდა სოფელში,  ძაღლებსაც კი  ბოსელში  ამწყვდევდნენ. მშიერი მგლები ისე აწვებოდნენ ბოსლის  კარებს, თითქოს ქალის მოსატაცებლად მოსულან და თავისი უნდათ გაიტანონ, ვაჟკაცობა  არ შეირცხვინონო.  მუხის ურდულით რაზავდნენ  კარს. ასე გადიოდა ზამთარ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ი, ბარდნიდა თოვლი, ბარდნიდა მწუხარება.  ყველაფერს ფარავდა თოვლი: მთებსა და ველებს. ზამთრის ცივ გუმბათქვეშ, ჩაქუფრულ შორეთში ქვასავით იდგა კრიჭაშეკრული და ულმობელი  ქვეყნიერება. შორეულ რექვიემად ჟღერდა გრიგალის გულისწამღები ხმაური და ღამეული ფიჭვების კვნესა. ქარბუქის თავზე მობორიალე, მცურავ ღრუბლებში გახვეული  მთვარე  კი მამის გმირობაზე  ყვებოდა მითებსა  და ლეგენდებს.  მისი მსუბუქი  შუქი ოდნავ აამებდა ბავშვის შეშინებულ და დამფრთხალ  გულს და საფიქრალს: „როგორ ეშოვა პური?“ „ღმერთმა დაუშვა, რომ ადამიანის ოფლით გაპოხილი „პური ჩვენი არსობისა“ შეღებილიყო ადამიანისავე სისხლით“ -  ამბობს წმინდა გრიგოლ ფერაძე.

შიმშილისგან მუხლებში ძალაგამოლული დალასლასებდა ტყეებში  საქონლის სამწყემსად და მაყვლით, პანტითა და ზმარტლით იკმაყოფილებდა შიმშილის გრძნობას.

მწყემსობიდან ფიზიკურ სამუშაოზე გადაიყვანეს. მიაბარეს ორუღელი ხარი,  შეაბეს გუთნები, თითო გუთანზე ექვსეული ხარი და კოლმეურნეობის მინდვრების სახნავად გაუყენეს გზას.  დილიდან საღამომდე კალოზე მუშაობდნენ ნახევრად მშივრები. „მთვრალივით ვბარბაცებდი შიმშილისგან დასუსტებული და ასე დავდევდი ხარებს გუთანზეო“. თესავდნენ ქერსა და სიმინდს.  დაბინდებისას ხარებს ცეცხლთან მოაქუჩებდნენ, შემოუსხდებოდნენ ცეცხლს და  ღამის მეხრეობას სწევდნენ თითისტოლა ბავშვები. ხარებთან ერთად ათევდნენ ღამეებს.

