საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

წმიდა მირონ საკვირველთმოქმედი - კრეტელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 350)

8 (21) აგვისტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს  წმიდა მირონ საკვირველთმოქმედის - კრეტელი ეპისკოპოსის (+დაახლ. 350) ხსენების დღეს.

წმიდა მირონ საკვირველთმოქმედი, კრეტელი ეპისკოპოსი კუნძულ კრეტაზე მდებარე ქალაქ რაბკიაში დაიბადა. ახალგაზრდობაში იგი დაოჯახებული იყო და მიწათმოქმედებას მისდევდა; მუყაითი შრომით მოწეულ მოსავალს უხვად უნაწილებდა გლახაკებს, თვითონ კი სახლეულითურთ მხოლოდ აუცილებელს სჯერდებოდა.

ერთხელ წმიდა მირონმა თავის კალოზე ქურდებს წაასწრო, მაგრამ კი არ განრისხებია მათ - მშვიდად მიეხმარა ბეჭებზე ტომრების შემოგდებაში. ასეთი სულგრძელობით ნეტარმა მძარცველები ისეთ სინანულში ჩააგდო, რომ მათ პატიოსანი ცხოვრება დაიწყეს. უფალმა პირმეტყველ ცხოვართა მწყემსად გამოარჩია თავისი სათნომყოფელი: იგი ჯერ მღვდლად აკურთხეს, შემდეგ კი ეპისკოპოსადაც იქნა ხელდასხმული.

წმიდა მღვდელმთავარს დაუცხრომელი ღვაწლისათვის სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. მან ჯვრის გადასახვით შეაჩერა ადიდებული მდინარე ტრიტონი. მღვდელმთავარმა მირონმა ასი წლის ასაკში შეჰვედრა სული უფალს, დაახლოებით 350 წელს. 

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

მამული, ენა, სარწმუნოება

გრიგოლ საკვირველთმოქმედი, კიევო-პეჩორელი განდეგილი (+1093)
8 (21) იანვარს აღინიშნება გრიგოლ საკვირველთმოქმედის (+1093), კიევო-პეჩორელი განდეგილის ხსენების დღე (+1093) .
ღირსი გიორგი ქოზიბელი (VII)
8 (ახალი სტილით 21) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი გიორგი ქოზიბელის ხსენების დღეს (VII).
gaq