საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

წმიდა იოანე (თორნიკე) მთაწმინდელი
georoyal.ge

25 ივნისს ქართველი გმირის – წმიდა იოანე (თორნიკე) მთაწმინდელის ხსენების დღეა. იოანე თორნიკე  იყო დავით კურაპალატის სახელგანთქმული სარდალი, რომლის დახმარებითაც X საუკუნის 70-იან წლებში (976-979 წწ.)  ბიზანტიაში ჩააქრეს საიმპერატორო ტახტის წინააღმდეგ ამბოხებული ძლევამოსილი ბიზანტიელი სარდლის, ბარდა სკლიაროსის აჯანყება.

მთელ საქართველოში სახელი ჰქონდა განთქმული თორნიკე ერისთავს  თავისი საბრძოლო შემართებით. საერო მოღვაწეობის დასასრულს კი იგი ბერად აღიკვეცა და ათონის მთას მიაშურა – იოანეს სახელით შეუდგა ბერულ მოღვაწეობას.  ერთხანს იოანე თორნიკე ათონის მთაზე, განთქმულ ათანასე დიდის ლავრაში იღვწოდა.  ათანასეს დროს ლავრაში 120-მდე მონაზონი ცხოვრობდა, მათ შორის ქართველებიც.

როგორც ცნობილია, X საუკუნის შუა ხანებში ბიზანტიამ თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწია არაბთა წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ 70-იან წლებში შექმნილმა საშინაო ვითარებამ შეზღუდა იმპერიის შესაძლებლობანი: ამ დროისათვის უეცრად გარდაცვლილ ბიზანტიის იმპერატორს მცირეწლოვანი შვილები დარჩა, რითაც ისარგებლა ბიზანტიური ჯარების სარდალმა  ბარდა სკლიაროსმა და აუჯანყდა იმპერატორის ოჯახს, რითაც  საფრთხე შეუქმნა კონსტანტინოპოლის საიმპერატორო ტახტს. მან მთლიანად დაიპყრო ბიზანტიის იმპერიის აზიური ნაწილი და ტაოს დაუმეზობლდა. იმპერატორის ჯარების სარდალმა ბარდა ფოკამ ბიზანტიის დაქვრივებულ დედოფალს, ტახტის მცირეწლოვანი მემკვიდრეების – ბასილისა და კონსტანტინეს დედას, თეოფანას, ურჩია სამხედრო დახმარებისათვის მიემართა განთქმული დავით ტაოელისათვის, რომლის სამფლობელოებსაც საფრთხე ელოდა ბარდა სკლიაროსის გაძლიერებით. ბიზანტიის სამეფო კარმა, დავით კურაპალატისაგან დახმარების აღმოჩენისათვის, შუამდგომლობა ათონის მონასტრის ბერს – იოანე-თორნიკეს სთ

ხოვა. ბერად შემდგარმა იოანე-თორნიკემ თავდაპირველად უარი განაცხადა, რადგან უფლის მსახურებად შემდგარს არ სურდა „სოფლისავე შფოთს“ დაბრუნებოდა, მაგრამ ბერებმა – იოანემ და ათანასემ დაარწმუნეს საქრისტიანოს გადასარჩენად ასეთი ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობაში.

დავით კურაპალატმა თორნიკე ერისთავის სარდლობით ბიზანტიაში გაგზავნა 12 ათასი ქართველი მეომარი. ომი თორნიკესა და სკლიაროსს შორის მცირე აზიაში, მდინარე ჰალისის მიმდებარე  ველზე გაიმართა. ბარდა სკლიაროსს სპარსთა და სომეხთა თანადგომის იმედი ჰქონდა. ბრძოლის მსვლელობაში იგი ცდილობდა თორნიკე თავისი განლაგების სიღრმეში შემოეტყუებინა და გაერთიანებული ლაშქრით დაემარცხებინა. მაგრამ გამოცდილ სარდალს თავად ჰქონდა მისთვის სტრატეგიული მახე დაგებული: თორნიკემ ისარგებლა ბერძნების უკმაყოფილებით, რომ ქართველები იყვნენ ბრძოლის მეთაურები და, ვითომცდა გაბრაზებული, აიყარა თავისი მებრძოლებიანად და ბერძნები პირისპირ „შეატოვა“ მტერს. ეს რომ ბარდა სკლიაროსმა გაიგო, სამალავიდან გამოვიდა და თორნიკესაც ეს სწადდა – ყველაზე კრიტიკულ მომენტში დაეცა თავს საფარდაგდებულ მოწინააღმდეგეს, და სკლიაროსი ლამის სპარსეთამდე გააქცია. მერე უკან შემობრუნდა და სამეფო კარის მითითებით ბერძენთა მოღალატე დიდებულები დაატყვევა და დასაჯა. ქართულმა ჯარმა, რომელმაც სასტიკად დაამარცხა ბარდა სკლიაროსი,  ხელთ იგდო დიდძალი ნადავლი. ბიზანტიის საიმპერატორო კარმა მადლიერების ნიშნად საქართველოს დაუბრუნა ადრე მიტაცებული „ზემონი ქვეყანანი საბერძნეთისანი“. სამხედრო ნადავლიდან მიღებული წილი იოანე-თორნიკემ ათანასეს ლავრასა და ბერძენთა სხვა მონასტრებს შესწირა, უდიდესი ნაწილი კი ათონის ივერთა მონასტრის აგებას მოახმარა.  980 წელს ბიზანტიის კეისარმა იოანე-თორნიკეს სვინგელოზის (პატრიარქის თანაშემწე  ბერი) წოდება უბოძა.

მამული, ენა, სარწმუნოება

ათოთხმეტნი ათასნი ჩვილნი მოწამენი, მოწყვეტილნი იროდის მიერ ბეთლემს ჰურიასტანისასა (I)
29 (11.01) დეკემბერი
gaq