საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

მამულისათვის შეწირული ცხრა ძმა ხერხეულიძე

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 16 აგვისტოს იხსენიებს ცხრა ძმა ხერხეულიძეს, დედითა და დით და ბრძოლის ველზე მომწყდარ ცხრაათასი ქართველით.

მცირერიცხოვან ქართველთა სიმამაცემ ყიზილბაშები უკუაქცია, მაგრამ გამოცდილმა მთავარსარდალმა ისა-ხან ყორჩიბაშმა არ დათმო ბრძოლა. ამასობაში აზერბაიჯანის ბეგლარბეგი შაჰ-ბენდე-ხანიც მივიდა მაშველი რაზმით... ქართველები შედრკნენ. ამას ზედ დაემატა ერთი საბედისწერო შემთხვევაც: მტრის ხელით მკერდშელეწილი დაეცა თეიმურაზ მუხრანბატონი.  

შეთხელდა ივერიელთა რიგები. გულგანგმირულნი დაეცნენ: დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, ბაადურ ციციშვილი, ეპისკოპოსნი — რუსთველი და ხარჭაშნელი. ცხრა ძმა ხერხეულიძის ხელში გადაინაცვლა ქართულმა დროშამ, ცხრა ძმა გმირულად დაეცა მარაბდის ველზე, შემდეგ ნაბოლარამ - ერთადერთმა დამ იპყრა ხელთ დიდგორსა და ბასიანში გამოვლილი დროშა და როცა იმანაც ჩაიმუხლა, დედამ აღმართა ქართველთა უკვდავების სიმბოლო.

გარიჟრაჟზე დაწყებული ბრძოლა გვიან ღამით ქართველთა მარცხით დამთავრდა. ბრძოლის ველზე მკერდგანგმირული იწვა ქრისტეს და მამულისთვის თავდადებული ცხრა ათასი ქართველი. საქართველოს ეკლესიამ წმიდანებად შერაცხა რჯულისა და მამულისათვის თავდადებული მამულიშვილები.

 ცხრა ძმა ხერხეულიძის მამაცური თავდადების ამბავი ფართოდ არის ასახული ქართულ ზეპირსიტყვიერებაში, ხოლო ქართული ლიტერატურის კლასიკოსმა ლადო ასათ

იანმა შესანიშნავი ლექსი უძღვნა მათ, ვინც: „მამულისათვის მარაბდის ველზე დაეცნენ“:

ცხრა ძმა ხერხეულიძე

ეს გაფრენილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?
ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?!
საით წავიდნენ ვაჟები, რად მიატოვეს რაშები,
რაშები თამაშ-თამაშა, ომებში ნათამაშები?!
მაინც ეს ერთი თეთრონი რა გულსაკლავად ჭირვინებს,
ბედშავო, ვისაც ეძახი, ვაი რომ ვეღარ იხილე!
იმისი სული მტრედივით ცაში გაფრინდა ლაღადა,
აღარ გყავს შენი პატრონი, ხერხეულიძე აღათანგ!
ეს მშობლიური ქარია ჩვენი ალგეთის ველების
თუ სუნთქვა ქარბუქიანი ფაფარაყრილი მერნების?
მერნებო, ველურ ფლოქვებით მიწა ამაოდ დატორეთ,
ამაოდ გაფიცხებულხართ, ამაოდ უხმობთ პატრონებს,
ფოლადის ბეგთარიანებს ბნელში ამაოდ დაეძებთ:
ისინი მამულისათვის მარაბდის ველზე დაეცნენ!
ერთი მათგანი დაჭრილი უბეში დროშას მალავდა,
იწვა სისხლისგან დაცლილი… კურთხეულ იყოს მარაბდა!
ეს აწეწილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?
ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია? –
დაწრიალებენ, დაძრწიან ქაფმორეული ლაშებით…
მხედრებო, ასე უღმერთოდ რად მიატოვეთ რაშები?!

1942წ. 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე ერმიონია, ასული ფილიპე დიაკონისა - მოციქულისა (+დაახლ. 117)
4 (17) სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე ერმიონიას, ფილიპე დიაკონის, მოციქულისა ასულის (+დაახლ. 117) ხსენების დღეს.
წმიდა მღვდელმოწამე ბაბილა დიდი, ანტიოქიის ეპისკოპოსი და მასთან სამნი ყრმანი: ურბანოსი, პრილიდიანე, ეპოლონი და დედა მათი ქრისტოდულა (III)
4 (17) სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მღვდელმოწამე ბაბილა დიდის, ანტიოქიის ეპისკოპოსის და მასთან სამი ყრმის: ურბანოსის, პრილიდიანეს, ეპოლონის და მათი დედის ქრისტოდულა (III) ხსენების დღეს.
gaq