საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

აკაკი შანიძე - ქართული ეროვნული ჰიმნი

დიდი მეცნიერი უჩვეულო ამპლუაში - აკაკი შანიძის ლექსი თავისუფლებაზე

ცნობილია, როცა საქართველოში რუსთა ბატონობის დამყარების საკითხი იხილებოდა, დავით ჩერქეზიშვილს უკითხავს გიორგი მეცამეტისათვის:  „ბატონო მეფევ და კარისკაცნო დარბაისელნო: რომ აღებთ კავკასიის კარსა, შეიძლებთა თვისსა დროსა დახშვასა მისსა?“

გიორგის უპასუხნია: „დახშვა კარისა ამის იქნება დახშვა ქრისტიანობისა კარისა; ამისათვის ჯვარი ქრისტესი, რომელსაცა ვესავთ, იქნება თვით მცველად კარისა, რომელსაცა თვით ჯვარცმული მასზედ დახშავს და განაღებს დასაცველად მეფობისა და მეფეთა, ოდეს თვით ჯერ იჩენს საჭიროდ“ (პ.იოსელიანი – „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“).

დიდი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე აკაკი შანიძე 1917 წელს დაწერილ თავის ლექსში უკანასკნელი ქართველი მეფისაგან განსხვავებულ აზრს ავითარებს  და მოუწოდებს ქართველობას: „ნუ, ნუ ვაღებთ დარიალსა!“

 

აკაკი შანიძე

 ქართული ეროვნული ჰიმნი

           (ალიფაშას ხმაზე)

 

 

აბა, ფხიზლად ქართველებო, მივყვეთ მამა-პაპის კვალსა!

წარსულს გრძნობით ვიგონებდეთ, ჩავუფიქრდეთ მომავალსა!

ცალი თვალი პონტოსაკენ, ნუ ვაშორებთ გურგანს ცალსა!

ყური ვუგდოთ გურჯი-ბოღაზს და ნუ ვა

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ღებთ დარიალსა!

 

მოსწონდათ  და ახლაც მოსწონთ  ჩვენი ქვეყნის მთა და ველი:

მზით დამწვარი ჰიჯაზელი, გაყინული ჩრდილოელი,

სპარსი, თურქი, ლეკ-მონღოლი, ბერძენი თუ რომაელი -

ყველა ჩვენსკენ ისწრაფოდა, ყველა მაშრიყ-მაღრიბელი.

 

იყო დრო , როს მმართველობა, სამართალი გვქონდა სხვისი,

ბაღდათსა თუ ყარაყორუმს გზები გვედო ათას დღისი.

მტრისგან ბევრჯელ დარბეულა ტფილისი და ქუთაისი,

იმედს მაინც არ ვკარგავდით - სული გვახლდა შოთაისი.

 

სად არ დგმულა ჩვენი ფესვი: სისხლი სად არ დაგვიღვრია?

ერანს, თურანს, ავღანისტანს - ყველგან ჩვენი ძვლები ჰყრია.

ფიცხელ ომში გახურვებულთ ევფრატ-დიჯლა დაგვიშვრია,

ჩვენის სისხლით შეღებილი ვისლა დღესაც არის მღვრია.

 

ოთხი დიდი სახელმწიფო მოგვიჭამ-გაგვიცვეთია:

სადღა არის ძველი რომი ან ძლიერი სპარსეთია?

არაბების ძლიერება, ამბობენ, დღეს ზღვის წვეთია.

ვის ახსოვან მონღოლები?  სხვების ბედიც აგეთია!

 

სამი ათას წელზე მეტი გვიცხოვრია, როგორც ერსა.

მრავალ შავ დღეს მოვსწრებივართ, მაგრამ ბევრსაც ბედნიერსა.

უსიკვდილოდ არვის ვუთმობთ ჩვენს სამშობლოს მშვენიერსა.

გვიმღერნია, კვლავაც ვიმღერთ  ჩვენს ტკბ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ილ მრავალჟამიერსა.

 

სანამ იდენს ალაზანი, ჭოროხი და  რიონ-მტკვარი,

სანამ თავზე მცველად გვადგას ცივ-გომბორი, ლიხ-მყინვარი,

არ მომკვდარა, არც მოკვდება საქართველო მოცინარი;

მეტად აღარ შემცირდება მისი სივრცე, მისი მზღვარი.

 

აბა, ფხიზლად, ქართველებო! მივყვეთ მამა-პაპის კვალსა!

წარსულს გრძნობით ვიგონებდეთ, ჩავუფიქრდეთ მომავალსა!

ცალი თვალი პონტოსაკენ, ნუ ვაშორებთ გურგანს ცალსა!

ყური ვუგდოთ გურჯი-ბოღაზს, ნუ, ნუ ვაღებთ დარიალსა!

 

5 დეკემბერი, 1917 წ. დედაქალაქი.

 

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი აბრაამ დაყუდებული და ნეტარი მარიამი, ძმისწული მისი (+დაახლ. 360)
29 ოქტომბერს (11 ნოემბერს) აღინიშნება ღირსი აბრაამ დაყუდებულისა და ნეტარი მარიამის, მისი ძმისწულის (+დაახლ. 360) ხსენების დღე.
ღირსმოწამე ანასტასია რომაელი (III)
29 ოქტომბერს (11 ნოემბერს) აღინიშნება ღირსმოწამე ანასტასია რომაელის (III) ხსენების დღე.
gaq