საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

წმიდა ილარიონ თუალელი – გიორგი მთაწმინდელის მოძღვარი

 

წმიდა ილარიონ თუალელი, ვისი ხსენებაც არის 6 აგვისტოს, თავდაპირველად ხახულის მონასტერში მოღვაწეობდა და მისი დროის ერთ-ერთი უდიდესი სასულიერო მოღვაწე, მწერალი და მთარგმნელი ყოფილა. გიორგი მცირე (XI ს.) „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში“ წერს, რომ წმიდა ილარიონი იყო „უმაღლესი სათნოებითა და სულიერთა მოღვაწებათა შინა განთქმული“. ილარიონი „ვითარცა მთიები ბრწყინავდა კრებულსა შორის მამათასა, რომლისა სათნოებათა და მოღუაწებათა წარმოთქუმაჲ შეუძლებელ არს“. ღირსმა ილარიონმა აღზარდა ხახულის მონასტერში მიყვანილი ყრმა გიორგი მთაწმინდელი. „ვითარცა ღმრთისა მიერ მოცემული კეთილი შვილი, ეგრეთ შეიწყნარა და წესიერებისა მიმართ და სათნოებისა წურთად უწყის და ესრეთ წარემატებოდა ნებითა ღმრთისაჲთა, ვითარცა ნერგი კეთილი, დანერგული თანაწარსადინელსა ღმრთივ-სულიერთა სწავლათასა, დღითი-დღე აღორძნდებოდა“. როგორც ჩანს ხახულის მონასტრიდან წმიდა ილარიონი ანტიოქიაში წასულა სამოღვაწეოდ. მისი ზეწოდება თუალელი მომდინარეობს ანტიოქიის მახლობლად მდებარე თუალის მოანსტრიდან. წმიდა ილარიონმა აღკვეცა მონაზვნად გიორგი მთაწმინდელი და მანვე ჩაუნერგა ეს სიწმიდე და სიბრძნე, რითაც გიორგიმ დაატკბო საქართველოს ეკლესია. მიხეილ საბინინის (1845-1900) ცნობით, ღირსი ილარიონი გარდაიცვალა 1041 წელს. 

სამეფო კლუბი
ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა
ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე რიფენე კვიზიკელი
31 იანვარს (ახალი სტილით 13 თებერვალს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე რიფენე კვიზიკელის ხსენების დღეს,
წმიდანი საკვირველმოქმედნი, უვეცხლონი, კვიროს და იოანე და მათთანა მოწამე ათანასია და ასულნი მისნი თეოდოტია, თეოქსისტა და ევდოქსია
31 (13.02) იანვარს (13 თებერვალს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდათა საკვირველმოქმედთა, უვეცხლოთა, კვიროსისა და იოანეს და მათთანა მოწამე ათანასიასი და ასულთა მისთა თეოდოტიას, თეოქსისტასი და ევდოქსიას ხსენების დღეს (+311)
gaq