საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

ნიკეის პირველი საეკლესიო კრება (რამდენი ადამანი ესწრებოდა ამ კრებას ქართული ტერიტორიებიდან?)
ნიკეის პირველი საეკლესიო კრება — პირველი საეკლესიო კრება, რომელიც მსოფლიო საეკლესიო კრებად იქნა აღიარებული . ჩატარდა 325 წლის ივნისში ნიკეაში (დღევანდელი იზნიკი), თურქეთი. გრძელდებოდა ორი თვის განმავლობაში და გახდა პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება ქრისტიანობის ისტორიაში.

კრება მოიწვია ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა, რათა ბოლო მოეღო ალექსანდრიის პატრიარქ ალექსანდრესა და არიოზს შორის დავისათვის. არიოზი, ისევე, როგორც გნოსტიკოსები, უარყოფდნენ ქრისტეს ღვთაებრიობას. არიოზს მრავალი მხარდამჭერი გამოუჩნდა (იხ. არიანელობა). ალექსანდრიის პატრიარქმა ალექსანდრემ არიოზი ღვთისგმობაში დაადანაშაულა.

ნიკეის საეკლესიო კრებაზე განისაზღვრა და დადგინდა ქრისტიანობის ძირითადი დოქტრინები.მონაწილეები

ნიკეის საეკლესიო კრებაში მონაწილეობდა 318 ეპისკოპოსი. რომის პაპმა სილვესტერ I-მა პირადად ვერ მიიღო მონაწილეობა. მან კრებაზე თავისი დელეგატები გააგზავნა. კრებაში მონაწილეობდა დელეგატები იმპერიის მთელი ტერიტორიიდან: ბიჭვინთიდან (საქართველო), ბოსფორის სამეფოდან, სომხეთიდან, პერსიიდან. გარდა ეპისკოპოსებისა კრებაში მონაწილეობდა მრავალი პრესვიტერი და დიაკვანი.

პირველი საეკლესიო კრების პროტოკოლი არ შემორჩენილა. აღნიშნული კრების გადაწყვეტილებების შესახებ ცნობილი ხდება სხვა წყაროებიდან, მათ შორის მომდევნო საეკლესიო კრებების ოქმებიდანაც. კრებამ დაგმო არიანელობა. კრებამ მიიღო შვიდი პუნქტისგან შემდგარი სარწმნოების სიმბოლო – მრწამსი.


მთავარი დოგმატური საკითხის გადაწყვეტის შემდეგ კრებამ დაამტკიცა საეკლესიო მართვისა და დისციპლინის კანონები. გადაწყდა აგრეთვე, რომ აღდგომის დღესასწაული აღენიშნათ ებრაელთა პასექის შემდეგ, მთვარის აღვსების მომდევნო კვირადღეს.. 
––––

რედაქტორის შენიშვნა:
ავტორებს ავიწყდებათ დაასახელონ მონაწილე ტრაპიზონიდან, რომელიც საქართველოს ისტორიული ტერიტორია რომ არის, ესეც ავიწყდებათ. ანუ საქართველოდან მონაწილეობდა ორი დელეგატი. საინტერესოა, რომ ყველა მონაწილეს სია არ არის ცნობილი, დიდი ნაწილი სიისა დაკარგულია. რაც გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა აღნიშნულ კრებაზე საქართველოს სხვა ქალაქებიდანაც იყვნენ მონაწილეები, რადგან იმ პერიოდისთვის ქრისტიანული თემები არსებობდა საქარტველოს სხვადასხვა კუთხეში.
გაიოზ მამალაძე


მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა სტეფანე საბაწმინდელი (+794)
13 (26) ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა სტეფანე საბაწმინდელის (+794) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამე აკვილინა
13 (26) ივნისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე აკვილინა (+293) ხსენების დღეს
gaq