საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

წმინდა ნინოს წამოსვლა დიდ ქალაქ მცხეთისაკენ
გაიოზ მამალაძე
ქართული ეკლესია აღნიშნავს წმიდისა დედისა ჩვენისა მოციქულთასწორისა ქალწულისა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღესასწაულს.

ვულოცავთ ყოველ ქართველს ამ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს! ყველას! განსაკუთრებით ყველა ნინოს!

დაახლოებით 323 წელს, ზოგი მეცნიერის აზრით 316-317, ან 319-320 წელს, წმინდა ქალწული ნინო სომხეთის მხრიდან მოადგა საქართველოს. სომხეთის მეფეს სასწაულებრივად გადაურჩა მოციქულთასწორი.

წმინდა ნინოს დიდი ინტერესიც ჰქონდა საქართველოში წამოსასვლელად. ინტერესი აღძრული იყო იმით, რომ მცხეთაში, ქართლის სახელმწიფოს დედაქალაქში ეგულებოდა ერთ-ერთი უმთავრესი და უდიდესი სიწმინდე ქრისტიანობისა - უფლის კვართი.

ამქვეყნიურ ცხოვრებაში, სულ რამდენიმე ნივთია დაკავშირებული მაცხოვართან. ჯვარი, რომელზეც გააკრეს, სამსჭვალები, რომლითაც გააკრეს, არდაგი (სუდარა), რომელშიც გაახვიეს გარდამოხსნის შემდგომ და რომელზეც აღიბეჭდა სასწაულებრივად, აღდგომის დროს, მისი გამოსახულება. კიდევ რამდენიმე ხელთუქმნელი ხატი, რომელზეც გამოისახა მაცხოვრის ხატი, როდესაც ქრისტემ სახეზე მიიდო, და კვართი უფლისა.

უკერველი კვართი უფლისა, იყო ერთადერთი, თუ შეიძლება ასე ითქვას, მატერიალური „ქონება“ ქრისტესი, რომელიც მას განკაცების ჟამს, ამქვეყნად ჰქონდა და რომელიც დარჩა მისი ჯვარცმისა და ამაღლების შემდგომ კაცობრიობას. უკერველი კვართი უფლისა, გადმოცემით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლმა პატარაობისას მო
უქსოვა იესოს. კვართი ქრისტესთან ერთად იზრდებოდა...

არც ქისა ჰქონია ქრისტეს, არც სახლი, არც კარი, არც ნავი, არც... არაფერი. მხოლოდ კვართი ემოსა... და ეს კვართი, სასწაულთმოქმედი, რომლის შესახებ საუკუნეების წინ წინასწარმეტყველება არსებობდა, რომელიც არ განუკვეთავთ, არ დაუჭრიათ, რადგან ეკლესიის განუყოფლობის სიმბოლოა, მაცხოვრის ნებით ერგო საქართველოს...

ეს, ჩემი აზრით, უდიდესი პატივია, უდიდესი ღირსებაა ქართველებისათვის. ამავე დროს მოვალეობა - მისია. რაღაც ნიშნით ღმერთმა გამოარჩია მცხეთა, ქართლი, ქართველთა ქვეყანა, საქართველო, რადგან აქ, ამ მიწაზე, ამ ქვეყანაში, ამ ხალხის სამკვიდროში, დაიდო ბინა ქრისტეს კვართმა. მიწის წიაღში, რის შედეგადაც განიწმინდა, განინათლა მცხეთის, ქართლის, საქართველოს მიწა და კვართის დაფლვის ადგილას ამოიზარდა ცხოველი ხე, სასწაულთმოქმედი, სადაც მერე ჩვენი ახალი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი ეკლესია, ჩვენი ხალხის მომავალი, ჩვენი ერის ეროვნული იდეოლოგია აშენდა, რასთანაც არის დაკავშირებული, ჩემი აზრით, არა მარტო ჩვენი ერის, არამედ, ალბათ, კაცობრიობის მომავლის რაღაც ნაწილიც.

მცხეთის მნიშვნელობაზე, ადრე გამოვაქვეყნე წერილი „უფლის კვართი (და იაკობის კიბე) მცხეთაში.

