საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

მაქსიმე II აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოს-პატრიარქი - ტყვეებით მოვაჭრეთა რისხვა

მაქსიმე II (გვარად აბაშიძე) (გ. 30 მაისი, 1795), დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1776-1795 წლებში, ქუთათელი ეპისკოპოსი მიტროპოლიტის ხარისხით 1759-1781 წლებში. 1770-მდე რეზიდენცია ჰქონდა მაღლაკში, სადაც ააგო მცირე ეკლესია და გადმოასვენა ღვთისმშობლის ხატი.

ენერგიულად იბრძოდა ტყვეებით მოვაჭრე თავადთა წინააღმდეგ, ზოგიერთს უკანვე გამოასყიდვინა ოსმალებისათვის მიყიდული ქართველები. 1777 წელს გურიისა და ოდიშის მთავრებს დააბრუნებინა მითვისებული საეკლესიო მამულები, აღადგინა საეპისკოპოსოები, აღკვეთა საკათოლიკოსო მამულების გაცემა მეფის მოურავებსა და მოხელეებზე.

1781 წელს სოლომონ I-თან უთანხმოების გამო მაქსიმე II აღმოსავლეთ საქართველოში გადავიდა, საიდანაც დაბრუნდა 1784 წელს, სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ. 1768-1769 წლებში მაქსიმე II სოლომონ I-ის ელჩი იყო რუსეთის სამეფო კარზე, 1784-1786 წლებში კი - დავით II-ისა (ზურაბ წერეთელთან და დავით კვინიხიძესთან ერთად). პეტერბურგიდან უკან დაბრუნებული მაქსიმე II ასტრახანში დარჩა საცხოვრებლად. 

იმედი ჰქონდა რუსულ ჯართან ერთად დაბრნდებოდა საქართველოში და გაათავისუფლებდნენ აფხაზეთს და ტაო-ლაზეთს, მაგრამ...

1792 წლის შემდეგ კიევს გაემგზავრა, სადაც გარდაიცვალა. დასაფლავებულია კიევ-პეჩორის ლავრაში.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი (+1809)
14 ივლისი წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელის ხსენების დღეა. წმიდა ნიკოდიმოსი (ერისკაცობაში - ნიკოლოზი) 1748 წელს დაიბადა საბერძნეთის კუნძულ ნაქსოსზე; ოცდაექვსი წლისა იყო, როცა ათონის მთას მიაშურა და იქ, წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის (დიონისეს) მონასტერში ბერად აღიკვეცა ნიკოდიმოსის სახელით. თავდაპირველად ნიკოდიმოსი მკითხველისა და საქმის მწარმოებლის მორჩილებას აღასრულებდა.
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე (+284)
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე - რომსა შინა წამებულნი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 1 (14) ივლისს, ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნებას დააუფლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული კოზმა და დამიანე უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: „ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით.
gaq