9 (22) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამეთა: დისან ეპისკოპოსის, მარიავა ხუცესის, ავდიესის და სხვა 270 სპარსთაგან წამებულის (+362-365) ხსენების დღეს. წმიდა მოწამენი: დისან ეპიკოპოსი, მარიავა ხუცესი, ავდიესი და სხვა 270 მოწამე - აღესრულნენ 362-364 წლებში, სპარსეთის მეფის საპორ II-ის დროს. ტყვეობაში ჩავარდნილმა ქრისტიანებმა უარი განაცხადეს სარწმუნოების უარყოფაზე. მათ რიცხვში იყო მოწამე ია, რომელიც იხსენიება 11 სექტემბერს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ. |