საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

აბრეშუმის გზა
დალი ჩარექაშვილი

               

 

აბრეშუმის გზა , ტრანსკონტინენტური სავაჭრო-საქარავნო გზა, რომელიც ჩინეთს ხმელთაშუა და შავი ზღვების სანაპიროებთან აკავშირებდა. ძვ.წ II საუკუნის ბოლოს  აბრეშუმმა ერთმანეთს შეახვედრა დასავლეთი და აღმოსავლეთი დედამიწაზე.

თუმცა, არასწორი იქნებოდა ,აბრეშუმის გზის მნიშვნელობა მხოლოდ აბრეშუმით ვაჭრობამდე დაგვეყვანა , რადგან მისი როლი ბევრად უფრო ფართო და მრავალფეროვანი იყო: ქარავნებს არამარტო გასაყიდი  საქონელი შემოჰქონდათ, არამედ ხელს უწყობდნენ კულტურულ გაცვლას. ასე ხდებოდა რელიგიური იდეებისა და სულიერი ფასეულობების გავრცელება. აბრეშუმის გზამ ხელი შეუწყო ტექნოლოგიურ პროგრესსაც.

ჩინელებისთვის ამ გზის გახსნა ყოველთვის დაკავშირებული იქნება ჭანგ ციენის სახელთან, რომელმაც იმპერატორ უ-ტის დროს, თავისი მოგზაურობისას ,მიაღწია მდინარე სირდარიას და ბაქტრიის ოლქს, ხოლო შემდეგ დაბრუნდა ჩინეთში ნეფრიტის  გზით. ის პირველი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჭიროა ჩინეთის ირგვლივ მცხოვრებ ხალხებთან სავაჭრო და დიპლომატიური კავშირების დამყარება. ამ იდეით დაიბადა აბრეშუმის გზა. ჭანგ ციენი (ხანის დინასტია) მოგზაურობდა დიპლომატიური მისიებით და იმან, რომ იმ დროის მთავარმა პოლიტიკურმა ძალამ  შუა აზიაში, ჰუნების ტომებმა, ჩინეთთან სავაჭრო- დიპლომატიური ურთიერთობები და

ამყარა, ხელი შეუწყო ვაჭრობის გააქტიურებას და აბრეშუმის გზის გეოგრაფიულ გაფართოებას.

სავაჭრო კავშირების სიმყარე დამოკიდებული იყო ჩინური მმართველი დინასტიის ნებასა და უსაფრთხოების მიღების შესაძლებლობაზე. ამიტომაც, ცენტრალური ხელისუფლების შესუსტების დროს , ვაჭრობა გზაზე წყდებოდა, დროდადრო კი, ვაჭრობის მოცულობა უზარმაზარ ზომებს აღწევდა.

ჩინელებს, თავდაპირველად, საექსპორტოდ გაჰქონდათ უხარისხო ქსოვილები, მოძველებული საყოფაცხოვრებო  ნივთები და სამკაულები. მოგვიანებით ვაჭრობაში აბრეშუმი შევიდა. იმპორტის სახით შედიოდა ჩინელებისთვის უცნობი ნივთები , მაგალითად ხალიჩები, ძვირფასი ჭურჭელი, სამკაულები, ეგზოტიკური ცხოველები და მონები.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ოფიციალურად აბრეშუმს და აბრეშუმხვევიებს არასდროს ჰყიდდა, ეს ნაწარმი ქვეყნის გარეთ მაინც გადიოდა . სულ მალე მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ ჩინეთთმა გადაწყვიტა ე.წ. ,,დიპლომატიური“ გაცვლა დაეწყო, თუმცა, მხოლოდ იმ ქვეყნებთან , რომლებიც საკუთარ თავს ჩინეთის ვასალებად აღიარებდნენ.

ჩინელები აბრეშუმის გაყიდვის სანაცვლოდ იღებდნენ მშვიდობას და ალიანსებს ქმნიდნენ. უცხო ქვეყნიდან ჩამოსული დიპლომატიური საელჩო მიართმევდა იმპერატორს ძვირადღირებულ საჩუქრებს, ხოლო სანაცვლოდ იღებდა აბრეშუმს, ჩაისა და ფაიფურს.

აბრეშუმის დიდმა გზამ მნიშვნელობა დაკარგა XVII საუკუნის მიწურულს, როდესაც

დალი ჩარექაშვილი
ევროპელებმა საბოლოოდ აითვისეს საოკეანო გზა აფრიკის შემოვლით.

 

 

12. 12. 2017 წ.


გამოყენებული ლიტერატურა:

1.      რა ვიცით ჩინეთის შესახებ? თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი

2.      http://qart.travelpoint.ge/12--.html

 

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq