საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

მოციქულთასწორი ღირსმოწამე კოზმა (+1779)


4 (17) აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოციქულთასწორი ღირსმოწამე კოზმას (+1779) ხსენების დღეს. 
მოციქულთასწორი ღირსმოწამე კოზმა (ერობაში - კონსტანტინე) ეტოლიიდან იყო. თავდაპირველად ის სამშობლოში განისწავლა მთავარდიაკონ ანანია დერვიშანის ხელმძღვანელობით, შემდეგ კი ათონის მთაზე მდებარე ვათოპედის სასწავლებელს მიაშურა. სასწავლებლის დასრულების შემდეგ წმიდანი ათონზე დარჩა, ფილოთეოსის სავანეში. აქ იგი ჯერ ბერად აღკვეცეს კოზმას სახელით, შემდეგ კი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს. მოძმეთა სარწმუნოებაში განმტკიცების სურვილით ანთებულმა მოღვაწემ სულიერი მამებისაგან კურთხევა გამოითხოვა და კონსტანტინოპოლში წავიდა საქადაგებლად.
 წმიდა კოზმას მოციქულებრივი ღვაწლი 1779 წელს მოწამეობრივად დასრულდა: სამოცდახუთი წლის ასაკში იუდეველებმა მას ცილი დასწამეს და თურქებს ჩაუგდეს ხელში, მათ კი დაახრჩვეს წმიდანი და მდინარეში მოისროლეს. სამი დღის შემდეგ ხუცესმა მარკოზმა იპოვა ნეტარის ცხედარი და სოფელ კალიკონტასის მახლობლად, არდევუზის მონასტერში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიაში დაკრძალა. მოგვიანებით მღვდელმოწამის უხრწნელი ნაწილები სხვადასხვა ადგილებში იქნა დაბრძანებული.
 „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ. 

მამული, ენა, სარწმუნოება

გრიგოლ საკვირველთმოქმედი, კიევო-პეჩორელი განდეგილი (+1093)
8 (21) იანვარს აღინიშნება გრიგოლ საკვირველთმოქმედის (+1093), კიევო-პეჩორელი განდეგილის ხსენების დღე (+1093) .
ღირსი გიორგი ქოზიბელი (VII)
8 (ახალი სტილით 21) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი გიორგი ქოზიბელის ხსენების დღეს (VII).
gaq