ქრისტეს კვართის მოკვლევა აინტრესებდა ქალწულ ნინოს და ამგვარად, გაიგო მცხეთისა და ქართლის შესახებ. მერე სასწაულიც მოხდა, სიონის მთაზე ჩაეძინა ქალწულს და სიზმარში მარადი ქალწული მარიამი გა
მოეცხადა, რომელმაც გადასცა ვაზის ჯვარი და მცხეთისკენ გამოაგზავნა ახალგაზრდა მოციქულთასწორი.

რაღა მაინცდამაინც ვაზის ჯვარი? ამ კითხვაზე პასუხი ცხადია... იმიტომ, რომ საქართველო უძველესი მიწათმოქმედებისა და ახალი აღთქმის ერთ-ერთი ყველაზე უმთავრესი ქვეყანა. ახალ აღთქმაში კი უდიდესი მნიშვნელობის სიმბოლოა ვაზი, ღვინო... ახალი აღთქმა, მიწათმოქმედი ხალხის სარწმუნოებაა... (იხ. ჩემი „ახალი ართქმის უმტავრესი ქვეყანა“, პრესა.გე)

არა ერთი ხიფათი და განსაცდელი გადაიტანა მოციქულთასწორმა ნინომ, სანამ საქართველოს საზღვრებს მოაწევდა.

ეს ისტორია, რამდენიმ რედაქციად, მშვენივრად აქვთ მოთხრობილი ჩვენს წინაპრებს, „წმინდა ნინოს ცხოვრების“ ავტორებს. უმთავრესი წყარო მათთვის თავად მოციქულთასწორის მონათხრობი უნდა ყოფილიყო, რომელიც მის სიცოცხლეშივე ჩაიწერეს.

წმინდა ნინოს მიერ განხორციელებულ სასწაულებს, რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ინტერესით მიაპყრობენ ყურადრებას ქართველები. რაც მეტი ახსნა მოიძებნა, მეტი საიდუმლოც გამოჩნდა. „წმინდა ნინოს ცხოვრება“, მისი სხვადასხვა რედაქციები, არის ერთ-ერთი საიდუმლო და საკრალური წიგნი მთელ ქრისტიანულ სამყაროში, რომელიც, ალბათ, მომავალში კიდევ მრავალ საიდუმლოს გაგვანდობს...

ახლა კი გავიხსენოთ მისი მოსვლა საქართველოს საზღვართან, სადაც, გამოცხადება ჰქონდა, როდესაც ლოდი ამოედო სასთუმლად, როგორც ოდესღაც იაკობს...

ქართლის ცხოვრება

წმინდა ნინოს მიერ ქართლის მოქცევა

(ნაწყვეტი)

და წარმოვიდა მუნით წმიდა ნინო და მოვიდა ორბანთად, საზღვართა სომხითისათა, და მუნ დაიზამთრა ჭირთა შინა მრავალთა. და თუესა მეოთხესა, რომელ არს ივნისი, წარმოემართა და მოიწია მთათა ჯავახეთისათა, სადა-იგი მიემთხჳა ტბასა დიდსა გარდამდინარესა, რომელსა ჰქჳან ფარავნა.

ხოლო მიხედნა რა მუნით, და იხილნა მთანი ჩრდილოსანი; რამეთუ დღეთა მათ ზაფხულისათა იყვნეს სავსენი თოვლითა და ჰაერითა სასტიკითა. და შეძრწუნდა წმიდა ნინო და თქუა: „უფალო, უფალო, მიიღე სული ჩემი ჩემგან“.

და დაყო მუნ ორი დღე და ითხოვა საზრდელი მეთევზურთაგან, ტბასა მას შინა მონადირეთასა. და მწყემსნი-ცა იყვნეს მას-ვე ადგილსა და ჴუმილვიდეს საჴუმილავსა ღამისასა სამწყსოსა მათსა ზედა; და ხადოდეს ღმერთთა მათთა არმაზს და ზადენს, და აღუთქმიდეს მათ შესაწირავთა: „ოდეს მოვიდეთ მშჳდობით-ო“.

