საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

წმიდა მოწამე ლუდმილა, ჩეხეთის დედოფალი (+927)

ჩეხეთის დედოფალი, წმიდა მოწამე ლუდმილა მთავარ ბორევოის ცოლი იყო.

მეუღლეები მონათლა მორავიელმა ეპისკოპოსმა, სლავთა განმანათლებელმა მეთოდემ (ხს. 6 აპრილს და 11 მაისს).

გაქრისტიანების შემდეგ ისინი დაუცხრომლად იღვწოდნენ ჭეშმარიტების ნათლით ქვეშევრდომთა გასანათლებლად. მთავარი ბორევოი ადრე, ოცდათექვსმეტი წლის ასაკში გარდაიცვალა. დაქვრივების შემდეგ წმიდა ლუდმილა მკაცრი, კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და თავისი ძის, ბრატისლავის მმართველობის დროსაც განაგრძობდა ზრუნვას წმიდა ეკლესიაზე. ბრატისლავი დრაგომირაზე იყო დაქორწინებული და მისგან ჰყავდა ძე - ვიაჩესლავი. მამის ოცდაცამეტ წლიანი მმართველობის შემდეგ სწორედ თვრამეტი წლის ვიაჩესლავი ავიდა ტახტზე. დრაგომირამ ისარგებლა შვილის გამოუცდელობით და ქვეყანაში წარმართული წეს-ჩვეულებების გავრცელება დაიწყო. 

წმიდა ლუდმილა წინ აღუდგა ამ უსჯულოებას. დრაგომირას შესძულდა დედამთილი და ცდილობდა, დაეღუპა იგი. ერთხელ, როცა ლუდმილა ქალაქ ტეჩინში იმყოფებოდა, უღმრთო სძალმა ორი ბოიარი გაგზავნა მის მოსაკლავად. როცა წმიდანი ლოცვად იდგა, მკვლელები სასახლეში შეიპარნენ და ნეტარი მხეცურად გამოასალმეს სიცოცხლეს (+927).

წმიდა მოწამის, ლუდმილას საფლავთან მრავალი კურნება აღესრულებოდა. მოგვიანებით მთავარმა ვიაჩესლავმა ბებიის ნეშტი პრაღაში გადაასვენა და წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში დააბრძანა. 

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ. 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე ერმიონია, ასული ფილიპე დიაკონისა - მოციქულისა (+დაახლ. 117)
4 (17) სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე ერმიონიას, ფილიპე დიაკონის, მოციქულისა ასულის (+დაახლ. 117) ხსენების დღეს.
წმიდა მღვდელმოწამე ბაბილა დიდი, ანტიოქიის ეპისკოპოსი და მასთან სამნი ყრმანი: ურბანოსი, პრილიდიანე, ეპოლონი და დედა მათი ქრისტოდულა (III)
4 (17) სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მღვდელმოწამე ბაბილა დიდის, ანტიოქიის ეპისკოპოსის და მასთან სამი ყრმის: ურბანოსის, პრილიდიანეს, ეპოლონის და მათი დედის ქრისტოდულა (III) ხსენების დღეს.
gaq