ზაფხულის დღეს რომ გააცილებდა და შემუქდებოდა საღამოს  ცა, ჩიტების საამო ჭიკჭიკი რომ შეუერთდებოდა მდინარეთა ჩქამს, ტოროლები წკრიალით გალობდნენ და სიმღერით უთბობდნენ ნაღვლიან პატარა გულს.  ხშირად შესცქეროდა თურმე ჩამავალ მზეს და  ნატრობდა: „ეხ, მზეო, ნეტავი თუ კიდევ დავესწრები ხვალ  შენს ამოსვლას. ნუ მომკლავ ღმერთო. ჩემი პატარა და-ძმები მთლად უპატრონოდ დარჩებიანო.“ ისევ და ისევ მათზე ზრუნვა აღანთებდა, ამხნევებდა, ძალას მატებდა. მზე კი უზარმაზარი და უშრეტი სიყვარულით დასცქეროდა მიწას.  ასე მიდიოდნენ დღეები. ვისთვის ფრთამალი, ვისთვის კი ათას წლად გაწელილი და დამძიმებული: შიშით, განსაცდელით, წვალებით  სავსე დღეები. დღე - გუთანზე, ღამე - ხარებში. ზაფხულობით, შერეკავდნენ პატარა მწყემსები ნახირს ტყიან ადგილას, კამკამა ცვარ-ნამით მოფენილ მინდვრიან მოლზე, თვითონ კი კურდღლებივით ჯაგებში ეძინათ. იყო ღამეები, ასევე  გაწელილი, ერთი ათასს რომ უდრიდა („ერთი დღე, ვითარცა ათასი წელი“). არჩილა ძიას ჩანაწერებში წავიკითხე,  ერთხელ   ერთი აბგა კარტოფილი მოჰქონდა თურმე მეზობელი სოფლიდან მშიერი და-ძმებისთვის. უკვე ღამდებოდა, საავდრო ღრუბლებით იფარებოდა მთვარე. ამ დროს  მგლების ხროვას გადაეყარა თურმე. ბედად,  ხეზე აძრომა მოასწრო. მგლების თვალებმა გაიკვესეს კუნაპეტ სიბნელეში, სიკვდილის თვალებს ჰგავდნენ.  წვიმამაც დაუშინა, უსასრულოდ ბუზღუნებდა წვიმა და ფოთლებს აშფოთებდა. ვიდრე არ გათენდა, ხეს იყო მიკრული. მთელი ცხოვრება  კოშმარული სიმზარივით ახსოვდა და აშფოთებდა  ეს ღამე.  ცნობილია, რომ წარსულში განცდილი ფსიქოტრავმული მოვლენის აკვიატებულ და შემაწუხებელ  ხსოვნას მეხსიერებიდან ვერაფერი განდევნის. ვინ იცის, იქნებ ამ სტრესმაც განაპირობა, რომ მას გამოჰყვა მომეტებულად  აღგზნებადი (ზოგჯერ მრისხანეც) და გულფიცხი ხასიათი, მაგრამ ვერაფერმა აღმოფხვრა მის ხასიათში სიამაყე, შეუპოვრობა, თავმოყვარეობა, თავდადება, დაუზარლობა,  გულკეთილობა „ალალი გულის კიაფობა თვალის სარკმელში“ (ნიკო სამადაშვილი).   გაიარა ამ განსაცდელმაც. ფათერაკიც, მგლების ხროვაც იმ უსაზღვრო და უკიდეგანო ღამეში ჩაიძირა.   ყველაფერს სძლია თავგანწირვამ. მართლაც, რას არ გაგაბედინებს სიყვარული? ყველაფერზე მეტი კი ის სიხარული იყო, დილით  ხიდან რომ ჩამოვედი, კარტოფილით სავსე აბგა გულში ჩავიხუტე,  მშიერ და-ძმებს მივუტანე და

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
პატარები  შიმშილისგან ვიხსენიო.

ომი დამთავრდა. მამა აღარ გამოჩენილა, დედა გარდაიცვალა.   გამძაფრდა ტანჯვა- წამება და შიმშილი.  რაიკომის მდივანთან გავარდნილა, კარზე არც დაუკაკუნებია, ისე შეჭრილა კაბინეტში. - გაიყვანეთ ეს გიჟი აქედანო,! - უყვირია მდივანს.  ღონემიხდილს ეს სიტყვებიღა ამოხდომია:  - გიჟი კი არა, მშიერი ვარ, მშიერიო. რაიკომის მდივნის ხელშეწყობით, პატარა და-ძმა ბავშვთა სახლში  მიაბარა, იქ აჭმევენ და მშივრები აღარ დაიხოცებიანო. ჩემი თავი კი ჯანდაბას, როგორც იქნება, შევინახამო, - უფიქრია. ზურგზე მოკიდებული უმცროსი და-ძმა მეორე დღეს   მდინარე ქსანზე გაიყვანა. თუმცა, შიმშილზე და სიცივეზე უფრო მძაფრი  და ძნელი გადასატანი  და-ძმასთან განშორების  ნაღველი აღმოჩნდა:  „როგორ  აიტუზნენ ორივე. ერთმანეთს ეკვროდნენ დამფრთხალნი,   დაღონებულნი“, - მაგრამ ხომ გაზრდიან, შიმშილით არ დახოცამენო. ეს ანუგეშბდათ; როგორც იტყვიან, გაჭირვება გამაგრებს „რაც არ გკლავს, გაძლიერებს“.