ხოლო წმიდა ნინო მეცნიერ იყო მცირედ ენასა სომხურსა, რამეთუ პირველ ესწავლა ნიაფორისგან, და პოვა მწყემსთა მათ შორის სომხურად მზრახველი და ჰკითხა მას, ვითარმედ:

„რომლისა სოფლისანი ხართ?“

ხოლო მან მიუგო და რქუა, ვითარმედ:

„დაბით ელარბინით და საფურცლით, და ქინძარელნი, რაბატელნი დიდისა ქალაქისა მცხეთისანი, სადა ღმერთნი ღმერთობენ და მეფენი მეფობენ“.

და ჰკითხა, თუ „სადათ არს მცხეთა?“ ხოლო მწყემსმან მან ესრეთ ოდენ აუწყა, რომელ მდინარე გასდის ტბასა ამას მცხეთ
ას მისლვად.

ხოლო წმიდამან ნინო დაიდვა ლოდი სასთუნალ, დაწვა და დაიძინა გარდასადინელსა მის ტბისასა. და ვითარ-იგი ეძინა, მოვიდა კაცი ერთი ჩუენებით, ასაკითა ზომი და თმითა ნახევარ-თმოსანი. და მოსცა მან წიგნი დაბეჭდული წმიდასა ნინოს და რქუა:

„მიართუ ესე მცხეთას მეფესა მას წარმართთასა“.

ხოლო წმიდამან ნინო იწყო ტირილად და ვედრებად მისა: „უფალო, მე დედა-კაცი ვარ უცხო და უმეცარი, და არ-ცა ვიცი ენა, ვითარ მივიდე უცხოსა ქუეყანასა და უცხოთა ნათესავთა თანა“. მაშინ კაცმან განუჴსნა წიგნი იგი, და მისცა კითხვად, და წერილ იყო ჰრომაელებრ და ბეჭედი იყო იესოსი. დაწერილ იყვნეს წიგნსა მას შინა ათნი სიტყუანი.

ა~. სადა-ცა იქადაგოს სახარება ესე, მუნ-ცა ითქუას დედა-კაცი ესე.

ბ~. არ-ცა მამაკაცება არს, არ-ცა დედაკაცება, არამედ თქუენ ყოველნი ერთ ხართ.

გ~. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს-ცემდით მათ სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა

დ~. ნათელი გამობრწყინდა წარმართთა ზედა დიდებად ერისა შენისა ისრაელისა.

ე~. სადა-ცა იქადაგოს სახარება ესე სასუფეველისა, მუნ-ცა ითქმოდის ყოველსა სოფელსა.

ვ~. რომელმან თქუენი ისმინოს და შეგიწყნარნეს მე შემიწყნარა. და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი.

ზ~. რამეთუ ფრიად უყუარდა მარიამ უფალსა, რამეთუ მარადის ისმენდა მისსა სიტყუასა ჭეშმარიტსა.

ჱ~. ნუ გეშინი
ნ მათგან, რომელთა მოგწყჳდნენ ჴორცნი თქუენნი, ხოლო სულისა ვერ შემძლებელ არიან მოწყუედად.

თ~. რქუა მარიამ მაგდანელსა იესო: „წარვედ, დედა-კაცო, და ახარე დათა და ძმათა ჩემთა.

ი~. სადა-ცა ქადაგებდეთ სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა.

ვითარცა წარიკითხნა სიტყუანი ესე წმიდამან ნინო, იწყო ვედრებად ღმრთისა მიმართ და გულის-ხმა ყო, ვითარმედ ზეცით იყო ჩუენება იგი. და აღიხილნა თუალნი ზეცად და ხვალისაგან ითხოვა შეწევნა მისი.

მამული, ენა, სარწმუნოება

18 აპრილი - ხსენება ღირსი თეოდორა თესალონიკელისა (+892)
წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც.
18 აპრილი - ხსენება მოწამეებისა: აღათოპოდი დიაკვნისა, თეოდულე მკითხველისა და სხვათა (+დაახლ. 303)
მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.
gaq