საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

ღირსი ანდრონიკე და ცოლი მისი ათანასია (V)

 9 (22) ოქტომბერს აღინიშნება  ღირსი ანდრონიკესა და  მისი  ცოლის ათანასიას (V) ხსენების დღე. 

ღირსი ანდრონიკე და ცოლი მისი ათანასია ანტიოქიაში ცხოვრობდნენ V საუკუნეში. წმიდა ანდრონიკე ხელოსანი იყო და თავის გასამრჯელოს სამ ნაწილად ყოფდა: ერთ ნაწილს ტაძარს სწირავდა, მეორეს - გლახაკებს ურიგებდა, მესამე კი - ოჯახის სარჩენად ჰქონდა გადადებული. როცა კეთილმსახურ მეუღლეებს ქალ-ვაჟი გარდაეცვალათ, მათ გადაწყვიტეს, მთლიანად უფლის მსახურებისთვის მიეძღვნათ თავი და დაუზარლად ეხმარებოდნენ გლახაკებსა და სნეულებს.

შემდეგ ორივემ ბერმონაზვნური ღვაწლი იტვირთა: ანდრონიკე ეგვიპტის ერთ-ერთ სკიტში ამბა დანიელს დაემოწაფა, ათანასია კი ტაბენისის დედათა სავანეში დამკვიდრდა. თორმეტი წლის მოსაგრე ცხოვრების შემდგომ ანდრონიკე წმიდა ადგილთა მოსალოცად იერუსალიმში გაემგზავრა. გზაში მას დაემგზავრა „ბერი ათანასე“ - წმიდა ათანასია, რომელსაც მოგზაურობისას მოსალოდნელი განსაცდელების თავიდან ასარიდებლად მამაკაცის სამოსი გადაეცვა. ანდრონიკემ ვერ იცნო ხანგრძლივი ღვაწლით სახეშეცვლილი მეუღლე. იერუსალიმიდან დაბრუნებული წმიდანები ერთ სენაკში დამკვიდრდნენ და მდუმარების ღვაწლს შეუდგნენ. ღირსმა ანდრონიკემ მხოლოდ ათანასიას მიცვალების შემდეგ, წმიდა დედის მიერ დატოვებული წერილიდან შეიტყო თანამოსაგრის ვინაობა. მალე მან თვითონაც მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე ერმიონია, ასული ფილიპე დიაკონისა - მოციქულისა (+დაახლ. 117)
4 (17) სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე ერმიონიას, ფილიპე დიაკონის, მოციქულისა ასულის (+დაახლ. 117) ხსენების დღეს.
წმიდა მღვდელმოწამე ბაბილა დიდი, ანტიოქიის ეპისკოპოსი და მასთან სამნი ყრმანი: ურბანოსი, პრილიდიანე, ეპოლონი და დედა მათი ქრისტოდულა (III)
4 (17) სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მღვდელმოწამე ბაბილა დიდის, ანტიოქიის ეპისკოპოსის და მასთან სამი ყრმის: ურბანოსის, პრილიდიანეს, ეპოლონის და მათი დედის ქრისტოდულა (III) ხსენების დღეს.
gaq