შრომასა და თავგანწირულ მუშაობაში გავიდა დრო. სულ თოხი ეჭირა ხელში და მიწას ეფერებოდა. არჩილა ძიამ ცოლიც შეირთო. მშრომელი, გამრჯე, ოჯახის მოყვარული შვილებიც გაზარდა. შვილიშვილებს და შვილთაშვილებსაც მოესწრო, მაგრამ ბავშვობის კადრებს ხომ ვერაფრით წაშლი მეხსიერებიდან. ამის მიუხედავად,  არჩილა ძიას არასდროს გასჩენია უნდობლობა სამყაროსა და ადამიანის მიმართ. მას მერე კიდევ  სამ ომს მოესწრო: თბილისის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებს. მის არსებობას განმსჭვალავდა დაუცველ არსებათა (განსაკუთრებით ბავშვების)  მიმართ შემწეობის, დახმარების აღმოჩენისთვის მუდამ მზადყოფნის სურვილი, რაღაცნაირი „პატრონის ინსტიქტი“, რომელიც განაზღვრავდა წაუმხდარი  კაცობის, ადამიანობის მისეულ გაგებას. ნათქვამია, მზის ჩასვლის ჟამს მკვეთრდება შუქ-ჩრდილებიო. არჩილა ძიამ „მზის ჩასვლის“ ჟამს, გარდაცვალების წინ მეხსიერება დაკარგა. მის მეხსიერებაში გაფერმკრთალდა გარდასულ დღეთა ხსოვნა, მაგრამ ვერაფერმა წაშალა უმწეოთა დახმარების, მშიერთა დაპურების გრძნობა და ხატი მის ცნობიერებაში. თითქოს ნიუანსია, მაგრამ, ვფიქრობ,  მის სრულ პორტრეტს ხატავს მისივე სიტყვები, რომლებსაც იგი წარმოსთქვამდა სიკვდილის წინა დღეებში.  ეს სიტყვები იყო რაღაც,  მეხსიერებაში  არსებული ცნობიერი და  არაცნობიერი გამოცდილების ნაზავი. სადილის მიტანის დროს დაუძლურებული მოხუცი ისე პირს არაფერს დააკარებდა, სანამ არ იკითხავდა: „ბავშვები თუ არიან დაპურებულიო?!“ მისი ყველაზე დიდი თხოვნა-ვედრებაც ღმერთის მიმართ ეს იყო: „მსოფლიოს არცერთ ბავშვს არ ენახოს ის, რაც  ჩვენ ვნახეთ: შიმშილი და გაჭირვება. ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს სწავლის საშუალებაო.“  განათლება ვერ მიიღო, მაგრამ წიგნის კითხვის ჟინი  სიბერის დროსაც არ განელებია. სულ თავთით ედო კლასიკური ნაწარმოებები. "ბედნიერებაა, როცა წიგნის ფურცლებზე ისე ისვენებს დაღლილი სული, როგორც გადამფრენი ფრინველები ისვენებენ გაშლილ ზღვაში გემის ანძაზე" (ბაჩანა ბრეგვაძე).

და კიდევ, ერთი სატკივარი  სტანჯავდა. ქვეყანაში მწვავედ დგას დემოგრაფიული პრობლემა, არც ერთი ახალგაზრდა დაუოჯახებელი არ უნდა დარჩეს, ყველა ოჯახში ბავშვი უნდა იზრდებოდეს... ახალგაზრდებმა, რაც შეიძლება, მეტი შვილი უნდა გააჩინონ, თორემ გადავშენდებითო. ყველას ოჯახის შექმნისკენ მოუწოდებდა. უხაროდა, როდესაც ხედავდა, რა მხიარულად  აქანავებდა მის ეზოში,  მშრალი ქარი, სარეცხის თოკზე გაფენილ ბავშვის საცვლებს.

დაე, ნუ გამოლეულიყოს არჩილა ძიას დიდ და მრავალრიცხოვან ოჯახში ბავშვის მტვერი და მის შთამომავლობასაც ასეთივე შეუმცდარი ნაბიჯით ევლოს და წრფელი გულით ეცხოვროს, ისეთივე ღირსებით ეტარებინოს ცხოვრებისული ჯვარი, როგორც ჩემთვის არჩილა ძიამ, მათთვის კი - არჩილა პაპამ ატარა!.

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq