საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

წმიდა სტეფანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი
აია სოფიის ტაზარი კონსტანტინოპოლში, სადაც სწირავდა წმინდა პატრიარქი სტეფანე

 17 (30) მაისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს  წმიდა სტეფანეს, კონსტანტინეპოლელი პატრიარქის (+893) ხსენების დღეს.

წმიდა სტეფანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+893) იყო უმცროსი ვაჟი იმპერატორ ბასილი მაკედონელისა და ძმა იმპერატორ ლეონ ბრძენისა, მღვდლად ეკურთხა პატრიარქ ფოტიოსის დროს. 886 წელს პატრიარქი ფოტიოსი იძულებული გახდა მღვდელმთავრის ტახტი დაეტოვებინა. კონსტანტინეპოლის კათედრაზე არჩეულ იქნა წმიდა სტეფანე. მღვდელმთავარი ფხიზლად იცავდა სამწყსოს, იყო მოწყალე, ქომაგი გაჭირვებულთა, ზრუნავდა ქვრივებზე და ობლებზე. მიიცვალა მშვიდობით 893 წელს. დაასაფლავეს სიკელიის მონასტერში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
აია სოფიის ტაძრის მოზაიკა, იუსტინიანე და კონსტანტინე იმპერატორები ქედს იხრიან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და ყრმა იესოს წინაშე
აია სოფიას მოზაიკა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და ყრმა იესოს მოზაიკა

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი (+286-287)
წმიდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 27 დეკემბერს, ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. როცა უსჯულო თვითმპყრობელმა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, თებაიდის მმართველმა არიანემ ბრძანა, მართლმორწმუნეები ან იძულებით გადაედრიკათ ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან, ან - წამებით დაეხოცათ.
წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე (+249-251)
წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე, რომელთა ხსეენბაც აღესრულება 27 დეკემბერს, დეკიუსის (249-251) ზეობისას ეწამნენ ბითვინიის კესარიაში. როცა უსჯულო იმპერატორმა ქვეყანაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო, კესარიის მმართველმა კუმბრიკიუსმა მრავალი მორწმუნე მზაკვრობით გადადრიკა საცხოვნებელი გზიდან, სხვებს კი მუქარით აიძულებდა კერპების თაყვანისცემას. მაშინ ერთ-ერთმა ქრისტიანმა ლევკიოსმა საჯაროდ ამხილა მმართველის უსჯულოება.
gaq